გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტები საქართველოში: პირველი ექვსი თვის მონაცემები

© Sputnik / Alexander Imedashviliგარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტები საქართველოში: პირველი ექვსი თვის მონაცემები
გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტები საქართველოში: პირველი ექვსი თვის მონაცემები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდარღვევების უმეტესი რაოდენობა გარემოს დაბინძურებას ეხება: ექვს თვეში ასეთი ათასზე მეტი ფაქტი გამოავლინეს.

თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. ბოლო ექვს თვეში საქართველოში 4 121 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოვლინდა, აქედან 224 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

დარღვევები დაფიქსირდა 2020 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში.

თბილისის ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო
სასჯელი გარემოსთვის ზიანის მიყენების გამო გამკაცრდა

ყველაზე მეტი დარღვევა შეეხება გარემოს დაბინძურებას – 1 002 ფაქტი. ამ პერიოდში გამოვლინდა ტყის კანონმდებლობის დარღვევის 942 ფაქტი, მათ შორის ხეტყის უკანონო მოჭრისა და ტრანსპორტირების 619 შემთხვევა, ტყის სახერხი საწარმოების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 206, თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევის 290, წიაღის კანონმდებლობის დარღვევის 241, ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევის 561, წყლის კანონმდებლობის დარღვევის 75, მიწის კანონმდებლობის დარღვევის 59 ფაქტი.

ნახევარ წელიწადში ასევე გამოვლინდა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების 126 სხვა ფაქტი.

აჭარასა და გურიაში გამოვლინდა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების 1 047 ფაქტი, კახეთში – 824, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 813, სამეგრელო–ზემო სვანეთში – 376, აღმოსავლეთის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 340, ქვემო ქართლში – 239, სამცხე-ჯავახეთში – 218 ფაქტი. შავ ზღვაზე კი შავი ზღვის დაცვის კონვენციურმა სამმართველომ 16 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინა.

ჯარიმები გარემოს დაბინძურებისთვის იზრდება – თბილისის მერია სანქციებს ამკაცრებს>>

რაც შეეხება თბილისს, აქ ნახევარ წელიწადში გამოვლინდა 248 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა. აქედან ათი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.

ყველა ახალი ამბავი
0