ტესტირება COVID-19-ზე

Covid-19 საქართველოში: სად გამოვლინდა ყველაზე მეტი შემთხვევა

104
(განახლებულია 12:12 03.10.2020)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 471-ით გაიზარდა და 7564-ს მიაღწია

თბილისი, 3 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევიდან 360 აჭარას უკავშირდება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებთან.

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, მაჩვენებლები ასეთია: 57– თბილისი, 22 – სამეგრელო-ზემო სვანეთი, 11 – იმერეთი,  6-6 – კახეთი და ქვემო ქართლი, 5- გურია, 3 - მცხეთა-მთიანეთი და 2 - სამცხე-ჯავახეთი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3 572 აქტიური შემთხვევაა. ენდელაძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, ინფიცირებული პაციენტებიდან 35-ის მდგომარეობა კრიტიკულია, მათგან 33 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 471-ით გაიზარდა და 7564-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რიცხვს 278 ადამიანი შეემატა.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა>>

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 3992 ადამიანი, გარდაიცვალა – 48.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

 

104
თემები:
COVID-19 საქართველოში (2237)
ლაბორატორია

სამეგრელო–ზემო სვანეთში ინფიცირების 151 შემთხვევა გამოვლინდა

3
(განახლებულია 16:49 29.10.2020)
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 47 პაციენტი, საკარანტინო სივრცეში კი იმყოფება 146 ადამიანი.

თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 451 ნიმუშებიდან 151-ზე დადებითი პასუხია, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი. 

რეგიონში დღეს გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 87 დაფიქსირდა ზუგდიდში. 11  შემთხვევა ფოთში, 9 – ხობში, 6 – წალენჯიხაში, 3 – სენაკში და 1 ჩხოროწყუში. ინფიცირებულთა უმეტესობა დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია, დანარჩენი კი ცხელებით შესული პაციენტები არიან.  

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 127 კოვიდ-პაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდ-პაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 47 პაციენტი.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში იმყოფება 146 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 35567-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 16904 ადამიანი, გარდაიცვალა – 273, კარანტინის რეჟიმშია 3324, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4209 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2346 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

3
თემები:
COVID-19 საქართველოში (2237)
მაჭახელას ეროვნული პარკი

მაჭახელას ხეობაში ეთნოსოფელი შენდება

5
(განახლებულია 16:47 29.10.2020)
ეთნოსოფელი მდინარე მაჭახელას ულამაზეს ხეობაში შენდება და ის ტურისტებისთვის კიდევ ერთი მიმზიდველი ადგილი გახდება

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. აჭარაში, მაჭახელას ხეობაში ეთნოსოფლის მშენებლობა დაიწყო, იუწყება პირველი არხი.

პროექტი მიმართულია ხეობის უნიკალური კულტურულ–ეთნოგრაფიული ფასეულობების, ისტორიისა და ტრადიციების მაქსიმალური დაცვისა და არსებული ლანდშაფტის შენარჩუნებისკენ.

ეთნოსოფელი განკუთვნილია ტურიზმის განვითარების, ეკონომიკური აქტივობის ზრდის, გარემოს დაცვისა და ასევე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისთვის.

პროექტი თანამედროვე სტანდარტების საინფორმაციო ცენტრის მშენებლობით დაიწყო. ის სრულად 2021 წლის სექტემბერში დასრულდება.

მაჭახელას საინფორმაციო ცენტრში მოეწყობა სამუშაო და საგამოფენო სივრცეები, ასევე საკონფერენციო დარბაზი.

მაჭახელას ეროვნული პარკი ფინანსურ დახმარებას მიიღებს>>

ასევე გაეროს განვითარების პროგრამა მაჭახელას ხეობისთვის დაცული ლანდშაფტის სტატუსის მინიჭებაზე მუშაობს.

მაჭახელას ხეობა ბათუმიდან 20 კილომეტრში, ზღვის დონიდან 300–800 მეტრ სიმაღლეზეა და უნიკალური ბუნებით გამოირჩევა.

5
თემები:
ტურიზმი საქართველოში