დავით სერგეენკო

სერგეენკო: თუ ამის საჭიროება იქნება, არჩევნების შემდეგ მზად ვარ მორიგე ექიმად ვიმუშაო

31
(განახლებულია 15:53 17.11.2020)
დავით სერგეენკოს განცხადებით, იმის მიუხედავად, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ოპოზიცია, არჩევნების მეორე ტური მაინც გაიმართება.

თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. მზად ვარ ვიმუშაო მორიგე ექიმად იქ, სადაც იქნება ამის საჭიროება, განაცხადა საბურთალოს საარჩევნო ოლქში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატოიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, საქართველოს ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

როგორც სერგეენკომ განაცხადა, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ოპოზიცია, არჩევნების მეორე ტური მაინც გაიმართება, მმართველი პარტია ემზადება არჩევნების ჩასატარებლად პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებში.

„მაქვს პასუხისმგებლობა ჩემი ამომრჩევლის წინაშე, რომ მეორე ტური მივიყვანო ბოლომდე, მაქსიმალურად უსაფრთხოდ და გამჭვირვალედ. თუმცა, მერე ვფიქრობ, რომ თუ კლინიკებში საჭირო გახდება, დავახმარო ჩემი ცოდნა და გამოცდილება. მარტივად რომ ვთქვათ, მზად ვარ ვიმუშაო მორიგე ექიმად იქ, სადაც იქნება ამის საჭიროება“, – აღნიშნა სერგეენკომ.

არჩევნების მეორე ტური საქართველოში 21 ნოემბერს გაიმართება. ოპოზიცია, რომელიც არ აღიარებს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, პროტესტის ნიშნად უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე და მეორე ტურში მონაწილეობაზე.

თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა>>

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი 85 952 ადამიანს დაუდგინდა. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 68 929, გარდაიცვალა 778 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

31
თემები:
COVID-19 საქართველოში (2558)
სტაციონარი კოვიდინფიცირებულთათვის

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: მძიმე მდგომარეობაშია პაციენტების 4,6%

14
(განახლებულია 12:07 28.11.2020)
საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 123 470-ს შეადგენს. ამ დროისათვის კი 20 393 აქტიური შემთხვევაა.

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის დადასტურებული 4 472 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1 784 შემთხვევა კვლავ თბილისში გამოვლინდა, ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, მესამეზე კი იმერეთია.

დანარჩენ რეგიონებში ახალი შემთხვევების რაოდენობა შემდეგია:

აჭარა – 683, იმერეთი – 662, ქვემო ქართლი - 292, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 247, კახეთი - 228, შიდა ქართლი - 192, მცხეთა-მთიანეთი -127, გურია - 123, სამცხე-ჯავახეთი-93, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 41.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 34 პაციენტი. ქვეყანაში კორონავირუსის დიაგნოზით ჯამში 1 195 ადამიანი გარდაიცვალა.

ამ დროისათვის საქართველოში 20 393 აქტიური შემთხვევაა.

კოვიდ–კლინიკებში მოთავსებულია 6 286 ადამიანი. მათ შორის, თბილისში - 2 760, აჭარაში -1 016, იმერეთში -1 201.

კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 3 844 ადამიანი, მათ შორის 1291 - თბილისში, 1 998 - აჭარაში, 285 - იმერეთში.

საცხოვრებელ ბინაზე მკურნალობს კურსს გადის 10 263 პირი, რაც აქტიური შემთხვევების თითქმის 50%-ს შეადგენს.

ამ ეტაპზე მძიმე მდგომარეობაშია 942 პაციენტი (აქტიური შემთხვევების 4,6%), მათ შორის, თბილისში - 429, აჭარაში -150, იმერეთში - 214.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 421 პირი, მათგან თბილისში - 179, აჭარაში - 119, იმერეთში - 41.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 076 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 416, აჭარაში - 1 049, ხოლო იმერეთში - 35.

თვითიზოლაციაში იმყოფება 56 041 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 132 პირი, აჭარაში - 14 670, იმერეთში - 4 765.

ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 127 942-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 058 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 106 328-მდე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

14
თემები:
COVID-19 საქართველოში (2558)
გაზქურა

აჭარისა და გურიის რეგიონებს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდათ

28
(განახლებულია 11:37 28.11.2020)
დაზიანების აღსადგენად ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურის ტექნიკური ჯგუფები მაქსიმალურად არიან მობილიზებული, აცხადებენ სამინისტროში

თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდათ აჭარისა და გურიის რეგიონებს, ინფორმაციას საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დაზიანება „ქუთაისი-სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 500 მმ განშტოებაზე მოხდა.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დაზიანების აღსადგენად ადგილზე მობილიზებულია ტექნიკური ჯგუფები და მიმდინარეობს გადაუდებელი სამუშაოები.

სამუშაოებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ახორციელებს.

 

28
თემები:
შემთხვევები საქართველოში

ლიეტუვაში საბჭოთა მებრძოლების ძმათა სასაფლაო შეურაცხყვეს - ვიდეო

0
ლიეტუვაში უცნობებმა საბჭოთა მებრძოლების ძმათა სასაფლაო შეურაცხყვეს. საუბარია ქალაქ ობიალიაის სასაფლაოზე, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს

ადგილობრივების ინფორმაციით, ვანდალებმა საფლავებსა და მემორიალურ დაფებს წითელი საღებავები გადაასხეს და სვასტიკები მოხატეს. დამნაშავეების ვინაობა უცნობია.

ეს შემთხვევა პირველი არ არის. საბჭოთა საფლავებს ლიეტუვაში რეგულარულად შეურაცხყოფენ, ზუსტად ისე, როგორც ლატვიაში, ესტონეთში, პოლონეთსა და უკრაინაში. მოსკოვი მსგავს ქმედებებს მკვეთრად აკრიტიკებს და ყველაფერს ამ ქვეყნების ისტორიის გადაწერის კურსს უკავშირებს.

სასაფლაოს შეურაცხყოფაზე ემოციური რეაქცია ქონდა როსსოტრუდნიჩესტვას მეთაურ ევგენი პრიმაკოვს.

0