კორონავირუსი საქართველოში

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

155
(განახლებულია 12:09 02.01.2021)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 342-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა  228.752-ს მიაღწია

თბილისი,  2 იანვარი – Sputnik.  საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 342 შემთხვევიდან ყველაზე მეტი –  183 შემთხვევა, თბილისში დაფიქსირდა, იუწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 42, აჭარა  – 20.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2.981  პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 217 973-მდე.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 44 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ  2.572 -ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 8.181 აქტიური შემთხვევაა. კლინიკებში მოთავსებულია 4.320 პაციენტი. აქედან: თბილისის საავადმყოფოებში – 2.085, აჭარაში – 369, იმერეთში – 800.

912  პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 300 პაციენტი - თბილისში – 180, აჭარაში – 24, იმერეთში – 42. კოვიდ-სასტუმრებში გადაყვანილია 857 ადამიანი, აქედან 241 – თბილისში, 457 – აჭარაში, 53 – იმერეთში. 3.004 პირი მკურნალობს ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეში იმყოფება 381 ადამიანი. აქედან თბილისში – 140, აჭარაში – 56, ხოლო იმერეთში – 68. თვითიზოლაციაშია 30.876 ადამიანი: თბილისში – 18.652 პირი, აჭარაში – 2.338, იმერეთში – 3.173.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 342-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა  228.752-ს მიაღწია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

 

 

 

155
მრიცხველი

მოქალაქეებს ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირებაზე უარის თქმა 31 იანვრამდე შეუძლიათ

20
(განახლებულია 15:52 22.01.2021)
2021 წლიდან ელექტროენერგიაზე ტარიფის გაზრდის გამო, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ძველ ტარიფსა და მოქმედ ტარიფს შორის სხვაობა დაფაროს.

თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. მოქალაქეებს, რომლებსაც ეხებათ ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული სუბსიდირება, თუმცა სურთ, არ ისარგებლონ შეღავათებით, უარის დაფიქსირება შეუძლიათ სპეციალურ ელექტრონულ პლატფორმაზე, იუწყება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია (სემეკი). 

საქართველოში 2021 წლის 1 იანვრიდან ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 3.5 თეთრით (დღგ-ის ჩათვლით) გაიზარდა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის განმავლობაში სახელმწიფო საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის (ძველ და მოქმედ ტარიფს შორის) სუბსიდირებას მოახდენს. გაზრდილი ტარიფი სრულად დაიფარება ელექტროენერგიის თვეში 300 კვტ/სთ-მდე მომხმარებლებისთვის.

პლატფორმაზე საკუთარი გადაწყვეტილების დაფიქსირება შეუძლია როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირს. კომუნალურ სუბსიდირებაზე უარის თქმის ბოლო ვადა 31 იანვარია.

„პლატფორმაზე რამდენიმე ველის შევსების შემდეგ, ინფორმაცია შემდგომი რეაგირებისათვის იგზავნება ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიაში. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული სუბსიდირება 2021 წლის განმავლობაში იმოქმედებს, მოქალაქეებს შეუძლიათ შეღავათზე უარი დააფიქსირონ როგორც თითოეულ თვეზე, ისე ერთიანად - 2021 წლის იანვრიდან 2021 წლის დეკემბრის ჩათვლით“, - ნათქვამია განცხადებაში. 

როგორც მარეგულირებელ კომისიაში განმარტავენ, კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმის პლატფორმის შექმნის საფუძველს წარმოადგენს იმ მოქალაქეთა გარკვეული ნაწილის მოთხოვნა, რომლებსაც ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოხმარების მოცულობებიდან გამომდინარე სუბსიდირება შეეხოთ.

საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაიხურა სავაჭრო, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, გაჩერდა ტრანსპორტი და სხვ., ამიტომ მოსალოდნელია უმუშევართა რაოდენობის ზრდა. კონკრეტულად რამდენი ადამიანი დარჩა უმუშევარი, ჯერჯერობით უცნობია. პრობლემა შეეხო დასაქმებულებსაც და თვითდასაქმებულებსაც. სახელმწიფო მათ და მთლიანად მოსახლეობას დახმარებას შეჰპირდა უმუშევრობისა და პროდუქტებზე ფასების ტოტალური მომატების პირობებში.

