პოლიციელები ბლოკპოსტზე

რა შეზღუდვები რჩება ძალაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ

568
(განახლებულია 22:14 22.05.2020)
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 21 მარტს ერთი თვით გამოცხადდა, შემდეგ 22 მაისამდე გაგრძელდა.

თბილისი, 22 მაისი - Sputnik. საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 23 მაისიდან უქმდება – პრეზიდენტის დეკრეტით გათვალისწინებული შეზღუდვები თბილისის დროით 00:00 საათიდან მოიხსნება.

23 მაისიდან იხსნება შემდეგი სახის შეზღუდვები:

დღეს საქართველოს პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში“ ცვლილებები მიიღო, რომელიც გულისხმობს და, რომლის შესაბამისადაც დარეგულირდება მთავრობის დადგენილებით ყველა ის შეზღუდვა, რომელიც იმოქმედებს საქართველოში 15 ივლისამდე.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, მთავრობის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, 23 მაისიდან 15 ივლისამდე საქართველოში შემდეგი შეზღუდვები იმოქმედებს:

  • დახურულ საჯარო სივრცეებში სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება, მათ შორის სავაჭრო ობიექტებშიც. ასევე სავალდებულო იქნება სოციალური დისტანციის დაცვა.
  • სამკაციანი შეზღუდვა ავტომობილებში იმოქმედებს მხოლოდ ტაქსით მომსახურების დროს. ასევე ტაქსის ყველა მძღოლი ვალდებული იქნება გამოიყენოს პირბადე.
  • შეზღუდვები შენარჩუნდება ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე
  • შეზღუდული რჩება სამედიცინო პროდუქციის ექსპორტი, საუბარია პროდუქციაზე, რომელიც აუცილებელია კორონავირუსთან ბრძოლაში
  • შეზღუდვები ძალაში რჩება კვების ობიექტებში – ბარებში, კაფეებსა და რესტორნებში მხოლოდ მიტანის სერვისი იმუშავებს
  • სასტუმროების ფუნქციონირება იქნება შეზღუდული, გარდა საკარანტინო ზონებისა
  • ასევე ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა არის კვლავაც შეზღუდული, გარდა ონლაინ ვაჭრობისა
  • შეზღუდული რჩება ე.წ. მოლებისა და ბაზრობების ფუნქციონირება, გარდა იმ აგრარული ბაზრებისა, რომლებიც უკვე ფუნქციონირებენ
  • შეზღუდულია სპორტული და კულტურული ობიექტების ფუნქციონირება და ამ ხასიათის ღონისძიებების ჩატარება
  • აზარტული და მომგებიანი თამაშების წარმოება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ელექტრონული ფორმით
  • სახელმწიფო სერვისების ნაწილი კვლავაც დისტანციურად განხორციელდება

გარდა ამისა, ყველა ის ბიზნეს-სუბიექტი, რომელიც აგრძელებს საქმიანობას, ვალდებულია დაიცვას მოთხოვნები, რომელიც არის წარდგენილი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, ხოლო თუ ისინი დაკავებული არიან სურსათის წარმოებით, სავალდებულოა სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება.

საქართველოში ცნობით: ტურისტებს ე.წ. COVID-პასპორტის მსგავს დოკუმენტს მოსთხოვენ>>

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 21 მარტს ერთი თვით გამოცხადდა, შემდეგ 22 მაისამდე გაგრძელდა.

საქართველოში დაავადებულთა რაოდენობა ყველაზე ნაკლებია ევროპაში. ექსპერტების თვალსაზრისით, ეს მიღწეულია დროულად შემოღებული შეზღუდვებისა და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გამო. ქვეყანაში ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა და 22 მაისისთვის 723-ს შეადგენს. აქედან 495 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 12.

