დავით-გარეჯის დამცველებმა საგარეო უწყებას გადაუწყვეტელი პრობლემა შეახსენეს

© Sputnik / Alex Shlamovაქცია საგარეო უწყების შენობის წინ
აქცია საგარეო უწყების შენობის წინ - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციის მონაწილეებმა საქართველოს ხელისუფლებისგან დავით-გარეჯის პრობლემის სწრაფად გადაწყვეტა მოითხოვეს

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის დაცვის კომიტეტმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართა.

აქციის მონაწილეები საგარეო უწყებასთან მივიდნენ პლაკატებით, რომლებიც ხელისუფლებას მოუწოდებს უფრო მტკიცედ იმოქმედოს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადავო მონაკვეთის დემარკაციის გადაწყვეტაში, რომელზეც არის განთავსებული მონასტერი.

დავით-გარეჯი - Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი: დავით–გარეჯის თემა პრიორიტეტულია

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, სასულიერო პირებსა და მოქალაქეებს თავისუფლად უნდა შეეძლოთ დავით-გარეჯში შესვლა და არ უნდა იყვნენ დამოკიდებული აზერბაიჯანელი მესაზღვრეების კეთილ ნებაზე.

აქციის დასასრულ დავით-გარეჯის დაცვის კომიტეტის სახელით საგარეო უწყებაში შეიტანეს წერილი ამ პრობლემის რაც შეიძლება სწრაფად გადაწყვეტის მოთხოვნით.

საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი, მათ შორის დავით-გარეჯის მონაკვეთი, ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული. მრავალი წელი ეს ტერიტორია სტატუს-კვოს ინარჩუნებდა, მაგრამ გასული წლის აპრილის ბოლოს ვითარება გამწვავდა. აზერბაიჯანის მხარემ პერიოდულად დაიწყო ქართული კულტურის ძეგლებთან მისასვლელი გზების გადაკეტვა, ქართველმა აქტივისტებმა კი – მიმდებარედ საპროტესტო აქციების გამართვა.

დავით-გარეჯი - Sputnik საქართველო
„სიტუაცია ძალიან გაფუჭებულია“ - საპატრიარქო დავით-გარეჯში არსებულ ვითარებას აფასებს

2019 წლის მაისში, დელიმიტაციისა და დემარკაციის ერთობლივი კომისიის მუშაობის განახლებისთანავე, აზერბაიჯანმა მონასტრისკენ გზის გაყვანა დაიწყო. მოლაპარაკებების მეორე დღეს სპეცტექნიკა შეაჩერეს, მაგრამ ამ დროისთვის გზა თითქმის გაყვანილი იყო.

ქართველმა აქტივისტებმა დავით-გარეჯის ტერიტორიაზე არაერთი აქცია ჩაატარეს, სადაც აცხადებდნენ, რომ ეს საქართველოს კულტურის ძეგლია და მას ვერავინ წაიღებს. საქართველოს ხელისუფლებამ, თავის მხრივ, მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავოს ემოციური შეფასებებისგან და ორი ქვეყნის ხელისუფლებებს მოლაპარაკებების მშვიდ ვითარებაში გამართვის საშუალება მისცეს.

ზურაბ პატარიძე საზღვრის დელიმიტაციის თაობაზე: მთავარი სტატუს-კვოს დაბრუნებაა>>

დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსში კლდეში ნაკვეთი 20-მდე მონასტერია გაერთიანებული. მთავარი მონასტერი წმინდა დავითის ლავრაა. კომპლექსის ტერიტორიაზე ზოგიერთ ეკლესიასა და სატრაპეზოში შემონახულია VIII-XIV საუკუნეებით დათარიღებული ფრესკები, რომლებზეც გამოსახული არიან ქართველი ისტორიული პირები, მათ შორის თამარ მეფე.

ყველა ახალი ამბავი
0