ადამიანები პირბადეებით

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

110
(განახლებულია 19:21 05.01.2021)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.316-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 232.079-ს მიაღწია.

თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 2.316 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 961 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. განაცხადა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი სამეგრელო–ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონებია. 

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 420, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 201, აჭარა – 125, კახეთი – 185, გურია – 40, ქვემო ქართლი – 142, შიდა ქართლი – 154, მცხეთა-მთიანეთი – 57, სამცხე-ჯავახეთი – 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 15.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 382 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 222.787-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 18 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2.646-ს მიაღწია.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14.511 კვლევა ტესტით, მათ შორის 9.300 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5.211 PCR–ტესტით.

ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 6.620 აქტიური შემთხვევაა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.316-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 232.079-ს მიაღწია.

COVID-19: რა ვითარებაა სამეგრელო–ზემო სვანეთში>>

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

110
 ქეთი ჟღენტი

„მინუს 18 გრადუსში...“ - ქეთი ჟღენტი მილიონერ ქმართან ერთად ვიდეოს აქვეყნებს

6
(განახლებულია 12:42 19.01.2021)
მოდელმა ქეთი ჟღენტმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა. ნახეთ სად მოგზაურობს წყვილი და რა ხდება მათ თავს

მოდელი ქეთი ჟღენტი მეუღლესთან ერთად მოსკოვში იმყოფება. მოდელმა „ინსტაგრამზე“ ვიდეო გაოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ ცივა ქალაქის ქუჩებში, სადაც ის თოშა ქებურიასთან ერთად სეირნობს.

მი­ლი­ო­ნერ თოშა ქე­ბუ­რი­ა­სა და მო­დელ ქეთი ჟღენ­ტს გასული წლის სექტემბერში მე­ო­რე შვი­ლი შეეძინათ. პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნა გა­გუ­ას კლი­ნი­კა­ში და­ი­ბა­და და მშობ­ლებ­მა მას ბა­ბუ­ის, ბიზ­ნეს­მენ ბუბა ქე­ბუ­რი­ას სა­ხე­ლი და­არ­ქვეს. თო­შას და ქე­თის მანამდე, 2018 წელს ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნათ, რო­მელ­საც კა­ტე­რი­ნა და­არ­ქვეს. გო­გო­ნა დე­დის ას­ლია. ქე­ბუ­რი­ამ უმ­შვე­ნი­ე­რეს მო­დელს ხელი ორი წლის წინ კან­ის სა­ნა­პი­რო­ზე სთხო­ვა და ისინი მალე და­ქორ­წინ­დნენ კი­დეც.

„თო­შამ ჩემს მშობ­ლებ­თან ითხო­ვა, რომ დავ­ნიშ­ნუ­ლი­ყა­ვით და სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ დავ­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით. ამის შემ­დეგ გა­ვემ­გზავ­რეთ კან­ში, თო­შას მშობ­ლე­ბის გა­საც­ნო­ბად. მაგ­რამ მოხ­და ისე, რომ 18 აგ­ვის­ტოს ლაჟ­ვარ­დო­ვან სა­ნა­პი­რო­ზე მთხო­ვა ხელი, ეს იყო საყ­ვა­რე­ლი სურპრი­ზი, თო­შამ მთხო­ვა ცაში ამე­ხე­და, სა­დაც თვითმფრი­ნა­ვი მოფ­რი­ნავ­და სი­ტყვე­ბით Katie, marry me, გვერ­დით კი ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი იმა­ლე­ბოდ­ნენ, რომ­ლე­ბიც ჩემი თან­ხმო­ბის შემ­დეგ გა­მოც­ვივ­დნენ და ჩვენ­თან ერ­თად გა­ი­ზი­ა­რეს ჩვე­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბა“, – იხ­სე­ნებს ქეთი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ცო­ლო­ბა­ზე თან­ხმო­ბის შემ­დეგ წყვილ­მა პა­რიზ­ში სა­ქორ­წი­ნო ბეჭ­დე­ბი შე­ი­ძი­ნა და ქორ­წი­ლი ორ­ჯერ გა­და­ი­ხა­და. წყვი­ლი სა­კუ­თარ ქორ­წილ­ში ვერ­ტმფრე­ნით მი­ვი­და. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქორ­წი­ნო ტორ­ტს, ასე­თი გრან­დი­ო­ზუ­ლი ტორ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში აქამ­დე არ დამ­ზა­დე­ბუ­ლა. მისი წონა 400 კგ-ს შე­ად­გენ­და, სი­მაღ­ლე – 5 მეტრს. სა­ქორ­წი­ნო ტორ­ტის დამზადებაზე კი 12 დი­ზა­ი­ნე­რი მუ­შა­ობ­და.

6
თემები:
სელებრითების ცხოვრება
ოპოზიცია

ვენეციის კომისია პარტიების დაფინანსება/რეგისტრაციის შესახებ კანონპროექტებს განიხილავს

9
(განახლებულია 17:21 19.01.2021)
საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში  კანონპროექტების მეორე მოსმენით განხილვა მას შემდეგ გაიმართება, რაც  ეუთო/ოდირის ან ვენეციის კომისიის  პოზიცია გახდება ცნობილი.

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ვენეციის კომისიას პარტიების დაფინანსებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის შეფასების თხოვნით მიმართა, ამის შესახებ ინფორმაციას კომისია სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს. 

მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატილი საქართველო" ვენეციის კომისიას ის ორი სადავო კანონპროექტი  გადაუგზავნა, რომლებიც პარტიების დაფინანსების წესს და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ეხება (საარჩევნო კოდექსის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანული კანონისა და პარლამენტის რეგლამენტის შესწორებების პროექტი; საარჩევნო კოდექსის 791-ე მუხლის პროექტი (პარტიის რეგისტრაციის გაუქმება).

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტმა პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები გასული წლის დეკემბერში პირველი მოსმენით, 83 ხმით მიიღო. თუმცა, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს  ინიციატივით, კანონპროექტის შემდგომი განხილვა, ეუთო/ოდირის ან ვენეციის კომისიის დასკვნამდე შეჩერდა.

ძირითადი ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შედის. მმართველი გუნდის კანონპროექტის მიხედვით, პარტია სახელმწიფო დაფინანსებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ მისი დეპუტატების მინიმუმ ნახევარი უარს არ იტყვის მანდატებზე. 

პარტია ასევე ვერ შეძლებს წლიური დაფინანსების მიღებას, თუ მისი დეპუტატების ნახევარი პარლამენტის წინა სესიის ყველა სხდომას არასაპატიო მიზეზით გააცდენს. გარდა ამისა, დაფინანსების გარეშე დარჩება ბლოკში შესული პარტია, თუ მისი დეპუტატების ნახევარი პარლამენტში არ შევა, ან თუ პარლამენტში შესული პირები წინა ექვსი თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით გააცდენენ პარლამენტის სხდომებს. ამასთან ერთად, პარტიები, რომლებსაც დაფინანსება შეუწყდებათ, ვერ შეძლებენ ახალი საარჩევნო კამპანიის პერიოდში უფასო საეთერო დროით სარგებლობას.

კიდევ ერთი ინიციატივის მიხედვით, საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს. როგორც კობახიძემ აღნიშნა,  ინიცირებული კანონპროექტი „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ არსებული ხარვეზის გასწორებას და კონსტიტუციური მოთხოვნის სათანადო აღსრულებას ისახავს მიზნად.

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. არჩევნების შედეგებით „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება შეინარჩუნა. ამით უკმაყოფილო ოპოზიციური პარტიების უმეტესობა ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. პარლამენტში გასული რვიდან ექვსი ოპოზიციური პარტია უარს აცხადებს სადეპუტატო მანდატებზე.

საქართველოს პარლამენტმა პარტიების დაფინანსების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო>>>

საქართველოს პარლამენტმა თითქმის ერთი თვის მანძილზე ერთპარტიულ რეჟიმში იმუშავა, თუმცა იანვრის დასაწყისში ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის წევრებმა პარლამენტში შესვლის მზადყოფნა გამოთქვეს. დეპუტატებმა ავთანდილ ენუქიძემ, ფრიდონ ინჯიამ, გელა მიქაძემ და დავით ზილფიმიანმა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარტია დატოვეს და შექმნეს ახალი პოლიტიკური ძალა სახელწოდებით „ევროპული სოციალისტები“.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, რომლებმაც არჩევნებში ბარიერის გადალახვა შეძლეს, ისინი კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან. ამ ხნის მანძილზე დასავლელი დიპლომატები ოთხი რაუნდის განმავლობაში ცდილობდნენ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შესვლაზე, ხელისუფლება კი – გარკვეულ დათმობებზე წასვლაზე დაეთანხმებინათ, თუმცა – უშედეგოდ.

9
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება