მთავრობა ონკოდაავადებულების მკურნალობის სრულ დაფინანსებას აპირებს

© photo : Georgian Government / FBპრემიერი გიორგი გახარია
პრემიერი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გახარიას განცხადებით, საქართველოს 1 972 მოქალაქისთვის, ვინც ამ პროგრამით სარგებლობს, ეს იქნება სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა.

თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ებრძვის ამ მძიმე სენს, ექნება შესაძლებლობა, მკურნალობის სრული კურსი ჩაიტაროს ჯიბიდან ყველანაირი გადახდის გარეშე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

საქართველოში კიბოთი დაავადებულ მოზარდთა რაოდენობა ექვსჯერ გაიზარდა>>

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა ჯერ კიდევ პრობლემურია და ამიტომ სახელმწიფო ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომობას გაზრდის.

პაციენტები კლინიკაში - Sputnik საქართველო
ჯანდაცვის სამინისტრო: კიბოს სკრინინგზე ხელმისაწვდომობა 2020 წლიდან იზრდება

„ონკოდაავადებათა მკურნალობის მეოთხე ეტაპი იყო პრობლემა, როდესაც სიმსივნის გამოვლენის შემთხვევაში, მკურნალობის გარკვეულ ეტაპზე ჩვენს მოქალაქეებს ჯიბიდან გადახდა უწევდათ. დარწმუნებული ვარ, მივიღებთ გადაწყვეტილებას პროგრამის 8 ათასი ლარით (ერთ პაციენტზე) გაზრდის შესახებ“, – განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე აღნიშნული პროგრამით საქართველოს 1 972 მოქალაქე სარგებლობს და მათთვის ეს იქნება სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. სულ ამ პროგრამით შეიძლება 40 ათასამდე ადამიანმა ისარგებლოს.

გიორგი გახარიას განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე მინისტრთა კაბინეტი სწორედ დღეს იმსჯელებს.

თბილისელებს კიბოს დამარცხებაში დაეხმარებიან>>

საქართველოში ყოველწლიურად კიბოთი დაავადების დაახლოებით ცხრა ათასი ახალი შემთხვევა ვლინდება. ამჟამად ქვეყანაში სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს ონკოპაციენტების ქიმიოთერაპიით მკურნალობის 70%-ს, ჰორმონოთერაპიის ზოგიერთ ხარჯს, ასევე სხივურ თერაპიასა და ძვირადღირებულ პრეპარატებს. თუმცა, არის ზოგიერთი სერვისი, რომლებსაც სახელმწიფო არ აფინანსებს. თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება და ამის შემდეგ გამოიყოფა გარკვეული თანხა.

ყველა ახალი ამბავი
0