Turkish Airlines-ის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში

თბილისი–სტამბულის მიმართულებით ჩარტერული ფრენები შესრულდება

78
(განახლებულია 20:56 09.09.2020)
აღნიშნული ფრენები იქნება გამყვანი, რაც გულისხმობს, რომ ავიაკომპანია მგზავრებს მხოლოდ თბილისი–სტამბულის მიმართულებაზე მოემსახურება.

თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. Turkish Airlines-ის შვილობილი ავიაკომპანია „ანადოლუჯეტი“ 20, 23 და 27 სექტემბერს თბილისი–სტამბულის (საბიჰა გოქჩენის აეროპორტი) მიმართულებით ჩარტერულ ფრენებს განახორციელებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ფრენები იქნება გამყვანი, რაც გულისხმობს, რომ ავიაკომპანია მგზავრებს მხოლოდ თბილისი–სტამბულის მიმართულებაზე მოემსახურება.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრები მარტში სრულად ჩაკეტა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, და საჰაერო მიმოსვლა 21 მარტიდან ყველა მიმართულებით შეწყვიტა.

ივლისის ბოლოს საქართველომ საჰაერო სივრცე გაუხსნა ხუთ ქვეყანას, რომელთა მოქალაქეებს ქვეყანაში უპირობო შემოსვლის უფლება აქვთ. ესენია გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. დანარჩენ ქვეყნებში კი მოქალაქეთა ჩასაყვანად და წამოსაყვანად საქართველოს მთავრობა სპეცრეისებს ნიშნავს.

78
თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (181)
ქეთა თოფურია

„საზიზღრობაა... კაცებო, პატივი ეცით თქვენს თავს“ - ლევ დენგოვი სოციალურ ქსელში გააკრიტიკეს

10
(განახლებულია 12:16 27.11.2020)
ქართველმა მომღერალმა ქეთა თოფურიამ ბიზნესმენ და დიპლომატ ლევ დენგოვზე სულ ახლახან იქორწინა. ნახეთ რა სკანდალში გაეხვა ლევი

ქეთა თოფურია ბელორუსული წარმოშობის ბიზნესმენზე 20 ნოემბერს დაქორწინდა და მომღერალმა ფოტოები სოციალური ქსელის საშუალებით გამოაქვეყნა, რასაც ბევრი მისალოცი წერილი და პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. თუმცა, დაიწერა ნეგატიური კომენტარებიც. კერძოდ, რუსულ ინტერნეტსივრცეში ლევ დენგოვს ფრჩხილები დაუწუნეს.

რუსული აუდიტორია წერს: „თქვენც ხედავთ პრიალა ფრჩხილებს? საშინელებაა“,
„საზიზღრობაა კაცზე ლაქით შეღებილი ფრჩხილები“, „ეს მეტროსექსუალებს ახასიათებთ“, „მგონი, რკინისა და თუთიის ნაკლებობა აქვს“, „კაცებო, პატივი ეცით თქვენს თავს. არ გჭირდებათ ფრჩხილების გაპრიალება და ლაქის წასმა“ და ა.შ.

პანდემიის გამო მომღერალმა მოკრძალებული ქორწილი გადაიხადა, სადაც სტუმრები მხოლოდ ერთი სუფრის ირგვლივ შეიკრიბნენ. გამორჩეულ ადამიანებს შორის მოხვდნენ ქეთას უახლოესი მეგობრები, რუსეთში მცხოვრები დიზაინერი არტურ არუთინოვი, ფოტომოდელი მიმი შელია, ასევე დიზაინერი ლიკა ალადაშვილი, ქეთას დედა და ქეთას ბავშვობის მეგობარი ნუცა ბერიძე, რომელიც ასევე რუსეთში მოღვაწეობს.

სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ქეთას დაქორწინების შესახებ 23 ნოემბერს გაიგეს. მომღერალმა და ბიზნესმენმა ლევ დენგოვმა ხელი 20 ნოემბერს მოაწერეს. ქეთას თეთრი დეკოლტირებული, ტანზე მომდგარი თეთრი კაბა ეცვა, ნეფე კი ტრადიციულ კოსტიუმში იყო გამოწყობილი.