 

20
საქართველოს სახალხო არტისტი, მომღერალი თემურ წიკლაური

17-ის ვარ და ამ ციფრებს გინდა შეუცვალე ადგილი, გინდა არა!

395
(განახლებულია 15:14 22.01.2021)
დღეს ყველასთვის საყვარელი მომღერლის, თემურ წიკლაურის დაბადების დღეა, ეს ინტერვიუ მისგან, 2017 წელს, სწორედ ამ დღეს ჩავწერეთ. ამჟამად მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი მოგვარდება და ბატონი თემური მალე გამოჯანმრთელდება.

ამ გულწრფელ, ბუნებრივ დიალოგს თითქმის შეუცვლელად გთავაზობთ.

ამის უფლება მის მიმართ განსაკუთრებულმა დამოკიდებულებამ  და პირადად მან მომცა. ასე რომ, იმედია, ჩვენი საუბრის გარკვეულად  თავისუფალ მანერას ყვითელი პრესისთვის ჩვეულ ფამილარობაში არ ჩამითვლით. 

-გამარჯობა, ძალიან კარგ ადამიანს და არაჩვეულებრივ მომღერალს ვულოცავ დაბადების დღეს!

— მადლობა, ბალღო, გაიხარე!

-ერთადერთი ადამიანი ხართ, ვინც დღემდე ბალღს მეძახის…

— ბალღი ხარ, აბა, ვინ ხარ? საერთოდ კი მინდა გითხრა, რომ ამ ქვეყნად რასაც დაირქმევ, ის ხარ!

-აი, თქვენ რას ირქმევთ?

— მეც ბავშვი ვარ!… მართლა გეუბნები.

-ასაკს არ გეკითხებით…

— მკითხე რა, 17-ის ვარ და ამ ციფრებს გინდა შეუცვალე ადგილი, გინდა არა!..

-როგორ მოახერხეთ, რომ ამ ასაკში ბავშვი დარჩით?

— როგორ და… გონით და გულით! მე რომ ვამბობ და ვმღერი: „გული არა ბერდება“ —თქო- მართლაც ასეა! ცხოვრებაში ძალიან უნდა გინდოდეს, რომ თავისუფლად და გემრიელად იყო, ისე როგორც ბავშვია.

-და გარემოებებმაც ხომ უნდა შეგიწყონ ხელი, არა?

— გარემოებები აბსოლუტურად არ მაინტერსებს!… ზოგიერთ ტელევიზიაში არ მიწვევენ ხოლმე და მე მათ გამო ვერ შევიცვლები. მე მესმის, რომ ახალი თაობა მოვიდა, რომელმაც სიმღერის ახალი კულტურა შემოიტანა, მაგრამ მე არ შევიცვლები, რადგან ისე, როგორც მე ვმღერი, ვთვლი, რომ ჩემს ქვეყანას და ხალხს ესეც სჭირდება! მე მიყვარს მაგალითად სიმღერა სამშობლოზე, სიყვარულზე, კაცობაზე, რწმენაზე, მეგობრობაზე… განსხავავებული წარმოდგენები გვაქვს!..

-ჩემნაირებიც ხომ არიან და მე ხომ მესაუბრებით ამ თემებზე?

— შენ ერთი ცალი ხარ რაა…

-ანუ, „შტუჩნი“ ვარ?

— ვააა, შტუჩნი? როგორ გამაცინე, შენ დახლს ქვეშ გადანახული ხარ!

-ახლა მთლად ნაფტალინში ნუ ჩამდეთ!…

— არა კაცო, პირიქით ვახსენე: ყოველთვის ახალი ხარ და თან კარგი ადამიანი.

- იმდენს მაქებთ, ჩემი დაბადების დღე მგონია!

— იცი, რომ მე ახალ წელს არ ვიხდი ხოლმე? იმიტომ, რომ ვთვლი, ახალი წელია ყოველთვის და მაშინ, როცა მიხარია!

-და როდის გიხარიათ ხოლმე? 

