შვლები ფშავ-ხევსურეთში

ფოტოსესია ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში: შვლები პოზირებენ

361
შვლების ოდნავ გაკვირვებული მზერა და მზადყოფნა - კამერამ მოასწრო ამ უსაყვარლესი ცხოველების აღბეჭდვა

თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. შვლების ფოტო, რომლებიც ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში სეირნობენ, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებგვერდზე გამოჩნდა.

„ულამაზესი შვლები ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში ტყის ჰარმონიული ხმებით ტკბებიან“, - მიწერილია ფოტოზე.

პარკი მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კავკასიონის ქედის ჩრდილო და სამხრეთ კალთებზე. მისი საერთო ფართობია 75,8 ათასი ჰექტარი.

ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები შეიქმნა 2014 წელს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ეროვნული მნიშვნელობის და უზარმაზარი ბუნებისდაცვითი და ესთეტიკური ღირებულების მქონე ბუნებრივი ტერიტორიების საცხოვრებელი გარემოს დაცვისა და შენარჩუნების მიზნით.

ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი მოიცავს მდინარეების: ასას, არღუნის, ანდაქისწყლის და ფშავის არაგვის ხეობებს. ეროვნული პარკი გამორჩეულია მთისთვის დამახასიათებელი საინტერესო ლანდშაფტებით და ბუნებრივი წარმონაქმნებით (როშკის ლოდები, ტანიეს ტბა)  და შუა საუკუნეების დროინდელი კულტურული მემკვიდრეობით: შატილი, მუცო, არდოტი, ხახაბო და სხვ.

361
კომპიუტერთან

ვირტუალური ხელოვნება: საქართველოში იწყება ახალი პროექტი „პირველი არხი სცენა“

11
(განახლებულია 12:39 26.02.2021)
პროექტი გააერთიანებს ყველა საინტერესო მოვლენასა და ადამიანს კინოს, თეატრის, მუსიკის, სახვითი ხელოვნების, ქორეოგრაფიისა და ხელოვნების სხვა სფეროებიდან

თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი იწყებს ახალ პროექტს „პირველი არხი – სცენა“, რომელიც ერთ ციფრულ პლატფორმაზე ხელოვნების სხვადასხვა სფეროს გააერთიანებს.

როგორც პირველი არხის განცხადებაშია აღნიშნული, პანდემიის გამო ხელოვნების  სფეროს თვითგამოხატვის ხელმისაწვდომი ფორმებით სარგებლობის შესაძლებლობა აღარ აქვს, ამიტომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მათ ახალ ონლაინ–ალტერნატივას სთავაზობს.

პირველი არხი – სცენა“ – ესაა ვირტუალური სივრცე, რომელიც ნებისმიერ მსურველს აძლევს საშუალებას, მოისმინოს კონცერტი ქართველი შემსრულებლების შესრულებით, ნახოს ქართული ფილმები, თეატრალური დადგმები, ცნობილი ქართველი ფოტოგრაფების გამოფენები და ნამუშევრები. გარდა ამისა, პორტალზე იქნება სხვადასხვა კონცერტის პირდაპირ ტრანსლაციაზე დასწრების შესაძლებლობა ვირტუალური ბილეთის საშუალებით, ასევე დაინტერესებულ პირებს აქვთ თანხის გადარიცხვის შესაძლებლობა, რათა დაეხმარონ ხელოვნების სფეროების წარმომადგენლებს.

ორგანიზატორებმა უკვე დააანონსეს პროექტის პირველი ცოცხალი კონცერტი, ესაა „ჯაზის საღამო“, რომელიც 28 თებერვალს გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ JANNGO, ნინი ნუცუბიძე, ანა დოი, ბექა გოჩიაშვილი, ლევან დეისაძე და ზაზა ცერცვაძე.

11
თემები:
საქართველო და კულტურა
აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

ოპოზიცია საპროტესტო აქციისთვის ემზადება

15
(განახლებულია 12:38 26.02.2021)
ხელისუფლებამ უსაფრთხოების ზომები უკვე მიიღო. კანცელარიისა და პარლამენტის ეზოებში პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დაიწყეს მზადება მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის ლოზუნგით „თავისუფლებისთვის“ – დაიძრნენ კოლონები რეგიონებიდან, პარლამენტის შენობასთან სცენა მონტაჟდება.

აქციის მონაწილეები ფილარმონიიდან პარლამენტის შენობისკენ მსვლელობით გაემართებიან, შემდეგ პარლამენტთან ძირითადი მიტინგი გაიმართება, ხოლო შემდეგ აქციის მონაწილეები სახელმწიფო კანცელარიასთან გადაინაცვლებენ და პროტესტს იქ დაასრულებენ.

აქციაზე რეგიონების წარმომადგენლებს ელოდებიან. ავტომობილების კოლონების ნაწილი უკვე გამოემართა თბილისისკენ, ხოლო ნაწილი წამოსასვლელად ემზადება. აქციისთვის ემზადებიან ასევე თბილისის ცენტრის სხვადასხვა ნაწილში და შემდეგ ძირითად მსვლელობას შეუიერთდებიან.

ამავდროულად, სახელმწიფომ უკვე მიიღო უსაფრთხოების ზომები. კანცელარიისა და პარლამენტის ეზოებში მობილიზებული არიან სამართალდამცველები. პოლიციელები ასევე დაიცავენ წესრიგს აქციის ჩატარების ადგილზე.

პროტესტის მიზეზი 23 თებერვალს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაკავებაა. აქციაზე ისინი მოითხოვენ მელიასა და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.

მელიამ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე, რომელიც მას თბილისში არეულობების საქმეზე შეუფარდეს, რადგან ეს უკანონობად მიაჩნია. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აპტიმრობა შეუფარდა.

ოპოზიციონერი ლიდერი სასამართლოს გადაწყვეტილებიდან მეექვს დღეს დააკავეს, რამაც დიდი საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია. აქციის წინ გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ მელიას გაათავისუფლებს, თუ ის გირაოს თანხას გადაიხდის. მელია კი გირაოს გადახდას არა პირებს.

15
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება