გურამ დოჩანაშვილი

საქართველო გურამ დოჩანაშვილს ემშვიდობება

39
(განახლებულია 16:47 06.04.2021)
სამოქალაქო პანაშვიდი წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება, საიდანაც დიდ მწერალს უკანასკნელ გზაზე გააცილებენ.

თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. თანამედროვე ქართული ლიტერატურის კლასიკოსს გურამ დოჩანაშვილს დღეს საბურთალოს სასაფლაოზე, თავისი ვაჟის გვერდით დაკრძალავენ.

მწერალმა შვილის ირაკლის გვერდით დასაფლავება დატოვა ანდერძად. მისი ვაჟი 1990 წელს 22 წლის ასაკში უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა.

ქალაქის ხელისუფლებამ დოჩანაშვილის ოჯახს მწერლის მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვა შესთავაზა, თუმცა ოჯახმა მისი უკანასკნელი ნების აღსრულება გადაწყვიტა.

მწერლის სამოქალაქო პანაშვილი სამების ტაძარში გაიმართება.

გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს გარდაიცვალა 82 წლის ასაკში.

გურამ დოჩანაშვილი თანამედროვე ქართული პროზის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. დაიბადა 1939 წლის 26 მარტს. მკითხველისთვის ცნობილია მისი ნაწარმოებები – „სამოსელი პირველი", „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა", „ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები", „ხორუმი ქართული ცეკვაა" და სხვ.

გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება თარგმნილია მრავალ ენაზე, მისი ნაწარმოებები საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს.

39
თემები:
საქართველო და კულტურა (1079)
ნუცა ბუზალაძე

„მშობლებისთვისაც მისაღებია, ბაბუა-ბებიებისთვისაც...“ - ნუცა ბუზალაძე გათხოვებაზე საუბრობს

4
(განახლებულია 11:36 14.04.2021)
მომღერალი ნუცა ბუზალაძე ფიქრობს, რომ ოჯახის შექმნისთვის ქალიც და კაციც შემდგარი პიროვნება უნდა იყოს, რადგან ეს არის მყარი ოჯახის გარანტი

ნუცა ბუზალაძე „იმედის დღეში“ მიიწვიეს იმაზე სასაუბროდ, თუ როდისაა კარგი ოჯახის შექმნა. როგორც მომღერალმა აღნიშნა, მისი აზრით, იდეალური ოჯახი მაშინ იქმნებოდა, როდესაც ორივე ადამიანი შემდგარია პროფესიულად. ნუცა ფიქრობს, რომ გათხოვება 30 წლის ასაკის შემდეგ არის კარგი.

მომღერლის თქმით, ორივე ადამიანი უნდა იყოს შემდგარი, როდესაც ამ ნაბიჯს გადადგამენ, რადგან გოგონები იმის გამოც თხოვდებიან, რომ სახლი არ აქვთ და უნდათ, სადმე თავი შეაფარონ. როცა გააზრებულად დგამ ამ ნაბიჯს და იცი, რომ შენ ეს გინდა, ასეთი ოჯახები უფრო არ არის განწირული.

View this post on Instagram

A post shared by Nutsa Buzaladze (@nutsabuza)

„მე ძალიან დიდხანს მიყვარს გამოცდა. ზოგადად კი, მგონია, რომ საკუთარ პროფესიაზე ვარ შეყვარებული და მაგაზე ვარ გადარეული. უკვე იმდენად მისაღები გახდა ერთად ყოფნა და შეყვარებულებად ყოფნა, რომ აღარ ჩქარობენ. უკვე მშობლებისთვისაც მისაღებია, ბაბუა-ბებიებისთვისაც. ხომ არ დაკარგავენ შვილიშვილებს ამის გამო. მე, იცით, როგორი აზროვნება მაქვს? რადგან ერთხელ ვცხოვრობთ, მინდა, ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნება მივიღო. ასე ფიქრობს ბევრი გოგო და ბიჭიც დღეს…“, - ამბობს მომღერალი.

View this post on Instagram

A post shared by Nutsa Buzaladze (@nutsabuza)

ნუცა ბუზალაძეს, ისევე, როგორც ცნობილი ვარსკვლავების უმეტესობას, პირად ცხოვრებაზე საუბარი არ ხიბლავს. შეუდარებელი მომღერალი წლების მანძილზე ურთიერთობებზე საუბარს თავს არიდებდა ან საგულდაგულოდ მალავდა. ეს მანამდე გრძელდებოდა, სანამ თავად არ გადაწყვიტა შეყვარებულის გამოჩენა. ურთიერთობის გარკვეულ ეტაპზე ნუცა მამაკაცის ფოტოებს აქვეყნებდა, თუმცა სახეს მუდამ უმალავდა.

4
თემები:
ქართველი სელებრითები
ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრი

თბილისი ბეთჰოვენის მუსიკის საღამოს უმასპინძლებს

4
(განახლებულია 11:49 14.04.2021)
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით კონცერტი ეპიდ–რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება - მსმენელის წინაშე პიანისტი ალექსანდრე ვასაძე წარდგება

 

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. გერმანელი კომპოზიტორის ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ნაწარმოებების საღამო თბილისის ჯანსუღ კახიძის სახელობის კულტურულ–მუსიკალურ ცენტრში 18 მარტს გაიმართება. 

სცენაზე გაიჟღერებს ორკესტრის თანხლებით ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის საფორტეპიანო კონცერტი №3 და სიმფონია №7. მსმენელის წინაშე წარდგება სიმფონიური ორკესტრი დავით მუკერიას დირიჟორობით და ასევე ქართველი პიანისტი და ორგანისტი ალექსანდრე ვასაძე.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით კონცერტი ეპიდ–რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება. კონცერტი 17:00 საათზე დაიწყება.

ბეთჰოვენი გამოჩენილი გერმანელი კომპოზიტორი, პიანისტი და დირიჟორი, „ვენის კლასიკური სკოლის“ ბოლო წარმომადგენელია. მისი შემოქმედება მოიცავს გარდამავალ პერიოდს კლასიკურიდან რომანტიკულ ეპოქაში.  ბეთჰოვენი ერთ-ერთი ყველაზე უფრო აღიარებული კომპოზიტორია მსოფლიო მუსიკალური კულტურის ისტორიაში.

4
თემები:
საქართველო და კულტურა (1079)