თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს სავარაუდოდ ორშაბათს დაამტკიცებს მესამე მოსმენით.
პროექტს ჯერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ, შემდეგ კი სასესიო სხდომაზე უყრიან კენჭს.
აღსანიშნავია, რომ ამნისტიის აქტი 80-მდე მუხლს შეეხება და 1 500-მდე მსჯავრდებულზე გავრცელდება.
კანონპროექტის მიხედვით, ამნისტია შეეხება იმ პირებს, რომლებმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს. პროცედურების თანახმად, ყველა პირის საქმეს, ვისაც ამნისტია შეეხება, სასამართლო გადახედავს და ისინი მხოლოდ ამის შემდეგ გათავისუფლდებიან.
„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი: შეღავათი ქალ მსჯავრდებულებს და სტუდენტებსაც შეეხება>>
როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, კანონპროექტში შესულია „არსებითი სიახლე“, რომლის თანახმადაც ზოგი კატეგორიის დანაშაულის შემთხვევაში სასჯელი შემცირდება.
„მუხლთა ზოგ ნაწილში საუბარია საკმაოდ ხშირად ჩადენილი დანაშაულების ამნისტირებაზე. მაგალითად, როგორებიცაა ნარკოდანაშაული, ეკონომიკური და საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები. არსებითი სიახლე არის ის, რომ ზოგი კატეგორიის დანაშაულის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება სასჯელის განახევრება და მეოთხედით შემცირება“, — აღნიშნა სარჯველაძემ.
„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის პირველი კენჭისყრა 30 დეკემბერს გაიმართა, მეორე კი 5 იანვარს. დეპუტატებმა ორივეჯერ ერთხმად დაუჭირეს მხარი დოკუმენტს.
ცნობილი მოდელი და ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი მალე წავკისში, ულამაზეს სახლში იცხოვრებს. გადაცემა „იმედის დღეს“ მანიკამ მეუღლესთან და შვილთან ერთად სწორედ ახალ სახლში უმასპინძლა, თუმცა, როგორც აღნიშნა, წავკისში ჯერ ბოლომდე არ გადასულა და ჯერჯერობით მხოლოდ ახალ წელს შეხვდა აქ მეუღლის ოჯახთან ერთად.
მანიკას თქმით, სახლში სწორედ ბექას დიდ ოჯახთან ერთად იცხოვრებს. მანიკას მეუღლე ბექა წივწივაძე კალათბურთელია. მანიკა 17 წლის იყო, როდესაც მომავალი ქმარი გაიცნო და მალე დაოჯახდნენ. 19 წლის დაფეხმძიმდა და ვაჟი – გიორგი გააჩინა.
View this post on Instagram
მოდელის სავიზიტო ბარათი გამორჩეული გარეგნობაა. წითური თმა, ულამაზესი ღიმილი, თვალ-წარბი, სიმაღლე – მანიკა ასათიანის გარეგნობაში ყველაფერია, რაც თქვენს ყურადღებას მიიპყრობს. გარდა ამისა, მისი მეგობრული ოჯახი ბევრისთვის მისაბაძია.
თბილისი, 15 იანვარი - Sputnik. თბილისში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 42 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს. იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა თბილისის ზღვის მიმდებარედ არსებულ ერთ-ერთ საცხოვრებელ ვაგონში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 38 წლის მამაკაცს ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ცივი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს, ხოლო ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.