სასწრაფო დახმარების მანქანა ქობულეთში

COVID-19 ქობულეთში: ინფიცირებულია სასტუმროს მეპატრონე

170
(განახლებულია 18:10 21.08.2020)
ქობულეთში კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის კონტაქტები დადგენილია, ყველა მათგანი კარანტინზეა გადაყვანილი

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. ინფექციონისტებმა ქობულეთში მდებარე საოჯახო ტიპის სასტუმროს მეპატრონეს კორონავირუსი დაუდგინეს, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირებული დაახლოებით 60 წლამდე მამაკაცია და ის თბილისში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. მამაკაცი ღამით გადაიყვანეს COVID-ცენტრში.

გარდა  კონკრეტულად ინფიცირებულისა, კარანტინზეა გადაყვანილი 18 პირი, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ სასტუმროს მეპატრონესთან, ხოლო კიდევ სამი პირი თვითიზოლაციაში იმყოფება.

ამ დროისათვის ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც აჭარის საზოგადოებტივი ჯანდაცვის ცენტრში აღნიშნავენ, აღნიშნული შემთხვევა არ უკავშირდება კაფე „ჰავანას“.

აღსანიშნავია, რომ დღეისათვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 26 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

სულ საქართველოში, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, ინფიცირების 1 385 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან განიკურნა 1 128 და გარდაიცვალა 17 პაციენტი. კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

170
თემები:
COVID-19 საქართველოში (1781)
პატრული

ფონიჭალაში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს

2
(განახლებულია 12:19 23.09.2020)
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნარკორეალიზატორებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

 

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით ფონიჭალის დასახლებაში  11 ნარკორეალიზატორი დააკავეს, იუწყება შინგან საქმეთა სამინისტრო. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
პოლიციამ დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“,  თანხა და მობილური ტელეფონები ამოიღო.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში  დაკავებულებს  8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილით, მე-5 და მე-6 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

2
თემები:
ნარკოდანაშაული საქართველოში
ნინო ბურჯანაძე

ბურჯანაძე: სააკაშვილი საქართველოში არ დაბრუნდება თავის კეთილდღეობას ეჭვქვეშ არ დააყენებს

15
(განახლებულია 13:51 23.09.2020)
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დაბრუნებას აპირებს, ხოლო „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, პრემიერად მისი კანდიდატურა წამოაყენა

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, პარტია „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავისი დაპირებების მიუხედავად, სამშობლოში არ დაბრუნდება.

„არა, არ დაბრუნდება. ეს ის ადამიანი არ არის, რომელიც თავის კეთილდღეობასა და თავისუფლებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. მისი ჩამოსვლის შანსი 1%–ია. ხელისუფლებაში ნამდვილად არ დაბრუნდება. ქართველი ხალხი პარტია „ნაცმოძროაბას“ იმდენი რაოდენობით არ დაუჭერს მხარს, რომ ის პირველ ადგილზე გავიდეს და მთავრობა ჩამოაყალიბოს. კოალიციურ მთავრობაშიც კი არასდროს დავუჭერ მხარს სააკაშვილს", - განაცხადა ბურჯანაძემ РИА Новости–სთან ინტერვიუში.

პოლიტიკოსის თქმით, როდესაც ექს–პრეზიდენტმა 2013 წელს საქართველო დატოვა, ის უღირსად მოიქცა. ამასთან, ბურჯანაძე მიიჩნევს, სააკაშვილი რომ ქართული მართლმსაჯულების წინაშე წამდგარიყო, მას ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი ჰქონდა, რადგან „ხალხი მალე ივიწყებს ყველაფერს“.

„არ უნდა წასულიყო. როდესაც სააკაშვილი და მისი ხელისუფლება თავის დროზე მდევნიდა, როცა აპატიმრებდნენ ჩემს შვილს და როდესაც არავის შეეძლო ჩემთვის უსაფრთხოების გარანტიის მოცემა, როდესაც ყველა, ვინც მიცავდა, მძღოლებიც კი, დააპატიმრეს, მე არ წავსულვარ“, – დასძინა მან.

უფრო ადრე სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინიდან საქართველოში ბრუნდება. მან აღიარა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს ბევრი შეცდომა დაუშვა, თუმცა ახლა საკმარისი გამოცდილება შეიძინა, რომ უფრო ღირსეულად „ემსახუროს თავის ქვეყანას“. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა სააკაშვილის განცხადება უარყოფითად შეაფასეს. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პირობა დადო, რომ მას საზღვრის გადმოკვეთისთანავე დააკავებენ.

ინტერვიუს სრული ტექსტი იხილეთ ria.ru–ზე.

15