ბათუმის საქალაქო სასამართლო

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან პოლიციაა მობილიზებული

108
(განახლებულია 20:14 27.05.2020)
რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ ისინი უკანონოდ არიან დაკავებულები და  მათ გათავისუფლებას მოითხოვენ

თბილისი, 9 მაისი - Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლოში რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ, იუწყება ტელეკომანია „რუსთავი2“. 

რეზო წულუკიძე და ელდარ ანთაძე ხულიგნობის მუხლით რამდენიმე დღის წინ დააკავეს. დაკავების მიზეზი კონფლიქტი გახდა, რა დროსაც რამდენიმე პირი ცივი იარაღით დაჭრეს.

სასამართლოს შენობასთან ბრალდებული პირების ოჯახის წევრები და ახლობლები არიან შეკრებილნი. ადგილზე ასევე მობილიზებულია სამართალდამცველთა დიდი რაოდენობა.

რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ ისინი უკანონოდ არიან დაკავებულები და  მათ გათავისუფლებას მოითხოვენ. ამავე მოთხოვნით ისინი გუშინ აჭარის მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ და აქცია გამართეს, სადაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო ოთხი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ხულიგნობას გულისხმობს.

 

108
თემები:
კრიმინალი საქართველოში (992)
ნიკა გვარამია

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე: ნიკა გვარამიამ სასამართლოს კითხვებს უპასუხა

100
ტელეკომპანიის განკარგულებაში აღმოჩნდა ვიდეოკადრები, რომლებიც გამოძიების ოფიციალურ ვერსიებში არ ყოფილა

თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ 19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს ჩვენება მისცა.

ცნობილი გახდა ექსპერტიზის პასუხი – რა გახდა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი >>

გარდაცვლილ ახალგაზრდა სპორტსმენს არაგვში 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მიაგნეს. ის უკვალოდ დაიკარგა წვეულებაზე მომხდარი ჩხუბის შემდეგ, რომელიც მცხეთის აგარაკზე სტუმრებს შორის მოხდა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ 19 წლის ფეხბურთელის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ასევე მას აღმოაჩნდა უამრავი დაზიანება, რაც საქმის გადაკვალიფიცირების საფუძველი გახდა - ჯგუფური ძალადობის მუხლი მკვლელობით შეიცვალა.

„მთავარი არხი“ და მისი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შაქარაშვილის გაუჩინარების მომენტიდან აქტიურად აშუქებდნენ ამ თემას და აჩვენებდნენ ახალ-ახალ კადრებს, რომლებიც გამოძიების ოფიციალურ ვერსიებში არ ყოფილა. სწორედ ეს გახდა გვარამიას სასამართლოში გამოკითხვის მიზეზი.

„წყაროები არ გავამხილე, არ მივიჩნევ საჭიროდ. მეორე შეკითხვა იყო ბევრ საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც ეთერში გამოვთქვამ, როგორც ლოგიკურ ვარაუდს, ვინაიდან საქმეში იმალება მთელი რიგი დეტალები და ამიტომ გვიწევს მიხვედრა, შევსება ამ სურათის“, - განაცხადა გვარამიამ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ მას უსვამდნენ კითხვებს იმ კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიც მან ეთერში დაასახელა.

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულია 17 ადამიანი, რომლებსაც ჯგუფური ძალადობის, მისი ორგანიზებისა და ძალადობის ბრალდებით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. პირთა ჯგუფის მიერ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდება ჯერჯერობით არავისთვის არ წაუყენებიათ.

ამჟამად გამოძიებამ დანიშნა დამატებითი ექსპერტიზები, რათა გაირკვეს ექსპერტიზის მიერ უკვე დადგენილი დაზიანებების წარმომავლობა და საქმის სხვა გარემოებები. ექსპერტებმა უნდა უპასუხონ მთავარ კითხვაზე - როგორ აღმოჩნდა შაქარაშვილი წყალში და რა მოხდა მანამდე.

100
თემები:
19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე
გამვლელები თბილისში

ბრძოლა კორონავირუსთან: საქართველოს მოქალაქეები მთავრობის მუშაობით კმაყოფილები არიან

237
(განახლებულია 20:53 11.07.2020)
მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების კონტროლ ქვეშ მოქცევა შესაძლებელია

თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. საქართველოს მოსახლეობა კმაყოფილია კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლისას მთავრობის მიერ მიღებული ზომებით, ნათქვამია Gallup International-ის კვლევაში, რომელიც ტელეარხ Imedi-ს ეთერში წარმოადგინეს.

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/10 ივლისი >>

Gallup-ის დაკვეთით საქართველოში კვლევა ჩაატარა ქართულმა კომპანია „გორბიმ“, რომელმაც 7-12 ივნისს დაახლოებით 1000 რესპონდენტი ტელეფონით გამოკითხა. ამ გამოკითხვის ცდომილებაა +/-2,5%.

