ჯერ სახლში და მერე ისევ სახლში, ანუ კორონავირუსს ახალი წლის მოპარვა ვერ მივართვით

© photo: Sputnikსაახალწლოდ მორთული თბილისი
საახალწლოდ მორთული თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
 მრავალი წელია კაცობრიობა ახალი წლის დღესასწაულს ზეიმობს, მაგრამ წელს ყველაზე ადვილად პროგნოზირებადი ახალი წლის ღამე გვექნება.

 „ჯერ სახლში და მერე – ვნახოთ“ – ამ ახალ წელს აშკარად აღარ იმუშავებს. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული შეზღუდვები 31 დეკემბრის ღამეს მოხსნილი იქნება, ვირუსი არსად გამქრალა.

სეზონი, რომელიც ადრე ერთად ყოფნის და შეკრებების დროდ ითვლებოდა, წელს ჩავარდა. უმეტესობა თვითიზოლაციაშია. მოსახლეობის ნაწილი საყვარელი ადამიანების გარდაცვალებას, ავადმყოფობას გლოვობს, სამსახურების დაკარგვას დარდობს და ვირუსის ახალი შტამების საფრთხეზე შიშობს. ყველაზე „ფერადი“ თვე, დეკემბერი კი საახალწლო დეკორაციებით მორთული ქალაქით, კოკა-კოლის მომღერალ ქარავნებთან ერთად ხვდება ახალ წელს.

პანდემიამ დედაქალაქში საახალწლო ღონისძიებების განრიგი ვერა, მაგრამ ფორმატი შეცვალა. იმისთვის, რომ „გრინჩ კორონას“ შობა-ახალი წელი არ მოეპარა, მთავრობამ მოსახლეობას ბევრი ის ალტერნატიული აქტივობა შესთავაზა, რაც კორონავირუსის ჟამიანობისას შესაძლებელი იყო. მაგალითად:

საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
როგორი იყო საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება 2020 წელს

ძველი ნაძვის ხე ახალ წელს და ოხ ეს კომენდანტის საათი...

თბილისი ახალ წელს ძველი, მაგრამ განახლებული საახალწლო ნაძვის ხით ხვდება. თუ გახსოვთ, შარშან იტალიიდან ჩამოტანილმა ნაძვის ხემ დიდი კრიტიკა გამოიწვია. მერიას როგორც ხის „სილამაზეს“, ასევე გადახდილ თანხებს უწუნებდნენ. წელს კი, მხოლოდ ტოტების გადაკეთება გახდა საჭირო იმისთვის, რომ ხეს ხალხის მოწონება დაემსახურებინა.

მოსახლეობა ცდილობს კომენდანტის საათის დაწყებამდე მოასწროს და პირბადეებით მოინახულოს ქვეყნის ყველაზე პოპულარული ნაძვის ხე, რომელიც 17 დეკემბერს მაყურებლის გარეშე აინთო. ანთებისას ხალხს არც 10-დან 1-მდე დაუთვლია საახალწლო ნაძვის ხის გარშემო და უფრო მეტიც, მარადმწვანე ხე ზოგისთვის დღესაც მხოლოდ ტელეეკრანებიდან არსებობს...

გოგონა საახალწლო დეკორაციასთან - Sputnik საქართველო
„გადატვირთვა" ახალი წლის წინ: როგორ დავტოვოთ პრობლემები წარსულში

ამასთან ერთად, შეზღუდვების საათებში საახალწლო ილუმინაციების გამორთვაზეც კი იყო საუბარი. თუ თქვენი ფანჯრებიდან არ ჩანს განათება, გეტყვით რომ თბილისის მერიის და მოქალაქეების საერთო გადაწყვეტილებით, ეს ამბავი იმით დამთავრდა, რომ 21:00 საათის შემდეგაც იბრჭყვიალებს ქალაქი. რომ დავფიქრდეთ, ვინ ნახულობს ღამის განათებებს მაშინ, როდესაც კომენდანტის საათი იწყება? ამ განათებებს ნახულობენ ის ადამიანები, ვინც ბრძოლის წინა ხაზზე სტრესულ გარემოში არიან. ეს არიან ექიმები, რომლებიც ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავენ, ეს არიან პოლიციელები, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავენ, ასევე ჟურნალისტები და თბილსერვისის თანამშრომლები, მეხანძრე-მაშველები, სხვადასხვა გადაუდებელი სამუშაოების გამო ქუჩაში მყოფი თბილისელები, ოჯახები, რომელთა ფანჯრებიდან ჩანს ახალი წლის მოლოდინში განათებული იმედიანი ქალაქი. თითქოს თბილი და მყუდრო ქუჩები ამ ადამიანების დაღლილობას, სტრესს და მძიმე სამუშაო დღეს მალამოდ ედება, ათბობს და იმედით ავსებს, რაც მნიშვნელოვანია არსებული მძიმე ემოციური მდგომარეობების შესამსუბუქებლად.

ნაძვის ხე - Sputnik საქართველო
შობა–ახალი წლის ტრადიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში

 

პანდემიამ საახალწლო კონცერტების ფორმატიც შეცვალა. თბილისში 31 დეკემბერს, 6 და 14 იანვარს საახალწლო კონცერტებს მაყურებელი რესპუბლიკის მოედანზე ვერა, მაგრამ ტელეეკრანებზე იხილავს. მონაწილეობას მიიღებენ სოლო შემსრულებლები, ბენდები, ანსამბლები, კლასიკური ჟანრის შემსრულებლები და მსახიობები. სცენაზე უმეტესად ახალგაზრდები იქნებიან წარმოდგენილნი, ხოლო მაღალი რისკის მქონე ასაკოვანი შემსრულებლები, რომლებიც აქამდე დიდ სცენებზე, თუ სასტუმროებში სხვადასხვა ნომრებს ასრულებდნენ, საკუთარი, საახალწლოდ მოწყობილი სახლის ფანჯრებიდან, აივნებიდან და ტერასებიდან ჩაერთვებიან. უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისის მერიას გამოეყო 400 ათასი ლარი, რათა საახალწლო ღონისძიებებში კულტურის სფეროს რაც შეიძლება მეტი წარმომადგენელი ჩაერთოს.

საახალწლოდ მორთული პრეზიდენტის რეზიდენცია - Sputnik საქართველო
დღეიდან მსურველები საახალწლოდ მორთული ორბელიანების სასახლის ეზოს დათვალიერებას შეძლებენ

სოფლის შენებას რა უნდა? მაგრამ...

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, წელს დედაქალაქში საახალწლო სოფელი აღარ მოეწყობა. იქ ყოველთვის ხალხმრავლობა იყო და ყველა ასაკის ადამიანს შეხვდებოდით. საშიში და თანაც სასაცილო იქნებოდა ხალხი ხალხმრავლობის გამო რომ არ შესულიყო საახალწლო სოფელში, ან იქაც რიგში ჩადგომა დასჭირვებოდათ. ამიტომ... რა გაეწყობა...

თუმცა მეტ-ნაკლებად ყველაფერს ხომ აქვს დადებითი მხარე და აქ კი სასიხარულო ამბავი ისაა, რომ თანხა, რომელსაც თბილისის მერიას საახალწლო სოფლის მოწყობაში უნდა დაეხარჯა, ახლა წინასაახალწლოდ ხელმოკლე ოჯახების პროდუქტებით უზრუნველყოფას მოხმარდება. 

საახალწლო სოფელი ვერ ავაშენეთ, მაგრამ მრავალი გაჭირვებული ოჯახი გაიხარებს დახმარებით და არც მარტოობას იგრძნობენ...

საახალწლო მზადება - Sputnik საქართველო
დღეს ღამე გადაადგილების შეზღუდვა იხსნება

ახალ წელს თავი მარტოდ არავინ უნდა იგრძნოს, არავინ, კორონავირუსის გარდა

ასე მოხდა, დედაქალაქს არ ჰქონდა ახალი ნაძვის ხე, მაგრამ დღეს ბევრი ჩვენი მეგობრის Facebook გვერდზე ვხედავთ როგორ ალამაზებს ახლებური ნაძვის ხე რუსთაველის გამზირს; ერთხმად გადავწყვიტეთ ყველაფერში ეკონომია არ გაგვეკეთებინა და საახალწლო ილუმინაციები 21:00 საათის შემდეგ არ გამოგვერთო, რაც დედაქალაქს ახალი წლის განწყობას რამდენიმე საათით მაინც უბრუნებს. საახალწლო განწყობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტიც ხომ მოლოდინია. მოლოდინი ჯადოსნური მაგიის, უკეთესი მომავალი წლის იმედის და ბედნიერების. ხმამაღლა შეიძლება ითქვას, რომ კორონავირუსმა ამ მოლოდინის ვერც განრიგი და ვერც ფორმატი შეცვალა.

საახალწლო ნაძვისხე - Sputnik საქართველო
2021 წლის მთავარი მიმოხილვა: როგორი იქნება ხარის წელიწადი აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით

ადამიანები ცდებიან, როდესაც ელიან, რომ ახალი წლის განწყობა დადგება და დაიწყებენ სადღესასწაულო საქმის კეთებას. სინამდვილეში ჩვენ ერთმანეთის განწყობაზე ზრუნვა დიდიხანია დავიწყეთ, თითქმის ერთი წელია უცხო, თუ ნაცნობი ადამიანებისთვის ახალი იმედებით, სიყვარულის და ზრუნვის გაზიარება დავიწყეთ. ამაშია ბედნიერება და არა საახალწლო განათებებში და ეს იქამდე გაგრძელდება, სანამ ვირუსი მარტო არ დარჩება.

კორონავირუსს შობა-ახალი წლის მოპარვა კი ვერ მივართვით!

ყველა ახალი ამბავი
0