ქეთასთვის ეს მეორე ქორწინებაა. მომღერალი პირველად 2012 წელს გათხოვდა და ცოლად რუსეთში მოღვაწე ებრაელ მილიონერს, 37 წლის ლევ გეიხმანს გაჰყვა. მოგვიანებით წყვილი რეპერი გუფის სკანდალის შემდეგ დაშორდა, თუმცა ორივე ერთხმად აღნიშნავდა, რომ ქეთას ცხოვრებაში რეპერი მათი დაშორების შემდეგ გამოჩნდა. წყვილს ერთი შვილი - ოლივია გეიხმანი ჰყავს.

View this post on Instagram

A post shared by Nutsa Beridze (@nucacuca)

რაც შეეხებათ ქეთას და ლევ დენგოვს, მათ პირველი საერთო შვილი რამდენიმე კვირაში ეყოლებათ. ბოლო პერიოდის მანძილზე და მანამ, სანამ პანდემია დაიწყებოდა, ცნობილმა მომღერალმა სტილის შეცვლა დაიწყო. შესამჩნევი ცვლილებები ხმაურის გარეშე არ დარჩა. არტისტის გარდერობში მომრავლდა Oversize კაბები და მაისურები, რამაც თაყვანისმცემლებს ეჭვი გაუჩინა. ტაბლოიდები მის ფეხმძიმობაზე აქტიურად წერდნენ.

მომღერალმა გულანთებულ ფანებს სიახლე სულ რამდენიმე დღის წინ გაუმხილა. მან ახალი სიმღერა ჩაწერა, რომლის ვიდეოკლიპში მოზრდილი მუცლით გამოჩნდა. ქეთამ პირველი შვილი 2015 წელს მოავლინა ქვეყნად, მეორეს კი ახლა ელოდება.

View this post on Instagram

A post shared by @beautiful_brideee

ქეთა თოფურიას პირადი ცხოვრება ქართული და რუსული პრესის ყურადღების ცენტრში ყოველთვის ხვდება. რეპერ გუფთან დაშორების შემდეგ A'Studio-ს ქართველმა სოლისტმა პირობა დადო, რომ პირად ცხოვრებაზე არასდროს ილაპარაკებდა, თუმცა იტალიაში წასვლის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში ამომწურავი პასუხი გასცა გუფთან რომანისა და ქმართან დაშორების შესახებ გავრცელებულ ჭორებს. მოგვიანებით კი ახალ პარტნიორზე ალაპარაკდა, რომლისგანაც, სავარაუდოდ, ვაჟს ელოდება.

10
თემები:
სელებრითების ცხოვრება
ჯაბა კილაძე

ჯაბა კილაძე: ეს ბეწვის ხიდზე გასავლელი ურთიერთობაა“

11
(განახლებულია 11:32 27.11.2020)
ჯაბა კილაძე საუბრობს ასაკით უმცროს ადამიანებთან ურთიერთობაზე და ამ საკითხს საკუთარი მოზარდი შვილის მაგალითზე განიხილავს.
ჯაბა კილაძე: „ ეს ბეწვის ხიდზე გასავლელი ურთიერთობაა“
„ალბათ უნდა გაიხსენო საკუთარი თავი, როცა პატარა იყავი. როგორ გექცეოდნენ, როგორ გარიგებდნენ ჭკუას, რა მოსწონდათ. შენ რა მოგწონდა, რა გამოგადგა და რა არ გამოგადგა. დაფიქრება გმართებს, როცა შენზე უმცროს ადამიანს ეხები ან რაიმეს ეუბნები, იმიტომ რომ ის სრულფასოვანი ადამიანია“, - ამბობს ჯაბა კილაძე.

მსახიობ ჯაბა კილაძის აზრით „არ არის აუცილებელი, რომ ადამიანი 18 წლის იყოს და მაშინ უთხრა: შენი თავი გეკუთვნისო, მანამდეც მას ეუთვნის. მე მშობლებში ძალიან გამიმართლა, რადგან მათმა ჩემდამი დამოკიდებულებამ თავიდანვე გაამართლა. თავისუფლებას ისინი ყოველთვის მაძლევდენ და პირველი ნაბიჯი ყოველთვის მე უნდა გადამედგა.“

11