თბილისის მეტრო

ორშაბათის მოლოდინში: საქართველოში დამატებითი შეზღუდვების დაწესება განიხილება

171
(განახლებულია 17:11 20.11.2020)
ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა – 3 768. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 100 ათასს უახლოვდება.

თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. ქვეყნის ერთ-ერთმა წამყვანმა ალერგოლოგ–იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და დიდი სავაჭრო ცენტრების მუშაობაზე შემდეგი კვირიდან შეზღუდვების დაწესების საკითხი განიხლება.

კორონავირუსის დღის სტატისტიკა რეგიონების მიხედვით – რომელი რეგიონი „ლიდერობს">>

როგორც კულუმბეგოვმა „TV პალიტრანიუსის“ (TV PalitraNews) ეთერში განაცხადა, ის ესწრებოდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას, სადაც ამ საკითხებზე მსჯელობდნენ.

„დიახ, მე ამას ვადასტურებ. მე ვიყავი შეხვედრაზე პრემიერთან და გვითხრეს, რომ, შესაძლოა, იქით კვირაში კიდევ დაგვიძახონ. ფინანსთა მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა დავალებაც კი მიიღეს. თუ როგორი პაკეტი იქნება, დამუშავების პროცესი იყო, ზუსტი ინფორმაცია არ გაჟღერებულა, მაგრამ ეს ასე მოხდება. ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ ბევრი დრო არ დაიკარგოს, რადგან დღეს და ხვალ ეს გადაწყვეტილება მაინც იქნება მისაღები, რათა ჯანდაცვამ ცოტა ამოისუნთქოს“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

კულუმბეგოვის აზრით, პანდემია „პოლიტიკური პროცესების ტყვეობაშია“ და ეს ყველას ეხება. მან აღნიშნა, რომ ამჟამად არ არსებობს ერთი რაიმე უნივერსალური ღონისძიება, რომელიც ხვალვე დაამთავრებს პანდემიას.

ახალი შემთხვევები, რომლებიც საქართველოში ყოველდღიურად ვლინდება, რეალურ სურათს არ ასახავს, მიიჩნევს იმუნოლოგი. მისი თქმით, დასახელებული რიცხვები ორზე ან სამზე უნდა გავამრავლოთ, რადგანაც ოჯახში PCR–ტესტს, როგორც წესი, ერთ წევრს უკეთებენ, რადგან ყველასთვის ამ ტესტის გაკეთების საშუალება არ არის.

უნდა ვივარაუდოთ, რომ ოჯახში ყველაა დაავადებული, ანუ დღეში გვაქვს 8–9 ათასი შემთხვევა, აღნიშნა კულუმბეგოვმა.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 3 768 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 41 ადამიანი. სულ პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირებულია 96 860 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 77 932, გარდაიცვალა 894 პაციენტი.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

171
თემები:
COVID-19 საქართველოში (2503)
უკანონო მიშენების დემონტაჟი

თბილისში უკანონოდ დაკავებულ მიწებზე შენობების დემონტაჟი განხორციელდება

10
(განახლებულია 11:03 25.11.2020)
თბილისის მერის  განცხადებით, დღეიდანვე უნდა დაიწყოს უკანონოდ დაკავებულ მიწებზე შენობების დემონტაჟი, საჭიროების შემთხვევაში კი მუნიციპალურ ინსპექციას შინაგან საქმეთა სამინისტროც დაეხმარება

თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. ძალიან ბევრი შემთხვევაა დედაქალაქში, როდესაც მუნიციპალური და სახელმწიფო მიწების დატაცება უკანონოდ ხდება, რაც კატეგორიულად მიუღებელი, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მიწის დატაცებამ უკვე სისტემატური ხასიათი მიიღო. მან  მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელ ლევან ჯღარკავას დაავალა, დღეიდანვე დაიწყოს მოქმედება.

„ვიცი, რომ რამდენიმე ლოკაციაზე გაფრთხილებებიც გაქვთ მიცემული, იმ პატარა შენობა-ნაგებობების დემონტაჟი მოახდინონ. თუ ასე არ მოხდება, შეგიძლიათ, თქვენ გაუკეთოთ დემონტაჟი. კატეგორიულად მიუღებელია ეს უკანონო ქმედება. იმ ადამიანებს რას ვპასუხობთ, ვინც კეთილსინდისიერად იქცევა და კანონს ემორჩილება?! შეგიძლიათ, დაიხმაროთ შინაგან საქმეთა სამინისტროც“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, ეს მიწების სახელმწიფოს საკუთრებაა და არავის აქვს უფლება, მიიტაცოს.

10
თემები:
თბილისი დღეს
სასწრაფო დახმარება

პლუს 34: რამდენია გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა

17
(განახლებულია 11:06 25.11.2020)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.071-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 114.889-ს მიაღწია.

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 34 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1.085-ს მიაღწია, ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.071-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 114.889-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 95.581 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 2.071, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.145 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.723 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

17
თემები:
COVID-19 საქართველოში (2503)