გამოკითხვის მიხედვით, საქართველოში გამოკითხულთა 95% მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პანდემია კონტროლს ექვემდებარება და 17 ქვეყანაში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა ბულგარეთი, სადაც ამაში დარწმუნებულია მოსახლეობის 72%.

ასევე, საქართველომ და მალაიზიამ გაიყვეს მოწინავე პოზიცია იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთა მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ მათი ხელისუფლება კარგად უმკლავდება კორონავირუსის პანდემიას - გამოკითხულთა 94%. ამ გამოკითხვაში მეორე ადგილზეა კორეის მოსახლეობა, რომელთა 84% მთავრობის მუშაობას დადებით აფასებს.

თუმცა, საქართველოში საკმაოდ ბევრია იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც პანდემიის ეკონომიკურმა შედეგებმა დააზარალა. იმის შესახებ, რომ პანდემიის გამო შეუმცირდათ შემოსავლები, გამოკითხულთა 74%-მა განაცხადა. ამ მაჩვენებლით საქართველო მეეექვსე ადგილზე აღმოჩნდა. ამ კუთხით ყველაზე უარესი მდგომარეობაა ინდოეთში, ფილიპინებზე, პაკისტანში, მალაიზიაში და ყაზახეთში.

თუმცა გამოკითხულთა 63% დარწმუნებულია, რომ წლის ბოლომდე ყველაფერი მოგვარდება და ეს ყაზახეთის შემდეგ მსოფლიოში მეორე მაჩვენებელია.

კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დროისათვის სულ 981 შემთხვევა დადასტურდა.

პანდემიის პერიოდში საქართველოში 846 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 15 პაციენტი.

237
თემები:
COVID-19 საქართველოში
მოციმციმე ხე მთვარის ფონზე

მთვარის კალენდარი: 12 ივლისი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 11:23 11.07.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

12 ივლისი, კვირა ამ დღეს მზე მართავს. კლებადი მთვარე ვერძის ნიშანშია.

ვერძის დღეს სასურველია აქტიურობა, ორიგინალობისა და სიმტკიცის გამოჩენა; უნდა გახსოვდეთ ტაქტისა და დიპლომატიურობის შესახებ, მოერიდოთ აჩქარებას, მოუთმენლობასა და იმპულსურობას.

კარგი დღეა წინსვლისთვის, სწავლისთვის, ჯგუფური მუშაობისთვის.

წარმატებული დღეა, სამუშაო კარგად აეწყობა. კარგი დღეა მოგზაურობის დაწყებისთვის.

მთვარე ვერძის ნიშანში ამაღლებს საწინააღმდეგო სქესისადმი ინტერესს. ახალ ნაცნობობას, შესაძლოა, მგზნებარე რომანი მოჰყვეს, მაგრამ დიდი აბათობით – ხანმოკლე

რეკომენდებულია: წინსვლა, ფულის საკითხების გადაწყვეტა, აქტიურობა, ბიზნესის საქმეების გაკეთება, კონტაქტი ხელმძღვანელობასთან, ყველასთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა, მუშაობა როგორც ინდვიდუალურად, ისე გუნდურად, შემოქმედებითი საქმიანობა, კარიერული წინსვლა, ახალი საქმეების დაწყება.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე>>

არარეკომენდებულია გუნდიდან გამოყოფა და მასთან დაპირისპირება, წვრილმან საქმეებზე ყურადღების კონცენტრირება და მათზე დროის დაკარგვა.

თმის შეჭრა, შეღებვა: ვერძის ნიშნის დროს სჯობს, თავი შეიკავოთ თმის შეჭრის ან შეღებვისგან. ნებისმიერ ქიმიურ პრეპარატს ამ დღეს უარყოფითი ზემოქმედება შეუძლია მოახდინოს იმუნიტეტზე.

კლებადი მთვარის დროს ხელსაყრელია ზედმეტი თმის მოშორება, სახის გაწმენდა.

ფრჩხილების მოვლისთვის ნეიტრალური დღეა.

თმის ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით>>

სახის ნიღბების სახით გამოიყენეთ მხოლოდ ნატურალური საშუალებები.

მებაღეობა: ამ დღეს სასურველია ბაღში მცენარის მიწისზედა ნაწილებთან მუშაობა, რადგან ქვედა ნაწილზე იზრდება ზეწოლა, მცენარის წვენი ფესვებისკენ მიდის. მცენარეები ამ დროს ისვენებენ და ცუდად იზრდებიან.

მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის ივლისი>>

არაა რეკომენდებული დათესვა და დამუშავება, მაგრამ შეიძლება მარწყვის პწკალების ჩარგვა, დაავადებებისგან დამუშავება, მწვანილის დათესვა, მშრალი სასუქის მიცემა.

0