შეზღუდვები გზებზე თოვის გამო

ვითარება გზებზე: აიკრძალა მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა

118
(განახლებულია 22:08 20.11.2020)
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გზაზე შეზღუდვები ინტენსიური თოვის გამო დაწესდა

თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვის გამო, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 43-110-ე კმ. (ალგეთი-ფარავანი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, დანარჩენის სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი  თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

118
ილო ბეროშვილი

„ჩელესთან ვმეგობრობდი და...“ - ილო ბეროშვილის ყოფილი ცოლი ქმრის მეგობარზე გათხოვდა

15
(განახლებულია 14:37 11.06.2021)
მსახიობ ილო ბეროშვილის ყოფილი ცოლი ქმრის მეგობარზე გათხოვდა და ამის გამო ცნობილი სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთ მთავარ გმირს უსიამოვნო განცდა ჰქონდა

ილო ბეროშვილი თათია შარანგიას „სთორიში“ თავისი პირველი ქორწინების შესახებ ალაპარაკდა, რომელიც ტელეწამყვან ნელიკო აგირბასთან აკავშირებდა. წყვილს ორი ქალიშვილი ჰყავს.

აღმოჩნდა, რომ ილოსთვის ნელის მიერ მეორე ოჯახის შექმნა არც ისე მარტივი გადასატანი იყო, რადგან ნელის მეორე მეუღლე მისი მეგობარი იყო და მისთვის პირველ რიგში შვილების განწყობა იყო მთავარი.

ბეროშვილის თქმით, მნიშვნელოვანი იყო, როგორ გარემოში იქნებოდნენ ბავშვები და მისი მეუღლე ანი ბებია იყო პირველი ადამიანი, რომელსაც ბავშვები გააცანო.

„ჩემს შვილებს უყვარდათ ჩელე და ეს იყო ჩემთვის მთავარი, მშობელი ხარ და გინდა, შენი შვილები ბედნიერები იყვნენ. უსიამოვნო იყო ის, როცა ადამიანთან მეგობრობ და მერე… კი, უკვე ორი წლის გაშორებულები ვიყავით, როცა მან მითხრა, ნელისთან ურთიერთობა მაქვსო… მე ვუთხარი მაშინვე, რაზეა ლაპარაკი-მეთქი. ყველა ვარიანტში, როცა ორი შვილი გყავთ და ოჯახი იშლება, ეს მტკივნეული პროცესია“, - აცხადებს მსახიობი.

ნელი მეორე ქორწინებაშიც იყო, თუმცა ეს ისტორია ტრაგიკულად დასრულდა. ოთხი წლის წინ, რამდენიმე თვეში დაქორწინების შემდეგ, მისი მეუღლე ირაკ­ლი ძი­მის­ტა­რიშ­ვი­ლი ან­ტა­ლი­ა­ში და­ი­ღუ­პა, სა­დაც მისი 13 წლის შვი­ლი სა­ჩოგ­ბურ­თო ტურ­ნირ­ზე ჰყავ­და წაყ­ვა­ნი­ლი.

„კუ­რი­ე­რის“ ყოფილმა წამ­ყვან­მა და მის­მა რჩე­ულ­მა 2016 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში იქორ­წი­ნეს. 34 წლის ძი­მის­ტა­რიშ­ვილს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ერთი ვაჟი ჰყავდა, რო­მელ­საც მარ­ტო ზრდი­და. ცოტ­ნე ძი­მის­ტა­რიშ­ვი­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლია და წარ­მა­ტე­ბუ­ლად მო­ნა­წი­ლე­ობს სხვა­დას­ხვა ტურ­ნირ­ში.

15
თემები:
ქართველი სელებრითები
სასწრაფო დახმარება

COVID-19 საქართველოში 13 ივნისის მონაცემები

11
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 339.392  ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1074), გარდაიცვალა – 5.048  (ბოლო 24 საათში – 14), კარანტინის რეჟიმშია 41, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.155 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 610 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 522-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 353.965-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 339.392  ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1074), გარდაიცვალა – 5.048  (ბოლო 24 საათში – 14), კარანტინის რეჟიმშია 41, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.155 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 610 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 21.922 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 11.016, PCR ტესტით - 10.906.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,38%, ბოლო 14 დღის - 2,61%, ბოლო 7 დღის - 2,29%.

სულ აცრილია 206.742 პირი, ერთ დღეში აცრილია 4.425 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

11