თბილისში და კიდევ 6 ქალაქში საღამოს საათებში გადაადგილება იზღუდება

© photo : Patrol Police of Georgia / FBპოლიციის თანამშრომლები პირბადეებს არიგებენ
პოლიციის თანამშრომლები პირბადეებს არიგებენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცქიტიშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება ვრცელდება როგორც ფეხით მოსიარულეებზე, ტრანსპორტით და კერძო ავტომობილებით მოსიარულეებზე.

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. 9 ნოემბრიდან თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში, 22:00 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება იზღუდება, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ვრცელდება როგორც ფეხით მოსიარულეებზე, ტრანსპორტით და კერძო ავტომობილებით მოსიარულეებზე.

„ეს შეზღუდვა არ გავრცელდება საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე და, რა თქმა უნდა, საოპერაციო შტაბთან შეთანხმებით იმ პირებზე, რომლებიც გადაადგილდებიან სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისთვის სამედიცინო დაწესებულებების, ფარმაცევტული, ასევე მედია დაწესებულებების ფუნქციონირებისთვის და მიტანის სერვისის უზრუნველსაყოფად“, – განახცადა ცქიტიშვილმა.
დეპუტატი გია ჟორჟოლიანი - Sputnik საქართველო
ჟორჟოლიანი პრეზიდენტსა და მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისკენ მოუწოდებს

მისი თქმით, ამ შეზღუდვის დარღვევა ჯარიმას ითვალისწინებს.

„სანქციები გვაქვს განსაზღვრული იმ კანონით, რომელიც არეგულირებს საკარანტინო ღონისძიებებს. ეს არ არის კომენდანტის საათი, ეს არის გადაადგილების შეზღუდვა და ამ შეზღუდვის დარღვევისთვის იმოქმედებს ის სანქცია, რომელიც არის დაწესებული – 2 000 ლარი ფიზიკური პირისთვის, იურიდიულისთვის 10 ათასი ლარი“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილი.

გარდა ამისა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობა შეიზღუდება. მისი თქმით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა ნაკადის შესამცირებლად მუნიციპალიტეტებთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ასევე, სავარაუდოდ, არ იქნება დაშვებული ფეხზე დგომა ტრანსპოტრში.

„შეიძლება არ დავუშვათ ფეხზე მდგომი ადამიანების გადაადგილება, რაც ავტომატურად შეზღუდავს ტრანსპორტში მყოფი პირების რაოდენობას და ბუნებრივია, დალოდების პერიოდი იქნება ღია სივრცეში, სადაც ნაკლებად სახიფათოა ერთდროულად ბევრი ადამიანის შეგროვება. მძღოლი გააკონტროლებს იმას რომ, თუ ყველა ადგილი შევსებულია, დამატებითი ადამიანების ამოყვანა ამ გაჩერებაზე არ მოხდება. რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს გარკვეულ დისკომფორტს და გაზრდის ლოდინის დროს, მაგრამ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ უკვე ზამთარია, ფანჯრებიც არ არის ღია, შესაბამისად, ყველაფერი გადადის დახურულ სივრცეში“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ხანდაზმული მამაკაცი პირბადით - Sputnik საქართველო
თბილისი ისევ „ლიდერობს“: კოვიდსტატისტიკა რეგიონების მიხედვით

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში  2 859-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 54 852-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 39 773 ადამიანი, გარდაიცვალა – 441, კარანტინის რეჟიმშია 3 015, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 670 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2 599 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0