შსს: მესტიაში საკარანტინო შეზღუდვები უწყვეტ რეჟიმში კონტროლდება

© photo: Sputnik / Nika Latariaბლოკპოსტი სოფელ ლენჯერთან
ბლოკპოსტი სოფელ ლენჯერთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში სპეციალური საველე ინფრასტრუქტურა მოეწყო. პოლიცია ძირითად გზებზე განთავსებული საკონტროლო-გამშვები საგუშაგოების მეშვეობით განაგრძობს მოქალაქეთა გადაადგილების კონტროლს.

თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სვანეთის რეგიონში, მესტიის მუნიციპალიტეტში, საკარანტინო ზონაში დაწესებული შეზღუდვების კონტროლს განსაკუთრებულ რეჟიმში განაგრძობენ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მინისტრი: სვანეთში კვების პროდუქტების დეფიციტი არ იქნება>>

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბარჯასა და ლენჯერში სპეციალური საველე ინფრასტრუქტურა მოეწყო. აღნიშნულ სოფლებში, ზუგდიდი–მესტიის დამაკავშირებელ გზაზე ორი კარავი დამონტაჟდა, სადაც პოლიცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან ერთად მოქალაქეთა სპეციალურ აღრიცხვას აწარმოებს. საკონტროლო-გამშვებ პუნქტებში მიმდინარეობს მესტიის მუნიციპალიტეტში შესული და გამოსული ადამიანების თერმოსკრინინგი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებისა და სვანეთში შექმნილი რეგიონული შტაბის ორგანიზებით მესტიის მუნიციპალიტეტიდან მოქალაქეების გამოყვანა მოხდა მათივე კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებებით. პოლიციამ უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით უზრუნველყო მოქალაქეთა ესკორტირება სხვადასხვა რეგიონში მდებარე საკარანტინო სივრცეების მიმართულებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

პოლიცია ძირითად გზებზე განთავსებული საკონტროლო-გამშვები საგუშაგოების მეშვეობით განაგრძობს მოქალაქეთა გადაადგილების კონტროლს.

პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო
პაატა იმნაძე: 30 შემთხვევა დაკავშირებულია ერთ კერასთან – ეს ძალიან ბევრია

რამდენიმე დღის წინ სვანეთში, კერძოდ, მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 17 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შემდეგ საქართველოს მთავრობამ მესტიაში საკარანტინო შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო და ახალი ინფიცირებულების გამოსავლენად რეგიონში ეპიდემიოლოგები გაგზავნა.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ 10 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მესტიის მუნიციპალიტეტში მაღალი ეპიდემიური რისკის გამო კარანტინი დაწესდა, შეიზღუდა შესვლა-გამოსვლა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 14-ით გაიზარდა და 1278-ს მიაღწია. ამ 14 ადამიანიდან 12 მესტიასთან კავშირშია.

ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 1058 ადამიანი, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7718, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 245 პაციენტია.

 

ყველა ახალი ამბავი
0