ე.წ. სამხედრო გზა

ლარსი გაიხსნა: რუსეთიდან საქართველოში ათეულობით სატვირთო ავტომობილი მოემართება

216
(განახლებულია 20:19 20.03.2020)
სურსათით დატვირთული ათეულობით სატვირთო მანქანა უამინდობის გამო საქართველო–რუსეთის საზღვარზე იყო გაჩერებული.

თბილისი, 20 მარტი – Sputnik. მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზის გუდაური–კობისა და დარიალი–ლარსის მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა ზვავსაშიშროების გამო იყო დაკეტილი.

„საავტომობილო მიმოსვლის შეფერხებამ გამოიწვია რამდენიმე ათეული მსუბუქი და სატვირთო მანქანის და, შესაბამისად, ქვეყანაში საჭირო სასურსათო მარაგების ლარსის გამშვებ პუნქტთან გაჩერება“, – ნათქვამია განცხადებაში.

გზის გაწმენდა პარასკევს მოხერხდა, როდესაც გარემოს ეროვნულის სააგენტოს რეკომენდაციებითა და ზედამხედველობით კომპანია „მაუნთინ რეზორთ სოლუშენსის“ (Mountain Resource Solutions) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალისტებმა კობის ხეობაში ვერტმფრენიდან საჰაერო აფეთქებების საშუალებით გამოიწვიეს ფერდობებზე დაგროვილი თოვლის ჩამოშლა.

„საჰაერო აფეთქებების საშუალებით ხელოვნული ზვავის გამოწვევის ტექნიკა საქართველოში პირველად გამოიყენეს, რომელიც კომპანია „მაუნთინ რეზორთ სოლუშენსმა“ უსასყიდლოდ შეასრულა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

216
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (279)