კოვიდ-პასპორტი

კოვიდპასპორტზე მუშაობა სრულდება: რა მონაცემები შევა დოკუმენტში

183
(განახლებულია 20:52 03.05.2021)
ექიმებს შორის არსებობს მოსაზრება, რომ ვაქცინაციის პროცესის წასახალისებლად კარგი იქნება, თუ აცრილებს გარკვეული შეღავათები დაუწესდებათ

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საქართველოში კოვიდ−პასპორტზე მუშაობა თითქმის დასრულებულია, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

ევროკომისიამ დღეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მიმართა წინადადებით, შემსუბუქდეს შეზღუდვები მესამე ქვეყნების ვაქცინირებული ტურისტებისთვის. რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ ცალკეული ევროპული ქვეყნები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა თუ ეს რეკომენდაცია შესრულდება, მოქალაქეს დასჭირდება დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ აცრა გაკეთებული აქვს.

გავრცელებული ინფორმაციით, შესაბამისი დოკუმენტის, კოვიდპასპორტის  შექმნაზე საქართველოში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მუშაობს.

სპეციალისტები იმ სამ მაჩვენებელზე საუბრობენ, რომელიც კოვიდპასპორტებში უნდა ჩაიწეროს. ესენია: ვაქცინაციის ისტორია, გადატანილი დაავადების ისტორია და, რიგ შემთხვევაში, PCR−ტესტის პასუხი.

ამასთან ექიმებს შორის არსებობს მოსაზრება, რომ ვაქცინაციის პროცესის წასახალისებლად კარგი იქნება, თუ აცრილებს გარკვეული შეღავათები დაუწესდებათ. მაგალითად, კომენდანტის საათის დროს თავისუფალი მოძრაობის უფლება და ასევე დახურულ სივრცეებში შესვლისა.

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო მედპერსონალიდან. დაბალი მიმართვიანობის გამო, 25 მარტიდან ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვნენ 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფები, შემდეგ კი 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები.

ამ დროისათვის საქართველოში ხელმისაწვდომია AstraZeneca-სა და Pfizer-ის ვაქცინები, თუმცა ქვეყანა მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა მწარმოებლებთანაც. საქართველომ ასევე მიიღო 100 ათასი დოზა ჩინური ვაქცინა Sinopharm, თუმცა ამ პრეპარატით აცრა ჯერ არ დაწყებულა. Sinopharm-ით აცრის დაწყების სავარაუდო თარიღია 4 მაისი.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში აცრილია 43 ათასზე მეტი ადამიანი.

183
რუსუდან კერვალიშვილი

კერვალიშვილი: როცა საპატიმროში შევედი, მაია დავინახე, კუთხეში იჯდა

0
(განახლებულია 17:02 06.05.2021)
ყოფილი დეპუტატი, სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტ გრუპის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი რუსუდან კერვალიშვილი იხსენებს საპატიმროში დასთან, მაია რჩეულიშვილთან შეხვედრის მომენტს.
კერვალიშვილი: როცა საპატიმროში შევედი, მაია დავინახე, კუთხეში იჯდა
„საპატიმროში შესვლა ჩემთვის განსაკუთრებული განცდა იყო -  ჩვენი ოთახის კუთხეში იჯდა მაია. როდესაც კარები დაიხურა, მომეცა საშუალება, მასთან მივსულიყავი. ამას ვნატრობდი მთელი 9 თვის განმავლობაში. მაიას წინაშე დანაშულის შეგრძნება მქონდა, რადგან ჩვენ ერთად ვაკეთებდით საქმეს. პირველი შეგრძნება მქონდა ასეთი - „მაია, მე მოვედი, ჩვენ ერთად ვართ“. მაია დაფეთებული დამხვდა, მოულოდნელი იყო მისთვის ჩემი დაკავება“, -ამბობს კერვალიშვილი.

დებს – სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტ გრუპის“ დამფუძნებლებს რუსუდან კერვალიშვილსა და მაია რჩეულიშვილს  2004–2009 წლებში ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88"-ის მენაშენეთა თანხებიდან 11 მლნ ლარის მითვისებისთვის  4–4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. კერვალიშვილი 2017 წლის 31 მარტს სასამართლო დარბაზში დააკავეს. რჩეულიშვილი კი იმ დროისთვის უკვე პატიმრობაში იმყოფებოდა სხვა საქმეზე – აჭარაში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისას თანხების მითვისებაზე.

კერვალიშვილმა ოთხწლიანი სასჯელი სრულად მოიხადა და პენიტენციური დაწესებულება მიმდინარე წლის 30 მარტს დატოვა.

0
ეკატერინე ტიკარაძე

იგეგმება მედიის წარმომადგენლების მასობრივი ვაქცინაცია: ტიკარაძე დეტალებს საიდუმლოდ ინახავს

13
(განახლებულია 18:52 06.05.2021)
მინისტრის თქმით, მედიის წარმომადგენლები განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ და ვაქცინის არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. ვაქცინაციის პროცესში ახლო მომავალში მედიის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2-ის“ ეთერში.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს პრეპარატ AstraZeneca-თი მედპერსონალიდან დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო ჯგუფების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზარდა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, მედიის წარმომადგენლებს ექნებათ განსაკუთრებული პირობები, მათ შორის ვაქცინის შერჩევის შესაძლებლობაც.

„მედიასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი გეგმა, ამას ცოტა ხნით საიდუმლოდ შევინახავ და შემდეგ კვირაში დავაანონსებთ, თუ რა მიდგომა იქნება“, — აღნიშნა ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, მედიაკომპანიებისგან ვაქცინაციასთან დაკავშირებით სიებს გამოითხოვენ.

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო. 25 მარტიდან კი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები.

იმ პირთა წრე, რომლებიც კორონავირუსზე უნდა აიცრან, კიდევ უფრო გაფართოვდა და უკვე არსებულს, პარლამენტისა და მთავრობის წევრები, ასევე ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორში დასაქმებული ადამიანები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები დაემატნენ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში უკვე აცრილია 51.600 პირი, სრულად ვაქცინირებულია 7.873 ადამიანი.

13
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები