ქობულეთში ველურ ბუნებაში ხოხბები გაუშვეს

© Government of Georgiaკოლხური ხოხობი
კოლხური ხოხობი - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2021
გამოწერა
ველური ბუნების სააგენტო საქართველოს ფლორისა და ფაუნის, მათ შორის, იშვიათი სახეობის ფრინველებისა და მცენარეების შენარჩუნებაზე ზრუნავს.

თბილისი, 29 მარტი – Sputnik. ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა დასავლეთ საქართველოს პოპულაციის 40 ფრთა კოლხური ხოხობი ქობულეთის მიდამოებში ველურ ბუნებში გაუშვეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ტერიტორიაზე მეთვალყურეობას ადგილობრივ მონადირეთა საინიციატივო ჯგუფი „საზოგადოებრივი რეინჯერი“ განახორციელებს.

საქართველოში იშვიათი სახეობების ფრინველები გამოიჩეკა>>

მათი განმარტებით, მონიტორინგში მონადირეთა საინიციატივო ჯგუფების ჩართულობა მნიშვნელოვანია უწესრიგო ნადირობის გამო ბუნებაში შემცირებული სახეობების აღდგენა–გამრავლების ხელშეწყობისთვის.

კოლხური ხოხობი - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2020
კოლხური ხოხბები და ხონთქრის ქათმები - ხობის რაიონში საწიწილე მეურნეობა გაიხსნა

ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ადგილობრივი ველური სახეობის ფაუნის გამრავლების და ბუნებაში აღდგენის პროექტს 2016 წლიდან ახორციელებს. პროექტის ფარგლებში ყოველწლიურად კოლხური ხოხბის, კაკბისა და პორფირიონის (ხონთქრის ქათამი) პოპულაციას ზრდიან და ბუნებაში უშვებენ.

2020 წელს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში კოლხური ხოხბის საწიწილე მეურნეობა მოეწყო. მეურნეობა მოიცავს ბუნებასთან ინტეგრირებულ ვოლიერებს, საინკუბატორო–საწიწილე ნაგებობებს და ადმინისტრაციულ შენობას. მეურნეობის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი კოლხური ხოხბის გამრავლება და მათი ველურ ბუნებაში დაბრუნებაა. ფერმაში, გარდა კოლხური ხოხობისა, ამრავლებენ ხონთქრის ქათმებს (Porphyrio porphyriо).

კოლხური ხოხობი მოშინაურებულ ფრინველთა რიცხვს განეკუთვნება. ის ბუდობს ტყეებსა და ბუჩქნარში.

ყველა ახალი ამბავი
0