მანდარინები

როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი შემოდგომა-ზამთრის სეზონზე: ექიმი გვირჩევს

10398
(განახლებულია 07:03 13.11.2020)
კარგი განათება და სითბო, ბანანი, ყავა და შოკოლადი, სოლარიუმი, კაშკაშა ფერები და სასიამოვნო არომატები - ეს ყველაფერი ცივ სეზონზე დაგვეხმარება

თბილისი, 12 ნოემბერი - Sputnik. ნუ დაზოგავთ ელექტროენერგიას, კარგი ხელოვნური განათებით მზიანი დღის შთაბეჭდილება შექმენით - შემოდგომა-ზამთარში იმუნიტეტის ასამაღლებლად ასეთ რჩევებს გვაძლევს თერაპევტი ლარისა ალექსეევა.

„განწყობას აამაღლებს ყვითელი და ნარინჯისფერი, ასევე არომატები, კარგია თუ ხილის ლარნაკში ჩავაწყობთ მანდარინებს, ფორთოხლებსა და ლიმონებს“, - განაცხადა ალექსეევამ.

მედიკოსმა ასევე ყველას ურჩია, უარი თქვან შავსა და ნაცრისფერ ტანსაცმელზე და ჩაანაცვლონ ფერადით, რადგან წელს ბევრმა ადამიანმა დასასვენებლად წასვლა ვერ მოახერხა.

„სამოსი შეარჩიეთ ფერადი, კაშკაშა, ეს განწყობას აამაღლებს. ეს კი სიხარულის ჰორმონის - სეროტონინის გამომუშავებაში დაგვეხმარება. თავს მივცეთ უფლება და დილით მივირთვათ შავი შოკოლადი, ბანანი და ყავა - ეს შესანიშნავად მოქმედებს განწყობაზე და ტონუსს ამაღლებს“, - ამბობს ალექსეევა.

ამასთან მან აღნიშნა, რომ შემოდგომაზე ბევრი ადამიანის ორგანიზმში D ვიტამინის ნაკლებობა შეინიშნება. მან ასევე შეახსენა მოსახლეობას C ვიტამინის მიღების აუცილებლობა, აგრეთვე B ჯგუფის ვიტამინები გამოყო: В6 და В12 ნერვულ სისტემას ამაგრებენ, ხოლო D და C ვიტამინებთან ერთად განწყობის გაუმჯობესებაზე იზრუნებენ.

ვირუსები რომ ვერ მოგვერიოს: სამკურნალო ბალზამები და ნაყენები >>

ამასთან, D3 ვიტამინის მიღება აუცილებლად სპეციალისტმა უნდა დანიშნოს, ასევე კარგი იქნება ანალიზების ჩაბარება. ალექსეევა ასევე აცხადებს, რომ კარგია სოლარიუმში სიარული, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს არ აღენიშნება რაიმე ონკოლოგიური დაავადება ან სხვა უკუჩვენება.

10398
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე (67)
აქცია პარლამენტთან

„არა შეზღუდვებს!“ პარლამენტთან კარვების გაშლას შეეცადნენ

6
(განახლებულია 14:34 30.11.2020)
ქვეყანაში ინფიცირებულთა ზრდის მაჩვენებლის შეკავების მიზნით, ხელისუფლებამ 28 ნოემბრიდან რიგი შეზღუდვები დააწესა, რომელიც პარლამენტთან დღეს გააპროტესტეს

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, საქართველოს პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან.

საპროტესტო აქცია მოძრაობა „საქართველოსთვის“ ორგანიზებით გაიმართა, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებას დისკრიმინაციულს უწოდებს. აქციის მონაწილეებმა ასევე მოითხოვეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. 

Оппозиция устанавливает палатки у здания парламента Грузии 30 ноября 2020 года
© Sputnik / STRINGER
ოპოზიცია პარლამენტის წინ კარვების გაშლას შეეცადა

აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან კარვის გაშლა გადაწყვიტეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

აქციის მონაწილეებმა, მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დღეს მშვიდობიანი აქციის გამართვა დააანონსეს. 

Оппозиция устанавливает палатки у здания парламента Грузии 30 ноября 2020 года
© Sputnik / STRINGER
ოპოზიცია პარლამენტის წინ კარვების გაშლას შეეცადა

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი ოთხი ათასს აღწევს. ინფიცირებულთა ზრდის მაჩვენებლის შეკავების მიზნით, ხელისუფლებამ 28 ნოემბრიდან რიგი შეზღუდვები დააწესა. ყველაზე სერიოზული შეზღუდვები შვიდ დიდ ქალაქში მოქმედებს – არ მუშაობს მუნიციპალუტი ტრანსპორტი, დაიკეტა სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები (გარდა აგრარული ბაზრისა), ფიტნეს–დარბაზები და აუზები და ა.შ. გარდა ამისა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება ქუჩაში როგორც ქვეითების, ისე ტრანსპორტის გადააადგილება.

6
გიორგი სუხიტაშვილი

„შემოსავალი ბევრად ნაკლებია იმაზე, რასაც ბანკში ვიხდი“ - მომღერალმა შესაძლოა ბინა დაკარგოს

19
(განახლებულია 13:37 30.11.2020)
გიორგი სუხიტაშვილი მაყურებელმა კონკურსიდან „ჯეოსტარი“ გაიცნო, სადაც გიორგიმ გაიმარჯვა კიდეც. მას შემდეგ გიორგი არაერთ პროექტში მონაწილეობდა

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ავტომობილს ყიდის, რათა ბანკში ბინის გამო აღებული სესხი გადაფაროს. ამის შესახებ მომღერალმა „ფორტუნასთან“ ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ მატერიალური პრობლემის წინაშე დგას და ბინის სესხის გადახდა უჭირს.

 

მომღერლის თქმით, მისი ბოლო კონცერტი წინა წლის 30 ნოემბერს გაიმართა და მისმდგომარეობაში ბევრი ხელოვანია, დღევანდელი თვიური ანაზღაურება კი ბევრად ნაკლებია, ვიდრე ბანკში შესატანი თანხის ოდენობა. თითქმის ერთწლიანი წყვეტა მაქვს პროფესიული, თუკი არ ჩავთვლით წინა ახალ წელს პატარ-პატარა კონცერტებს.

34 წლის გიორგი სუხიტაშვილი მაყურებელმა კონკურსიდან „ჯეოსტარი“ გაიცნო, სადაც გიორგიმ გაიმარჯვა კიდეც. მას შემდეგ გიორგი არაერთ პროექტში მონაწილეობდა.

19
თემები:
სელებრითების ცხოვრება