სრული მოდერნიზაცია: ყველა სამხედრო ქვედანაყოფში უახლესი სპორტული ინვენტარი დამონტაჟდება

© Sputnik / Alexander Imedashviliქართველი სამხედროები
ქართველი სამხედროები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში სამხედრო ბაზების სრული მოდერნიზაცია მიმდინარეობს.

თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა სამხედრო ქვედანაყოფში მაღალი ხარისხისა და ხანგრძლივ ექსპლუატაციაზე გათვლილი სპორტული ინვენტარი დამონტაჟდება, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტერიტორიული რეზერვის პროგრამით სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება>>

უწყების ცნობით, დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვაზიანის მეოთხე მექანიზებულ ბრიგადაში იმყოფებოდა და პირადად გაეცნო სამხედრო ბაზის უახლესი სპორტული ინვენტარითა და თანამედროვე სანტექნიკით აღჭურვის პროცესს.

„საქართველოს თავდაცვის ძალების ბაზებზე სპორტული დარბაზების განახლება და თანამედროვე ინვენტარით აღჭურვა სამხედროებში ფიზიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და ქვედანაყოფებში სხვადასხვა სპორტული სახეობის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე ყველა ბაზაზე მონტაჟდება მსოფლიო ბრენდების უმაღლესი ხარისხის თანამედროვე სანტექნიკა და სააბაზანო ინვენტარი.

საერთაშორისო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“ - Sputnik საქართველო
საქართველოში დასრულდა სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“

უწყების ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში სამხედრო ბაზების სრული მოდერნიზაცია მიმდინარეობს.

წლის ბოლომდე 60 ლოკაციაზე ყველა მოქმედი ყაზარმისა და სასადილოს, დაახლოებით 250-მდე ობიექტის სრული რეაბილიტაცია მოხდება.

სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის მიერ გაცხადებული ინფრასტრუქტურული განვითარების პოლიტიკა ნატოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტთან გათანაბრებას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0