ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა დასრულდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაარჩევნო ბიულეტენები
საარჩევნო ბიულეტენები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუშინ საოლქო კომისიების სხდომები ქვეყნის დიდ ქალაქებში მომიტინგეების სტვენისა და საყვირების ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ კომისიები შედეგების გაყალბებას განაგრძობენ.

თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. ბათუმის N79 საოლქო საარჩევნო კომისიამ დაასრულა 91 საჩივრის განხილვა, საიდანაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 12 საჩივარი, იუწყება „პირველი არხი“.

ასევე დაკმაყოფილდა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ მოთხოვნა და მე-19 უბნის შედეგებს გადაითვლიან. აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის 15-მდე სარჩელიდან მხოლოდ ერთი დაკმაყოფილდა.

ცესკო - Sputnik საქართველო
ცესკო: გადათვლის შედეგად რამდენიმე ოლქში არჩევნების შედეგები უცვლელი დარჩა

ბათუმის საოლქო კომისიაში საჩივრების განხილვის პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს დაცვის სამსახურმა სხდომა დაატოვებინა.

სარჩელების განხილვის დაწყებამდე სიტუაცია შენობის გარეთაც დაიძაბა, სადაც ოპოზიციის მხარდამჭერები მივიდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების დროს ჩაიმტვრა საოლქო კომისიის შენობაში მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის შუშა. სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო რამდენიმე პირმა, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი კირთაძემ, რომელსაც პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარეს.

გუშინ საოლქო კომისიების სხდომები ქვეყნის დიდ ქალაქებში მომიტინგეების სტვენისა და საყვირების ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ კომისიები შედეგების გაყალბებას აგრძელებენ.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
არჩევნების მეორე ტური: მიიღებს თუ არა მონაწილეობას ოპოზიცია?

ბოლო მონაცემებით, მმართველ პარტია „ქართული ოცნებას“ ამომრჩეველთა ხმების 48,22% აქვს და 13 მაჟორიტარულ ოლქში მოგების შედეგად მას პარლამენტში უმრავლესობა ეყოლება. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უკვე განაცხადა უარი მანდატებზე და 17 ოლქში მეორე ტურში მონაწილეობაზე. ისინი ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ და უქმეებზე თბილისსა და ბათუმში ამ მოთხოვნით მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის ქმედებებს დესტრუქციულს, დესტაბილიზაციისკენ მიმართულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი, რასაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები ადასტურებენ.

ყველა ახალი ამბავი
0