რიკოთის გვირაბი დროებით დაიკეტება

© photo: Sputnik / Stringerრიკოთის გვირაბი
რიკოთის გვირაბი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გვირაბის დაკეტვის გამო რამდენიმე საათის მანძილზე ავტოტრანსპორტი უღელტეხილზე შემოსავლელი საავტომობილო გზით ისარგებლებს.

თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. რიკოთის გვირაბში ყველა სახის ავტომობილის გადაადგილება 16 ივნისს, 06:00-დან 12:00 საათამდე აიკრძალება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

რიკოთის გვირაბი რამდენიმე საათით საავტომობილო გზის სავალი ნაწილის დაზიანებული ადგილების ასფალტ-ბეტონით შევსების სამუშაოების წარმოების მიზნით იკეტება.

საქართველოში აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის მშენებლობა გრძელდება>>

აღნიშნულ პერიოდში ავტომობილები შემოვლითი გზით ისარგებლებენ. ტრანსპორტის გადაადგილებას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.

ყველა ახალი ამბავი
0