ზემო ლარსი დღეს: გუდაური–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

© photo: Sputnikსატვირთოები ე.წ. სამხედრო გზაზე
სატვირთოები ე.წ. სამხედრო გზაზე - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2021
გამოწერა
უწყების ცნობით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილებაზე შეზღუდვა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დაწესდა.

თბილისი, 16 მარტი – Sputnik. თოვისა და ლიპყინულის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები დაწესდა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისის ხედი - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
როდის დათბება საქართველოში: სინოპტიკოსების პროგნოზი

კერძოდ, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დეპარტამენტის ცნობით, მლეთა–გუდაურის, გუდაური–კობის და სტეფანწმინდა–ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში; გუდაური–კობის მონაკვეთზე – მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.

ყველა ახალი ამბავი
0