პარკი სენაკში

სათავგადასავლო ატრაქციები: ნოქალაქევში „თოკების პარკი“ და130 მეტრიანი ზიპლაინი მოეწყო

273
(განახლებულია 21:57 29.07.2020)
პროექტი საქართველოს მთავრობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ ხორციელდება.

თბილისი, 29 ივლისი - Sputnik. ნოქალაქევში, მდინარე ტეხურის ხეობაში რეკრეაციული ზონის განვითარებისთვის სათავგადასავლო და დასასვენებელი ატრაქციები მოეწყობა,  ნათქვამია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნოქალაქევში, პროექტ „სენაკის ეკონომიკური განვითარება ტურიზმის ხელშეწყობის გზით“  ფარგლებში, ამ ეტაპზე მოწყობილია შემეცნებით-გასართობი ატრაქცია „თოკების პარკი“, ასევე დასრულებულია 130 მეტრი სიგრძის ზიპლაინის მოწყობა.

Канатный пар в Сенаки
გასართობი პარკი სენაკში

ადმინისტრაციის ცნობით, აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ეწყობა პარკირება/ავტოკემპინგის ზონა შესაბამისი ინფრასტრუქტურით. ასევე, იგეგმება ფრინველებზე დაკვირვების პლატფორმის მოწყობა.

„სენაკის ეკონომიკური განვითარება ტურიზმის ხელშეწყობის გზით“ ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, ნინო ვიბლიანი, დავით წვერავა და სხვა მაღალჩინოსნები გაეცნენ.

პროექტი „სენაკის ეკონომიკური განვითარება ტურიზმის ხელშეწყობის გზით“ საქართველოს მთავრობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ ხორციელდება.

 

273
სისხლის ანალიზი ლაბორატორიაში

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

13
(განახლებულია 11:05 21.09.2020)
ამ დროისათვის ინფიცირებულია 3695 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1534. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4988, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ – 836

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ეს ამ ვირუსის შედეგად გარდაცვალების მეოცე შემთხვევაა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 193-ით გაიზარდა და 3695-ს მიაღწია. 

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1534 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4988, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

13
თემები:
COVID-19 საქართველოში
ლაბორატორია

სენაკის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგს კორონავირუსი დაუდგინდათ

17
ვიდრე არ გაირკვევა როგორი ეპიდემიოლოგიური ვითარებაა სკოლაში, დაწესებულება დისტანციურ რეჟიმში იმუშავებს

თბილისი, 21 სექტემბერი  — Sputnik.  სენაკის საჯარო სკოლაში, სადაც პედაგოგსა და ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა , სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება, განაცხადა სენაკის საგანმანათლებლო რესურ-ცენტრის უფროსმა დარეჯან ზარანდიამ. 

ეპიდემიოლოგების ვარაუდით, მასწავლებელს ვირუსი სენაკელი ქალისგან გადაედო, რომელიც დადასტურებულ შემთხვევას წარმოადგენს, მოსწავლეები კი მისი კონტაქტები არიან. სკოლის ყველა მოსწავლეს და პედაგოგს PCR-ტესტი უკვე ჩაუტარდათ, რომლის პასუხიც დღეს გახდება ცნობილი.

„აღნიშნულ სკოლაში სასწავლო პროცესი 15 სსექტემბერს ჩვეულ რეჟიმში განახლდა.   ამ ეტაპზე კი სკოლის მთლიანი შემადგენლობა – მოსწავლეები და პედაგოგები თვითიზოლაციაში იმყოფებიან და ვიდრე არ გაირკვევა როგორი ეპიდემიოლოგიური ვითარებაა სკოლაში, დაწესებულება დისტანციურ რეჟიმში იმუშავებს“, – განაცხადა ზარანდიამ. 

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ყველა სკოლაში სწავლა 2 მარტს შეწყდა, მეცადინეობები დისტანციურად წარიმართა. სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო ქვეყნის რვა ქალაქის – თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ქობულეთის, ფოთის, რუსთავის, ზუგდიდის, გორის, ასევე კახეთის, გურიისა და შიდა ქართლის ზოგიერთი სოფლის სკოლებში სწავლა ორი კვირის განმავლობაში, 1 ოქტომბრამდე დისტანციურად წარიმართება. ქვეყნის მასშტაბით არსებულ დანარჩენ სასწავლო დაწესებულებაში სწავლა ჩვეულებრივ რეჟიმში დაიწყო.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 193-ით გაიზარდა და 3695-ს მიაღწია,  ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1534 ადამიანი.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

17
თემები:
COVID-19 საქართველოში