საქართველოდან დისტანციურად მუშაობის მსურველი უცხოელებისთვის შემოსვლის წესები გამოქვეყნდა

© Photo: courtesy of Miho Neimanდისტანციური მუშაობა
დისტანციური მუშაობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველოდან ფარგლებს გარეთ  დისტანციურად ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით ელექტრონულ პროგრამაში გაკეთებულ განაცხადს უფლებამოსილი ორგანო ათი სამუშაო დღის ვადაში განიხილავს

თბილისი, 26 აგვისტო - Sputnik. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც პანდემიის დროს საქართველოს დისტანციურად მუშაობის მიზნით ესტუმრებიან, უნდა ჰქონდეთ არანაკლებ ორი ათასი დოლარის ოდენობის ანაზღაურება. ამის შესახებ საუბარია „უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველოდან ფარგლებს გარეთ  დისტანციურად ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით ელექტრონულ პროგრამაში განაცხადის შევსებისა და თანხმობის მიღების წესში“.

საქართველომ გახსნა საზღვრები ბიზნესვიზიტორებისთვის, თუმცა დაადგინა წესები - ფასიანი 12-დღიანი კარანტინი და კორონავირუსზე ფასიანი ტესტირება ქვეყნის შიგნით, ასევე ელექტრონული განაცხადის შევსება წინასწარ.

თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
საქართველოში უცხოელებისთვის ლეგალურად ყოფნის ვადა გახანგრძლივდა

განაცხადის გაკეთების წესები გამოქვეყნებულია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე. დოკუმენტის თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც სურს საქართველოდან ბიზნეს/შრომითი საქმიანობის დისტანციურად განხორციელება, ავსებს განაცხადს ელექტრონულ პროგრამაში ვებგვერდის www.stopcov.ge მეშვეობით.

„განაცხადის შემვსები პირი ვალდებულია, განაცხადის შევსებისას ელექტრონულ პროგრამაში ატვირთოს მოქმედი პასპორტის ასლი, ინფორმაცია პირადი მონაცემების შესახებ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი), ინფორმაცია უცხოელი დამსაქმებლის შესახებ, უცხოელი დამსაქმებლის საკონტაქტო ინფორმაცია, ინფორმაცია სამსახურებრივი პოზიციისა და შემოსავლის შესახებ, ბოლო 1 წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის დასტური (საბანკო ამონაწერი ან რაიმე სხვა სახის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც უნდა შეადგენდეს არანაკლებ თვეში 2,000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარის ოდენობით, წინასწარი დასტური სავალდებულო 12-დღიანი კარანტინის გავლის შესახებ, სავალდებულო ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც ვალიდურია არანაკლებ 6 თვის განმავლობაში და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შემთხვევაში“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ამ დოკუმენტებს წარადგენენ მხოლოდ ის უცხოელები, რომლებსაც უვიზო შემოსვლის უფლება გააჩნიათ. წესი არ ვრცელდება იმ ქვეყნების მოქალაქეებზე, რომელთათვისაც საქართველოში კარანტინის გავლა საჭირო არ არის.

დოკუმენტის თანახმად, ნებართვას ამ შემთხვევაში გასცემს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. განაცხადებს განიხილავს უფლებამოსილი ორგანო მისი წარდგენიდან ათი სამუშაო დღის ვადაში.

ყველა ახალი ამბავი
0