პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი ამირან გამყრელიძეს სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს

80
(განახლებულია 09:25 30.12.2020)
გუშინ ცნობილი გახდა, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორს ამირან გამყრელიძეს კორონავირუსისგან სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა. ამის შესახებ პრეზიდენტმა თავის „ფეისბუქ“–გვერდზე დაწერა.

გუშინ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი აქვს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება და თავს კარგად გრძნობს.

„მინდა, ბატონ ამირან გამყრელიძეს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვო და უდიდესი მადლობა გადავუხადო თავდაუზოგავი შრომისთვის, რომლითაც ის საკუთარ ხალხსა და ქვეყანას ემსახურება! მხნეობას გისურვებთ“, – დაწერა პრეზიდენტმა.

ამირან გამყრელიძე ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება და სახლის პირობებში აკონტროლებს ვირუსის მიმდინარეობას.

80
ვაქცინა Pfizer-BioNTech

მხოლოდ ჯანმოს მიერ აღიარებული ვაქცინა პარლამენტი ვაქცინაციის გეგმას მხარს უჭერს

6
(განახლებულია 17:21 25.01.2021)
საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის შეძენა და შემოტანა საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდება – შესაბამისი შესწორებები უკვე ინიცირებულია და მას უახლოეს მომავალში მიიღებენ

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი სრულად უჭერს მხარს ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას, რომლის მიხედვით მოსახლეობის უმინიზაცია მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ დამტკიცებული ვაქცინებით მოხდება, განუცხადა ჟურნალისტებს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ აღმსარულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

სად და როგორ ჩატარდება ვაქცინაცია: ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება>>

მდინარაძის განცხადებით, პარლამენტში უკვე ინიცირებულია შესწორებების პროექტი კანონში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის“ შესახებ, რომლის თანახმად COVID-19–ის პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით ვაქცინაციისთვის ქვეყანაში მხოლოდ ჯანმოს მიერ აღიარებული ვაქცინები უნდა შემოვიდეს.

„ჩატარებული აცრების შემდგომი გვერდითი მოვლენების ან გართულებების განვითარების შემთხვევაში, სახელმწიფო კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მოსახლეობის უფასო სამედიცინო მომსახურებას და რეაბილიტაციას გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პრევენციული აცრების შემდგომი გვერდითი მოვლენები გამოწვეულია იმპორტიორის, სამედიცინო პერსონალის თუ სამედიცინო დაწესებულების დაშვებული შეცდომით“, – განმარტა მდინარაძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მთავრობა აქტიურად მუშაობს და ემზადება ვაქცინის საქართველოში შემოტანისთვის, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე.

საქართველო COVAX–პლატფორმის მეშვეობით Pfizer-ისა AstraZeneca-ს ვაქცინის შესყიდვასთან დაკავშირებით აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. COVAX–პლატფორმით საქართველომ ვაქცინა მოსახლეობის 20%-სთვის – 700 ათასი ადამიანისთვის შეუკვეთა. ქვეყანამ უკვე გადაიხადა 4 მლნ დოლარი.

COVAX–პლატფორმამ საქართველოსგან 18 იანვარს დასტური მიიღო იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა მზადაა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღოს. ვაქცინის პირველი პარტია – დაახლოებით 20 ათასი დოზა საქართველოში დაახლოებით ერთ თვეში, თებერვლის ბოლოს გამოჩნდება. ქვეყანაში შემოიტანენ ამერიკული კომპანია Pfizer-ისა და მისი გერმანული პარტნიორი BioNTech-ის პრეპარატს BNT162b2.

6
თემები:
საქართველოს პარლამენტი
ელისო ბოლქვაძე

ელისო ბოლქვაძეს იუნესკოს მშვიდობის ელჩის მანდატი მეორედ მიენიჭა

16
(განახლებულია 16:53 25.01.2021)
ელისო ბოლქვაძემ არაერთხელ მიიღო მონაწილეობა სამშვიდობო მისიებსა და გაეროს საერთაშორისო ღონისძიებებში.

თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. ცნობილ ქართველ პიანისტს, საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ელისო ბოლქვაძეს მშვიდობის ელჩის მანდატი მეორედ მიენიჭა, ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახური ავრცელებს.

ელისო ბოლქვაძეს მშვიდობის ელჩის მანდატი იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა ოდრე აზულემ კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისა და  იუნესკოს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერისთვის მიანიჭა.

იუნესკოს საპატიო ტიტულს მსოფლიოში გამოჩენილი 55-მდე ხელოვანი ფლობს. მათ შორის არიან სელინ დიონი, ანჯელინა ჯოლი, მეჰრიბან ალიევა, მარკუს მილერი, შირლი ბეისი, ვლადიმერ სპივაკოვი, ხუაკინ კორტესი, ჟორდი სავალი, პლასიდო დომინგო და სხვ.

ქართველ პიანისტს აღნიშნული სტატუსი პირველად  2015 წელს პარიზში მიენიჭა  და პირველი ქართველი ხელოვანია, რომელიც პრესტიჟულ ჯილდოს ფლობს. 

