თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობა 2021 წელს 37 ათასი ჯარისკაცით განისაზღვრა, შესაბამის დადგენილების პროექტს საქართველოს პარლამენტმა დაუჭირა მხარი.
აღსანიშნავია, რომ ეს შეზღუდვა მოქმედებას შეწყვეტს საომარი მდგომარეობის შემთხვევაში. აგრეთვე ის არ ვრცელდება თავდაცვის ძალების სარეზერვო სამსახურში გასაწვევი პირების რაოდენობასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არსებულ დროებით შტატებზე.
„ეს არის ის ოპტიმალური რაოდენობა, რომელიც იძლევა თავდაცვის სამინისტროს წინაშე დასახული ამოცანების შესრულების შესაძლებლობას“, განაცხადა პარლამენტის სხდომაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძემ.
საქართველოს თავდაცვის ძალების შემადგენლობა 2008 წელს 5 000 ჯარისკაცით გაიზარდა და მას შემდეგ არ შეცვლილა. დადგენილებას ქვეყნის თავდაცვის ძალების რაოდენობის შესახებ პარლამენტი ყოველწლიურად ამტკიცებს.
დღეისათვის საქაღთველოში სამხედრო სამსახური ოთხ კატეგორიად იყოფა. ესენია: სავალდებულო, საკონტრაქტო, საკადრო და სარეზერვო სამსახურები. სავალდებულო სამხედრო სამსახურში 12 თვით იწვევენ 18–დან 27 წლამდე ახალგაზრდებს.
თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. მტკნარი წყლის აკვაკულტურის ეროვნული სტრატეგიის განვითარების შემუშავებაში საქართველოს ევროკავშირის ექსპერტები დაეხმარებიან, რომლებიც თბილისში 2021 წლის გაზაფხულზე ჩამოვლენ, იუწყება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა.
ოთხი საერთაშორისო და ქართველი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი საქართველოს აკვაკულტურის კვლევას ჩაატარებს და ჩატარებული სამუშაოების შესახებ ანგარიშს ზაფხულისთვის წარმოადგენს.
ევროპელ ექსპერტებთან პირველი ონლაინ–შეხვედრა „ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი განვითარებისათვის“ პროექტის ფარგლებში (VCA4D) უკვე ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა ჯორჯ დეუმ და ევროკომისიის წარმომადგენელმა მეთიუ ბრუკმა.
შეხვედრის დროს მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ცოდნა ღირებულებათა ჯაჭვის შესახებ, იმსჯელეს კვლევის ფარგლებში მოსალოდნელ გამოწვევებზე და მხარეთა თანამშრომლობისათვის საჭირო პლატფორმა შექმნეს.
აღინიშნა, რომ საქართველოსთვის, რომელიც თევზის იმპორტიორი ქვეყანაა, აკვაკულტურის განვითარებას დადებითი შედეგი ექნება. მეტიც, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) აკვაკულტურის პროდუქტების ექსპორტის ახალ შესაძლებლობებს უზრუნველყოფს.
პროექტი VCA4D დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას ახორციელებს Agrinatura - ევროპის უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო ცენტრების ჯგუფი, რომელიც სპეციალიზებულია სასოფლო-სამეურნეო კვლევებში და ევროპის მასშტაბით 35-ზე მეტი წევრი ჰყავს.
„როგორც კი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოგვცემს შესაძლებლობას და მაჩვენებელი ჩამოსცილდება 4%-ს ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სწრაფად ავამოქმედოთ ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი სფერო. კარგად გვესმის, რას ნიშნავს სკოლის მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის ხანგრძლივი პერიოდით სახლში ყოფნა და ის, რომ მათ არ აქვთ შესაძლებლობა ფიზიკურად იყვნენ სასწავლო კლასებში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.გახარია: კარგად გვესმის, რას ნიშნავს მოსწავლეებისთვის ხანგრძლივი პერიოდით სახლში ყოფნა
პრემიერმა აღნიშნა, რომ სასწავლო პროცესის სწრაფად აღდგენა ქვეყნისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სასწავლო დაწესებულებები ამოქმედდეს.