გახარია: ყველას მოგიწოდებთ, მაქსიმალურად ისარგებლოთ აპლიკაციით Stop Covid

გამოწერა
აპლიკაციის დახმარებით შესაძლებელია სტრუქტურა დალაგდეს ისე, რომ სტაციონარში მივიდეს მხოლოდ ის ადამიანი, ვისაც სტაციონარი სჭირდება, განაცხადა პრემიერმა.

თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. მაქსიმალურად ისარგებლეთ აპლიკაციით Stop Covid, რომელიც ინფიცირებულ პირთან შესაძლო კონტაქტის შესახებ აფრთხილებს მოსახლეობას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

მთავრობის ადმინისტრაციაში გიორგი გახარია და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე პრემიერმა მოისმინა კლინიკების წარმომადგენლებისა და მედიკოსების კონკრეტული მოსაზრებები და რეკომენდაციები საქართველოს მასშტაბით არსებულ კლინიკებში კლინიკურ, მათ შორის, მძიმე პაციენტების მართვის პროცესთან დაკავშირებით.

ქართული აპლიკაციით Stop Covid ფრანგული მასმედია დაინტერესდა>>

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კოვიდ-ინფიცირებულების რაოდენობის ზრდის ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია – სწრაფად მოხდეს ინფიცირებულთა ტესტირება, მათი კავშირების დადგენა და ამ ხალხის იზოლაციაში სწრაფად გადაყვანა.

„ამისთვის ძალიან კარგია აპლიკაცია Stop Covid, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გააკეთა. მეც მაქვს ტელეფონში ჩატვირთული და ყველა ადამიანს, რომელიც საავადმყოფოში ხვდება, უნდა ვუთხრათ, რომ ჩატვირთოს ეს აპლიკაცია. ჩვენი მთავარი მიზანია, სტრუქტურა დავალაგოთ ისე, რომ სტაციონარში მივიდეს მხოლოდ და მხოლოდ ის ადამიანი, ვისაც სტაციონარი სჭირდება“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის ცნობით, შეიქმნება რეანიმატოლოგთა ცალკე ჯგუფი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მძიმე და კრიტიკული პაციენტების მართვას უხელმძღვანელებს. პროცესი თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით მოქმედ კლინიკურ ჯგუფთან სრული კოორდინაციით განხორციელდება.

სმარტფონი - Sputnik საქართველო
აპლიკაცია STOP COVID-მა საქართველოში 10 ინფიცირებული პირი გამოავლინა

„როგორც კი ადამიანი ხვდება საავადმყოფოში, მისი მდგომარეობა მძიმეა ან კრიტიკული, მისი მართვა უკვე საერთო საქმეა, ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ. ამიტომ ვთვლით, რომ რეანიმატოლოგების ცალკე ჯგუფის გაკეთება იქნება სწორი. რა თქმა უნდა, კლინიკური ჯგუფის ის ცოდნა, რომელიც დაგროვილია, ყველამ უნდა გამოვიყენოთ. პირველი ტალღის წარმატებას ჰყავდა თავისი გმირები და სახეები; ახლა შევდივართ მეორე ტალღაში, სადაც სხვა რიგის პრობლემები დგას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით 16 აპრილს გავრცელებული ინოვაციური პროგრამა Stop Covid შექმნილია კორონავირუსის ადრეული გამოვლენისა და მისი გავრცელების აღკვეთის მიზნით. კერძოდ, აპლიკაცია საშუალებას იძლევა, შეაჩეროს ვირუსის გავრცელება იმ პირების დროული ინფორმირების მეშვეობით, რომლებსაც, შესაძლოა, კონტაქტი ჰქონოდათ პირებთან, რომელთაც დაუდასტურდათ კორონავირუსი.

პრემიერი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გიორგი გახარია: კორონავირუსთან ადაპტაციის ეტაპზე ვიმყოფებით

აპლიკაციის ატვირთვისთანავე პირი შეიტყობს, ჰქონდა თუ არა მას კონტაქტი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევასთან.

აპლიკაცია ვერ იმუშავებს ეფექტურად, თუ მას ბევრი ადამიანი არ გადაიწერს. სწორედ ასეთ შემთხვევაში გამარტივდება ინფიცირების ჯაჭვების, ე.წ. კლასტერების ყველა რგოლის გამოვლენა STOP COVID-ის დახმარებით.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 10225-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 5553 ადამიანი, გარდაიცვალა 66 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 

ყველა ახალი ამბავი
0