ელისო ბოლქვაძე 1967 წლის 2 იანვარს თბილისში დაიბადა. მუსიკალური ნიჭი ადრეულ ბავშვობაში გამოავლინა. პირველი კონცერტი ორკესტრთან ერთად შვიდი წლის ასაკში დაუკრა, ხოლო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1995 წელს დაამთავრა.

მან პროფესიული მოღვაწეობა საფრანგეთიდან და ავსტრიიდან დაიწყო და მას შემდეგ მუდმივად გამოდის ევროპისა და აშშ-ის ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში. მას მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო ჯილდო გერმანიაში, პორტუგალიასა და აშშ-ში. 2012 წელს ჩამოაყალიბა ფონდი „ლირა", რომელიც ახალგაზრდა და ნიჭიერ ქართველ მუსიკოსებს უწევს დახმარებას. მან ასევე 2013 დააფუძნა "ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების და მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი".

ელისო ბოლქვაძეს 2016 წელს მიენიჭა საფრანგეთის ლეგიონის კავალერის ორდენი ხელოვნების სფეროში საფრანგეთის სახელწიფოს მიერ.

საფრანგეთის ეროვნულმა სატელევიზიო კომპანია LCI-მ სრულმეტრაჟიანი ფილმი მიუძღვნა ქართველი ხელოვანის ცხოვრებას საქართველოსა და პარიზში.
ელისო ბოლქვაძე მეათე მოწვევის საქართველოს პარლამენტის დეპუტატი მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით გახდა.

16
ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ქართველ ახალგაზრდებს რუსეთში განათლების უფასოდ მიღების შესაძლებლობა ეძლევა

0
(განახლებულია 17:48 25.01.2021)
კონკურენცია მაღალია – ადგილებისთვის 700–ზე მეტი აბიტურიენტი იბრძვის, თუმცა, შანსის გამოყენება საჭიროა, აღნიშნავენ თბილისში.

 

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში  სწავლის მსურველი ქართველი სტუდენტებისთვის განცხადებების მიღება დაიწყო, განაცხადა  საქართველოს რუს თანამემამულეთა ორგანიზაციის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლაი სვენტიცკიმ. 

Николай Свентицкий
© Sputnik / Alex Shlamov
ნიკოლაი სვენტიცკი

 როგორც „Sputnik საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს–ცენტრში გამართულ ბრიფინგზე სვენტიცკიმ აღნიშნა,  2021–2022 სასწავლო წლისთვის რუსეთის ფედერაციის უმაღლესი სასწავლებლებში მიზნობრივ ადგილებზე აბიტურიენტებისა და სტუდენტების შერჩევის კამპანია 20 იანვრიდან დაიწყო.

მისი თქმით, ქართველი სტუდენტებისთის რუსულ განათლებას მრავალი უპირატესობა და პლუსები გააჩნია. 

Николай Свентицкий
© Sputnik / Alex Shlamov
ნიკოლაი სვენტიცკი

 „ვფიქრობ, რომ რუსული განათლება, პირველ რიგში, ძალიან კარგი, ძლიერი და კლასიკურია. რუსეთი ჩვენი მეზობელია და აქ ბევრი პრობლემა იხსნება, რუსეთში ცხოვრება, მაგალითად, საფრანგეთთან შედარებით ხომ გაცილებით იაფია. ამ პროგრამაში მონაწილეობას მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა ღებულობს – რუსეთში სასწავლებლად ამერიკელები და ინგლისელები ჩამოდიან. ინგლისში შესანიშნავი სკოლები და უმაღლესი სასწავლებლებია, მაგრამ ზოგიერთი რუსეთში მიდის სასწავლად“, – აღნიშნა სვენტიცკიმ.

როგორც მან განმარტა, წელსსაც, ტრადიციულად, ქართველი სტუდენტებისთვის დაახლოებით 120 მიზნობრივი ადგილი გამოიყოფა. კონკურენცია ყოველთვის დიდია – ადგილის მოსაპოვებლად 700–ზე მეტი აბიტურიენტი იბრძვის, თუმცა, „ამ შანსის ხელიდან გაშვება არ ღირს“, დასძინა სვენტიცკიმ. 

 „უნდა ისარგებლოთ ამ შანსით, რადგანაც კარგი განათლების მიღება საკმაოდ ძვირია, თქვენ კი მისი მიღება უფასოდ შეგიძლიათ. ჩვენ ძალზე ბევრი წარმატება გვაქვს, ძალიან ხშირად უმაღლეს შეფასებებს სწორედ ქართველი ახალგაზრდობა იღებს. ისინი, როგორც წესი, საკუთარ თავს კარგად წარმოაჩენენ და ეს აბსოლუტურ პატივისცემას იმსახურებს“, – განაცხადა ნიკოლაი სვენტიცკიმ.

შესარჩევ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია და შეავსონ ანკეტა ვებგვერდზე www.education-in-russia.com. 

Николай Свентицкий
© Sputnik / Alex Shlamov
ნიკოლაი სვენტიცკი

მნიშვნელოვანია, რომ მთელი დოკუმენტაცია რუსულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული იყოს, შემდეგ კი ვებგვერდზე არსებულ ანკეტას თან დაერთოს.
წელს განცხადებების მიღების ვადები მკაცრად შეზღუდულია – პროცესი 20 იანვარს დაიწყო და 20 თებერვალს დასრულდება.

0
თემები:
საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობები