გელათის მონასტერი

გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებულ ვითარებას UNESCO-ს ექსპერტი შეისწავლის

51
(განახლებულია 18:08 07.05.2021)
თეა წულუკიანის განცხადებით, სამინისტრო ძალისხმევას არ იშურებს, რათა 2008 წლიდან მოყოლებული გელათის მონასტრის რეაბილიტაციის დროს დაშვებული ხარვეზები გამოსწორდეს.

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული ვითარების შესასწავლად ივნისში საქართველოს UNESCO-ს ექსპერტი ეწვევა, განაცხადა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა „პირველი არხის“ ეთერში.

მინისტრმა გელათის სამონასტრო კომპლექსის სახურავის რესტავრაციის შედეგად შექმნილი ვითარების შესახებ ისაუბრა.

„მოკლე ვადაში, მიუხედავად პანდემიისა, მივიღეთ UNESCO-სგან თანხმობა და ივნისში გვეწვევა ცნობილი ექსპერტი, რომელიც ძეგლების გადახურვის სპეციალისტია და გააკეთებს შეფასებას. სწორედ ის გვეტყვის, თუ რამხელაა ზიანი. შეიძლება მქონდეს ჩემი წარმოდგენა და ვარაუდები, როგორც ერთ ადამიანს, რომელიც არ არის ამ საქმის პროფესიონალი, თუმცა ჩემი ვარაუდიც დოკუმენტებს ეყრდნობა და შემიძლია გითხრათ, რომ ზარალი არის საკმაოდ დიდი“, – აღნიშნა წულუკიანმა.

მინისტრის ვარაუდით, ხარვეზების გამოსწორებას საკმაოდ დიდი ადამიანური და ფინანსური რესურსი დასჭირდება.

„ხარვეზების გამოსწორება შესაძლებელია. ძალიან დიდი შრომა იქნება ამისთვის საჭირო. უფრო კონკრეტულად კი ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური უცხოელი ექსპერტი. უცხოელი სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი საქმე დადგა ისე, რომ გვჭირდება უცხოელის ჩართულობა. მადლობა UNESCO-ს, რომ დღევანდელი სტანდარტებით ძალიან სწრაფად, ივნისში მოავლენს ერთ-ერთი საუკეთესო ექსპერტს, რომელიც იტალიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მუშაობს“, – განაცხადა წულუკიანმა.

როგორც მანამდე წულუკიანმა აღნიშნა, კომპანია, რომელიც გელათის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოებს 2011 წლიდან ატარებს, ტენდერის გზით არ შერჩეულა. იგი მაშინდელმა ხელმძღვანელობამ პირდაპირი წესით შეარჩია როგორც ორგანიზაცია, რომელიც სარესტავრაციო სამუშაოების ჩასატარებლად შესაფერისი იყო.

გელათის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წელს დაიწყო. ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის კრამიტით გადახურვის სამუშაოები 2016 წელს შესრულდა, მაგრამ კრამიტის სახურავზე დეფექტები გამოვლინდა, რის გამოც ტაძარში წვიმის წყალი ჩადის და XII, XIV და XVI საუკუნეების უნიკალურ ფრესკებს აზიანებს. სახურავი დროებით თუნუქით გადახურეს.

გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქუთაისში საქართველოში შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი. 1994 წლიდან არის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.

51
ნარიყალა

„თელასი": თბილისის ექვს რაიონს ხვალ ელექტროენერგია გაეთიშება

8
(განახლებულია 17:48 13.06.2021)
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 14 ივნისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

სამგორის რაიონი

00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების III მიკრორაიონის და ილია სუხიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის IV, VI, VII, VIII, IX კვარტლების, ვარკეთილი-3 დასახლების IV მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის, შუამთის და კალოუბნის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების IIIა მიკრორაიონის და სესილია თაყაიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი- 3 დასახლების IV მიკრორაიონის მოსახლეობას.

13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის და ქიზიყის ქუჩის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ხეხილ სანერგე მეურნეობის, ლოტკინის ხევის, ლოტკინის მთის, ინტერნატის, ხუდადოვის, ჟღენტის, ზედაუბნის, კაჭრეთის, მაღაროს, მიტინგის, ენისელის, ვასილ თამარაშვილის, კოდალოს, დობროლუბოვის, კალუჟინის, სართანიას, კურნატოვის, ფილიას, სამღერეთის, ზაქარაიას, ჩოდრიშვილის, გომარეთის, ბახმაროს, ახტალას, ლეჩხუმის და თიგიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV და VI მიკრორაიონების, ვირთაგავას, მიქატაძის და ხიზანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I მიკრორაიონის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, სანაპიროს და კოსმონავტების ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, გრიგოლ ფერაძის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის მოსახლეობას.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მოსახლეობას.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გაზაფხულის, დელისის, ნუცუბიძის და ნადარეიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 9 აპრილის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

8

საშინელი ავარია თბილისში: სატვირთო მსუბუქ ავტომობილებს შეეჯახა - ვიდეო

23
თბილისში კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსთან“ სატვირთო ავტომობილი რამდენიმე მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა და კლინიკის ეზოში გადავარდა. იხილეთ ვიდეოკადრები ტრაგედიის ადგილიდან

გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა, რა დროსაც შეეჯახა კიდეც სხვა მსუბუქ ავტომობილებს.

შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზევე დაიღუპა, ხოლო რვა დაშავდა. მოგვიანებით კიდევ ერთი ადამიანი კლინიკაში გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს სასიკვდილო შედეგით.

23