ვითარება გზებზე: სად მოიხსნა უამინდობის გამო დაწესებული შეზღუდვები

© photo: Sputnikსპეცტექნიკა გზაზე
სპეცტექნიკა გზაზე - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2021
გამოწერა
საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე შეზღუდვები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო იყო დაწესებული.

თბილისი, 4 მარტი - Sputnik. საქართველოს გზებზე ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დაწესებული  შეზღუდვები მოიხსნა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

აბანოთუბანი - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 5 მარტს

კერძოდ, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის, გუდაური(ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

გარდა ამისა, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობას პოლიცია გააკონტროლებს.

თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
როგორი ამინდი იქნება თბილისში ხუთშაბათს, 4 მარტს

ასევე,  ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამ დროისთვის, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.

გარდა ამისა, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზეც.

დეპარტამენტის ცნობით,  ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 138–158-ე კმ  (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზეც, ამ დროისთვის  ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0