ქართული დროშა

დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა

72
(განახლებულია 14:54 14.01.2021)
თარიღთან დაკავშირებით ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოუწოდებს ქვეყნის მოქალაქეებს, გამოფინონ საქართველოს დროშები საკუთარ საცხოვრებლებზე.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. დღეს საქართველოში ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ატრიბუტის – სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. 

ქვეყანაში ეს თარიღი პირველად 2012 წელს აღინიშნა 2004 წლის 14 იანვარს დამტკიცებული კანონის საფუძველზე, რომლის თანახმადაც ხუთჯვრიანი დროშა საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოდ გამოცხადდა.

„საქართველოს სახელმწიფოს დღევანდელ მოქმედ დროშას ძალიან დიდი ისტორია აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ევროპაში ერთ-ერთი უძველესი დროშა გახლავთ... ამ დროშაზე თავისი სემანტიკით, მნიშვნელობით გამოსახულია მაცხოვარი და ოთხი აპოსტილი, რომელიც ქვეყნიერებას ამცნობს მის მოვლინებას დედამიწაზე. ეს არის მისი ჰერალდიკური, მეცნიერული განმარტება“, – განაცხადა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა გონგაძემ.

მისი თქმით, დროშაზე მუშაობა ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის დროს დაიწყო სახელმწიფო კომისიამ. 1999 წელს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომელიც ისტორიული სიმბოლოების, მათ შორის ხუთჯვრიანი დროშის აღდგენას ითვალისწინებდა. საბოლოო სახე დროშამ 2004 წელს მიიღო, ხოლო 2017 წელს ის განმტკიცდა კონსტიტუციის მიხედვით. 

გამომდინარე პანდემიური შეზღუდვებიდან, წელს სახელმწიფო დროშის დღე მასშტაბური ღონისძიებების გარეშე აღინიშნება და მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ თბილისის საკრებულოს ისტორიული აივნებიდან 12:00 საათზე სახელმწიფო დროშები გადმოიფინება. 

ამასთან, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოუწოდებს მოქალაქეებს, 14 იანვარს მათაც გამოფინონ ქართული დროშა თავიანთ სახლებზე.

 

72
 „Lider TV-ის“ ჟურნალისტის გურამ არუთინაშვილის სკანდალური განცხადება

„ოჯახი განზრახ დავუნგრიე...“ - გურამ არუთინაშვილის სკანდალური განცხადება - ვიდეო

6
(განახლებულია 12:34 27.01.2021)
„Lider TV-ის“ ჟურნალისტის გურამ არუთინაშვილის ვიდეო, სადაც ის გადაცემა „სიცრუის დეტექტორში“ იმყოფებოდა, სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, დაუგრევია თუ არა სხვისი ოჯახი განზრახ, ჟურნალისტმა დადებითად უპასუხა, რამაც მისი მეგობრებიც და წამყვანიც გააოცა.

როგორც გურამმა აღნიშნა, მის მეგობარ კაცს, რომელსაც მრავალწლიანი ოჯახი ჰქონდა, მეუღლე ორი წლის განმავლობაში ღალატობდა და უნდოდა, რომ ეს ქმარს ცოდნოდა.

ჟურნალისტმა აღიშნა, რომ იმის შემდეგ, რაც მან მეგობარს ცოლის ღალატის შესახებ უთხრა, ოჯახი დაინგრა.

6
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები
კახა კალაძე

კალაძე: კორუფციაში ჩართვას არავის  „გავუტარებთ"

23
(განახლებულია 14:27 27.01.2021)
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე ლადო გოგსაძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია კორუფციაში ჩართულობა და ყველას, ვინც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს რამე სახის გადაცდომას ეცდება, პასუხის კანონის მთელი სიმკაცრით მოეთხოვება, ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილის დაკავების ფაქტს.

 „უდანაშაულობის პრეზუფციას ვერ დავარღვევ. დაველოდოთ გამოძიებას. თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა ყველა გავაფრთხილო, რომ სამსახურებში მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ თანამშრომლებთან. მსგავს მიდგომას არავის  არ „გავუტარებთ“, – განაცხადა კალაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე  ლადო გოგსაძე მოსალართლის განჩინების საფუძველზე  25 იანვარს დააკავეს. 

გამოძიების მიხედვით, ჩუღურეთის რაიონის ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოების ჩასატარებლად გასული წლის აპრილში 126 ათასლარიანი ტენდერი გამოცხადდა, რომელშიც მონაწილეობის სურვილიც ორმა კომპანიამ გამოთქვა. გამგებლის მოადგილემ, როგორც სატენდერო კომისიის პასუხისმგებელმა პირმა, დაიბარა ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელი და მოსთხოვა საბუთები უკან გაეტანა, რადგან ტენდერი მისთვის სასურველ კომპანიას უნდა მოეგო, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემების შექმნით დაემუქრა. სამომავლოდ კი სხვა ტენდერების პირობების მასზე მორგება შესთავაზა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ კომპანიამ მაინც მიიღო მონაწილეობა ტენდერში და მოიგო ის, რადგან ყველაზე დაბალი ფასი შესთავაზა. ამ ფაქტით უკმაყოფილო ჩინოვნიკმა კომპანიისთვის პრობლემების შექმნა დაიწყო და მის მიერ შესრულებული სამუშაოების დროულად ჩაბარებაში ხელს უშლიდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ საბოლოოდ კომპანიას პრობლემები შეექმნა და მასთან კონტრაქტი გაწყვიტეს, ხოლო კორპუსის მცხოვრებლები ავარიულ შენობაში ცხოვრებას აგრძელებდნენ.

23
თემები:
თბილისის მერია