https://sputnik-georgia.com/20210301/qobuleTis-SemovliT-gzaze-SezRudvebi-wesdeba-251037168.html
ქობულეთის შემოვლითი გზის ნაწილზე შეზღუდვა დაწესდება: უწყების განმარტება
ქობულეთის შემოვლითი გზის ნაწილზე შეზღუდვა დაწესდება: უწყების განმარტება
Sputnik საქართველო
ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთზე სამუშაოები იმერეთისა და აჭარის რეგიონში საავტომობილო გზებზე უსაფრთხოდ მოძრაობისთვის ხორციელდება. 01.03.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-03-01T15:47+0400
2021-03-01T15:47+0400
2021-10-19T17:50+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24019/49/240194918_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_4243bd8cb0a0bb0cc2b527b860fb1e24.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24019/49/240194918_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_8a25717f08994cff29a7241d9c86da56.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, ტრანსპორტი საქართველოში, საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, ტრანსპორტი საქართველოში, საქართველო
ქობულეთის შემოვლითი გზის ნაწილზე შეზღუდვა დაწესდება: უწყების განმარტება
15:47 01.03.2021 (განახლებულია: 17:50 19.10.2021) ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთზე სამუშაოები იმერეთისა და აჭარის რეგიონში საავტომობილო გზებზე უსაფრთხოდ მოძრაობისთვის ხორციელდება.
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. ქობულეთის შემოვლითი გზის გარკვეულ მონაკვეთზე გზის სავალი ნაწილი დროებით შევიწროვდება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის 10-13 კმ და 31-ე კმ მონაკვეთებზე შპს „როუდ ქონსთრაქშენი“ ცხოველებისგან დამცავი ლითონის მესრის (ღობის) მოწყობის სამუშაოებს აწარმოებს.
დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული სამუშაოები 28 თებერვალს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ტექნიკური მიზეზების გამო სამუშაოების დაგეგმილ ვადაში განხორციელება ვერ მოხერხდა. შესაბამისად, აუცილებელი გახდა ვადის გაზრდა 31 მარტამდე.
სამუშაოების წარმოების პერიოდში აღნიშნულ საავტომობილო გზაზე სავალი ნაწილი დროებით ჯერ ერთ, შემდეგ კი მეორე სამოძრაო მხარეს შევიწროვდება.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.