— მე მიხარია როცა აღდგომაა, ქრისტეშობაა. საქართველოში ახალ წელს როცა უნდათ, მაშინ იხდიან. ეგრე ვარ მეც!

-მაშინ დღეს ახალ წელსაც გილოცავთ! ერთი წელი ხომ მოგემატათ? ჰოდა, გილოცავთ ახალ წელს!

— ახალი წელია, აბა, რაა?! ისე, დაბადების დღის გადახდა ყოველთვის მრცხვენია ხოლმე, რა გავაკეთე ისეთი, რომ არიქა და შევძრა ქვეყანა და ეს დღე აღვნიშო?

-დღეს ისეთები აღნიშნავენ პომპეზურად როომ…

— მე სხვა რას აღნიშნავს, არ მაინტერესებს — სხვა.. სხვა „ფინთ“ რაღაცეებსაც აკეთებს — მეც გავაკეთო? 

- მარტო ერთს გეტყვით: ქართული ესტრადის და მუსიკალური ისტორიის ნაწილი ხართ… 

— მე ასე გეტყვით: ჩვენ რაც შეგვეძლო — ყველაფერი გავაკეთეთ, ახლა სხვებმა გააკეთონ, — ის ნამდვილად ვიცი, რომ ისე ვიცხოვრე, აუგი არავის ვათქმევინე და დღემდე ქართულ ხელოვნებას და ქართულ საქმეს ვემსახურები!  ახლა ჯერ უფალს არ უნდა, რომ ამ ეტაპზე ახალი პროექტი გავაკეთოთ, რადგან ჩემი აზრით, ღმერთი რაღაც ძალიან დიდისთვის გვამზადებს!  მარტო ჩემს თავს არა, „ივერიას“ ვგულისხმობ: ჯემალს, გიას, ვახოს, ნუგზარს… ამ ახლის საკეთებლად ყველანი მზად ვართ!..

-ბატონო თემურ, თქვენ „ფეისბუკზე“ ხართ?  ერთი- ორი თემურ წიკლაური მგონი, მე მყავს მეგობრებში და…

— არა, ისინი მე არ ვარ!..ვიღაცეებმა დადეს და ერთობიან. მე არ დამიდია! 

- აბა, ხალხმა როგორ უნდა გაარჩიოს ნამდვილი წიკლაური ფეიკისგან, ანუ არა ნამდვილისგან? 

— ცხვირით განასხვავებთ! ეგენი უცხვირ-პიროები არიან და მე ცხვირი მაინც მაქვს! თუ ცხვირი დაინახე, ე.ი. მე ვარ! მათგან არწივის ცხვირით გამომaრჩევ! 

-თემურ წიკლაურს რას უსურვებთ? 

— აი, გინდა გაგანდო ახლა რას აკეთებს თემურ წიკლაური?— ჩუმად გავიგე: კლასიკური მუსიკის კონცერტს ამზადებს… ფილიპის არიას შევთავაზებ „დონ კარლოსიდან“, მურმანისა და აბესალომის პარტიებს — „აბესალომ და ეთერიდან“,  „სულო ბოროტოს“ ვიმღერებ. ეს ურთულესი არიები უკვე გაკეთებული მაქვს, ამას გარდა სამი ნეაპოლიტანური და ორი რუსული სიმღერა მზად მაქვს. ამას აპრილ-მაისში ვაპირებ.  ბატონ ალეკო ხომერიკთან ერთად ვემზადებოდი. ეს ყველაფერ ოპერის თეატრში იქნება. აბა, მიკროფონში ხომ არ ვიმღერებ არიებს?.. რადგან გატყობთ კმაყოფილობას — იქნება მეორე განყოფილობაც.. ბოლოს კლასიკას საესტრადი სიმღერებსაც მივაყოლებ… მინდა, რომ ქართველი მაყურებლის წინაშე ღირსეულა წარვდგე.

- წარმატებას, გამარჯვებას და თქვენთვის ჩვეულ მხნეობას გისურვებთ, ცხოვრებაში: „გააჩერეთ დედამიწა ჩავდივარო“- არასოდეს გეთქვათ!…

 

395