გადაადგილების შეზღუდვა კვლავ ძალაშია

© Sputnik / STRINGER ადამიანები პირბადეებით
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეზღუდვა როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით გადაადგილებაზე გამონაკლისის სახით ახალი წლის ღამეს მოიხსნა. დღეს საღამოს ცხრა საათიდან ის კვლავ ძალაშია

თბილისი, 1 იანვარი - Sputnik. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დღეს 21:00-დან გადაადგილების შეზღუდვა კვლავ ამოქმედდა.

გამონაკლისის სახით, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, 31 დეკემბერი – 1 იანვრის ღამით შეზღუდვა მოხსნილი იყო როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით გადაადგილებაზე.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: შეზღუდვების შემსუბუქება შესაძლებელია განხილული იყოს 1 თებერვლიდან

ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს: სავალდებულოა პირბადეების ტარება, 21:00 საათის შემდეგ გარეთ გასვლა იკრძალება, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სპორტული დარბაზები, სკოლები, საბავშვო ბაღები და ა.შ. ამ დროისათვის, 2 იანვრის ჩათვლით, სავაჭრო ცენტრები, 24 დეკემბრიდან შეზღუდვების შემსუბუქების გამო, დილის 7 საათიდან 19:00 საათამდე ღიაა.

შეზღუდვები 1 თებერვლამდე იმოქმედებს, რის შემდეგაც საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, გაგრძელდეს თუ არა შეზღუდვების ვადა. 

შეზღუდვა კიდევ ერთხელ, მართლმადიდებლებისთვის ერთ–ერთ მნიშვნელოვან დღესასწაულზე – შობის ღამეს, 7 იანვარს მოიხსნება.

ყველა ახალი ამბავი
0