568
თემები:
COVID-19 საქართველოში (1398)
ვაშლი ხის ტოტზე

ყურძნის შემდეგ ვაშლი: მთავრობამ ვაშლის შესყიდვის სუბსიდირება გადაწყვიტა

10
(განახლებულია 12:15 13.08.2020)
პრემიერის განცხადებით, ფერმერული საქმიანობის სტიმულირება მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი მიზნობრივი მიმართულებაა

თბილისი, 13 აგვისტო - Sputnik. ყველა ის კომპანია, რომელიც ჩაერთვება სპეციალურად ვაშლის დაბინავების მიზნით შექმნილ შემსყიდველ შტაბში, სუბსიდირებას მიიღებს დამატებითი 10 თეთრის რაოდენობით, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

„რქაწითელი" და „კახური მწვანე": მთავრობა რთვლის სუბსიდირებას გეგმავს>>

პრემიერის  განცხადებით, ეკონომიკური კრიზისის ფარგლებში მთავრობა  სექტორულად ეხმარება სხვადასხვა დარგს და, მათ შორის, განსაკუთრებულ ყურადღებას სოფლის მეურნეობას აქცევს.

„ძირითადი მიზანი გახლავთ, რომ ჩვენი ფერმერების არც ერთი გრამი პროდუქტი ​დაუბინავებელი არ უნდა დარჩეს. ამ მოტივით იყო განპირობებული ჩვენი დახმარება მევენახეებისთვის და მოგეხსენებათ, მთავრობა ასუბსიდირებს ყურძნის შესყიდვას წელს და შემდეგი ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ გადავდგამთ, ეს იქნება ვაშლი“, - აღნიშნა გახარიამ.

მისი განმარტებით,  საერთაშორისო ბაზრებზე წელს ვაშლის ფასი საკმაოდ დაეცა და ამიტომ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეკომენდაციით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის 10 თეთრით სუბსიდირების შესახებ. საბოლოოდ, ფერმერებისთვის ვაშლის ფასი იქნება არანაკლებ 22 თეთრისა.

„ეს ძალზე მნიშვნელოვანია რეგიონისთვის, ამიტომ აქ გვმართებს სწორი და ეფექტური მუშაობა. ეს პროგრამა გაგრძელდება 2020 წლის დეკემბრამდე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ივლისში ცნობილი გახდა, რომ მთავრობა ქართული ყურძნის ჯიშების „რქაწითელისა" და „კახური მწვანის" სუბსიდირებას განახორციელებს.

პრემიერის თქმით, ფერმერული საქმიანობის სტიმულირება მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი მიზნობრივი მიმართულებაა.

10
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ადამიანები ხიდზე

რას ფიქრობენ ქართველები რუსეთზე ამერიკული კვლევა

35
(განახლებულია 12:05 13.08.2020)
ქართველთა უმრავლესობა მხარს უჭერს ქართულ-რუსულ დიალოგს და აღნიშნავს, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები სასურველია, საუკეთესო იყოს.

თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გამოკითხვამ აჩვენა, რომ ქართველთა 75% რუსეთთან შემდგომი დიალოგის მომხრეა.

საქართველოს ყოველი მესამე მცხოვრები ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემს – IRI-ს გამოკითხვა>>

კითხვაზე „მხარს უჭერთ თუ არა საქართველოსა და რუსეთს შორის შემდგომ დიალოგს“, გამოკითხულთა 40% -მა უპასუხა, რომ სრულად უჭერენ მხარს, 35% კი ამას მხარს ნაწილობრივ უჭერს.

გამოკითხულთა მხოლოდ 14%-ია დიალოგის წინააღმდეგი, ნაწილობრივ წინააღმდეგია 8%. რესპონდენტთა 3% -მა უარი თქვა პასუხის გაცემაზე.

ამავე დროს, საქართველოში გამოკითხულთა 84% მიიჩნევს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობა ცუდია, 6% ფიქრობს, რომ კარგია,  ხოლო 8%  ნეიტრალურად მიიჩნევს.

ამავე გამოკითხვის თანახმად, ქართველთა 71% მიიჩნევს, რომ ურთიერთობები სომხეთთან კარგია, 14%  ფიქრობს, რომ ნეიტრალურია და  10% - ცუდი.

რომელი უცხოური ენაა ყველაზე პოპულარული საქართველოში – ამერიკული კვლევის შედეგები>>

აზერბაიჯანთან კარგი ურთიერთობია, მიიჩნევს გამოკითხულთა 68%, ნეიტრალურია - 13%, ხოლო 14% ფიქრობს, რომ ცუდია.

35
თემები:
ქართულ–რუსული ურთიერთობები