საქართველოში ერთდროულად რამდენიმე ტყის ხანძარს ებრძვიან – ვიდეო

© Sputnik / STRINGERტყის ხანძარი
ტყის ხანძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონში ერთმანეთის მიყოლებით გაჩნდა ტყის ხანძრები – ცეცხლს ერთდროულად ებრძვიან გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთში.

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. დასავლეთ საქართველოში ტყის ხანძრები გრძელდება, ოზურგეთისა და ამბროლაურის შემდეგ, ამჯერად ცეცხლი წალენჯიხის მახლობლად მდებარე ტყეს უკიდია, იუწყება მუნიციპალიტეტის მერიის პრეს-სამსახური.

გარდა ამისა, ცეცხლის კერები დაფიქსირებულია ნაკიფუს, ჭალესა და ფახულანის ტერიტორიაზე. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურები და მუშაობს სპეცტექნიკა.

ცეცხლის ჩაქრობის პროცესში აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა.

პარალელურად ცეცხლის ახალი კერა გაჩნდა გურიაშიც. სოფლების ვაკიჯვრის, ჭანიეთისა და ნატანების კვალდაკვალ, ხანძარი გაჩნდა სოფელ გომის მიმდებარედ.

გავრცელებული ინფორმაციით, იქ რთული რელიეფის ტერიტორია იწვის.

მეხანძრეები გომში ხანძრის ქრობაში ვერტმფრენების ჩართვას ელოდებიან. ადგილზე, სახანძრო–სამაშველო სამსახურის გარდა, ასევე იმყოფებიან ხელისუფლების წარმომადგენლები. წინასწარი ინფორმაციით, იწვის 2 ჰა ტერიტორია.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხანძარია ლიკანშიც, სადაც ცეცხლი 16-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის უკან გაჩნდა. თავდაპირველად ის ხმელ ბალახს წაეკიდა, შემდეგ კი ხეებზე გავრცელდა და ტყის მასივს მოედო. 

ტერიტორია, სადაც ამ დროისთვის ხანძარია გავრცელებული, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკთან ახლოს მდებარეობს. 
ადგილზე ბორჯომის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი მანქანა მუშაობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0