რუსთავის ავტოპარკი მთლიანად განახლდა

© Sputnik / Alexander Imedashviliახალი მწვანე ავტობუსი
ახალი მწვანე ავტობუსი - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2021
გამოწერა
ძველი ყვითელი ავტობუსები მწვანე ავტობუსებით ჩანაცვლდა, რომლებიც მოცულობითაც დიდია და უფრო კომფორტულიცაა.

თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. რუსთავის ავტობუსების პარკი მთლიანად განაახლეს – ძველი ყვითელი „ბოგდანის“ ავტობუსები თანამედროვე EURO 5 სტანდარტის ავტობუსებით ჩანაცვლდა.

მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში რუსთავს რეგიონებისთვის განკუთვნილი 175-დან 40 ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსი გადაეცა.

ახალი ავტობუსები - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2021
საქართველოს ექვს ქალაქში ახალი ავტობუსები იმოძრავებენ

როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა, ეკოლოგიაზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, მაგრამ ტრანსპორტის განახლება – ყველაზე მთავარი. ამჟამად ქალაქში ყველა ავტობუსი შეცვლილია და ისინი სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.

ძველი ყვითელი ავტობუსები მწვანე ავტობუსებით ჩანაცვლდა, რომლებიც მოცულობითაც დიდია და უფრო კომფორტულიცაა. ახალი 11-მეტრიანი ავტობუსით 80 მგზავრის გადაყვანა შეიძლება. ისინი ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, მუშაობს გადახდის განახლებული სისტემა. მოქალაქეების გარკვეული კატეგორიებისთვის შეღავათიანი ტარიფის სისტემა მოქმედებს.

15 წლის შემდეგ პირველად: თელავში მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავებენ>>

საქალაქო ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრომ მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად ექვსი ქალაქისთვის 175 ერთეული ავტობუსი შეიძინა. ფოთსა და თელავში იმოძრავებს 10–10, გორში – 30, ზუგდიდში – 25, რუსთავში 40, ხოლო ქუთაისში – 60 ავტობუსი.

პროგრამა დაფინანსებულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ. კონტრაქტის საერთო ღირებულებაა 18,7 მლნ ევრო.

ყველა ახალი ამბავი
0