თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. ამოქმედდა შესწორებები საქართველოს შრომის კოდექსში, რომელიც შრომის ინსპექციის უფლებების გაფართოებას ითვალისწინებს.
ამიერიდან შრომის ინსპექცია აღარ დაელოდება საწარმოს შემოწმების ნებართვას – მან უფლება მიიღო, ეს ნებისმიერ მომენტში გააკეთოს.
გაფართოვდა ასევე შრომის ინსპექციის მანდატიც. თუ აქამდე ის მხოლოდ სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების წესების დაცვას ამოწმებდა, ახლა მის კომპეტენციაში შრომის სხვა პირობების დაცვაც შედის.
ინსპექცია განიხილავს სამუშაო გრაფიკის დაცვას, დისკრიმინაციას სამუშაო ადგილზე, ასევე დასაქმებულების უფლებების დაცვის საკითხებს.
გარდა ამისა, ინსპექციას დამსაქმებლების დაჯარიმების უფლებაც აქვს, თუ ის შრომის კოდექსს დაარღვევს.
ჯარიმის ოდენობა მინიმუმ 200 ლარია და ის კომპანიის შემოსავლებზე და დარღვევის სახეობაზე იქნება დამოკიდებული.
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით თბილისში ოთხშაბათს, 20 იანვარს ღრუბლიან და ცივ ამინდს პროგნოზირებენ.
მზე 08:23 საათზე ამოვა და 18:00 საათზე ჩავა.
დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა პლუს 2 გრადუსი, ღამით კი მინუს 1 გრადუსი იქნება. ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.
მზე თბილისში 18:00 საათზე ჩავა.
თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 110-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 247.915 მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 234.636 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.643), გარდაიცვალა – 2.958 (ბოლო 24 საათში – 25), კარანტინის რეჟიმშია 460, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.670 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 634 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 4.964 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 2.930, PCR ტესტით – 2.034.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.