თბილისი

თოვლი, ნისლი და ქარბუქი: საქართველოში მკვეთრად აცივდება

845
(განახლებულია 19:12 07.02.2020)
საქართველოს უმეტეს რაიონებში ბოლო დღეებში პლუს ტემპერატურა დაფიქსირდა, დედაქალაქში ჰაერი 16 გრადუსამდე გათბა.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი მკვეთრად გაუარესდება – უქმეებზე ქვეყნის უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით და ძლიერი ქარი, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

სინოპტიკოსები მთაში და მაღალ მთაში ქარბუქსა და ნისლს პროგნოზირებენ. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა–გააქტიურება გამოიწვიოს.

შაბათს აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით +1 გრადუსი, დღისით მაქსიმალური კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. კვირას კიდევ უფრო აცივდება და ღამით -6 გრადუსი, დღისით კი +4 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება ქვეყნის დასავლეთ ნაწილს, შაბათს ღამით ჰაერის ტემპერატურა ნული გრადუსი იქნება, დღისით კი +6 გრადუსი. კვირას ღამით ნავარაუდევია -4 გრადუსი, დღისით კი +4 გრადუსი.

ქვეყნის როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ ნაწილში დროგამოშვებით მოსალოდნელია ქარის გაძლიერება წამში 20-25 მეტრამდე.

„საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შეიზღუდება ტრანსპორტის გადაადგილება", – ნათქვამია განცხადებაში.

შავ ზღვაზე მოსალოდნელია 4-5-ბალიანი შტორმი, ელჭექი და სეტყვა.

ამ ზამთარს საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმაზე ერთი გრადუსით მაღალია, ნალექი კი ნორმის ფარგლებშია.

დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +5, +7; მთაში 0, +2; მაღალ მთაში -4, -2; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 0, +2; მთაში -2, 0, მაღალ მთაში -5, -3 გრადუსს შეადგენს.

საქართველოში ყველაზე ცივი ზამთარი ბოლოს 2011 წელს იყო. მაშინ ჰაერის საშუალო ტემპერატურამ დასავლეთ საქართველოში +3, +4 გრადუსს მიაღწია, აღმოსავლეთში კი - 0-1 გრადუსს.

845
თემები:
უამინდობა საქართველოში (255)
ქეთა თოფურია

ქეთა თოფურიას შეყვარებულმა იმიჯი რადიკალურად შეიცვალა - ნახეთ ახალი ფოტო

11
(განახლებულია 14:53 05.06.2020)
ქეთა თოფურია ბიზნესმენ ლევ დენგოვთან ერთად ფეშენებელურ სახლში ცხოვრობს. ნახეთ როგორ გამოიყურება სრულიად შეცვლილი ლევ დენგოვი შვილთან ერთად

მომღერალი ქეთა თოფურია რამდენიმე თვეა ახალ შეყვარებულთან, ბიზნესმენ ლევ დენგოვთან ერთად ცხოვრობს. წყვილი როგორც ჩანს, თავს მშვენივრად გრძნობს. ქეთა დროდადრო აქვეყნებს საერთო ფოტოებსა, თუ ვიდეოებს. ცოტა ხნის წინ ლევის ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანდა, როგორ ვარჯიშობდა ეს უკანასკნელი.

View this post on Instagram

❤️🦁 #кетитопурия #forketi

A post shared by Кети Топурия|fan 26.06.17🙌🏻 (@ketatime) on

ქეთა თოფურიას პირადი ცხოვრება ქართული და რუსული პრესის ყურადღების ცენტრში ხშირად ხვდება. ორი თვის წინ ბიზნესმენმა რუსულ მედიასთან განაცხადა, რომ ის და A'Studio-ს სოლისტი რამდენიმე თვეა ერთად ცხოვრობენ და თავს არაჩვეულებრივად გრძნობენ. ბიზნესმენს როგორც ჩანს, მომღერალთან თანაცხოვრება ძალიან მოუხდა და იმიჯის შეცვლაც გადაწყვიტა - წვერი მოუშვა და ახალი ვარცხნილობა აქვს.

რეპერ გუფთან დაშორების შემდეგ A'Studio-ს ქართველმა სოლისტმა პირობა დადო, რომ პირად ცხოვრებაზე არასდროს ილაპარაკებდა, თუმცა იტალიაში წასვლის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში ამომწურავი პასუხი გასცა გუფთან რომანისა და ქმართან დაშორების შესახებ გავრცელებულ ჭორებს. მოგვიანებით კი ახალ პარტნიორზე ალაპარაკდა. ქეთა თოფურიას ახალი რჩეული დიპლომატი ლევ დენგოვია. ქეთამ რუსულ გადაცემაში თქვა, რომ ახლანდელი რჩეული მინსკში გაიცნო.

ქეთა თოფურია რუსი და ქართველი ჟურნალისტების ერთ-ერთი გამორჩეული რესპონდენტია. სხვადასხვა ინტერნეტ-გამოცემებსა და ტელეგადაცემებში ქეთა თოფურია უამრავ ნახვას რამდენიმე საათში აგროვებს. რეიტინგული ვარსკვლავი სითამამით გამოირჩევა და რუსული ესტრადა A'Studio-სთან ერთად არაერთხელ დაიპყრო. რუსეთში გამგზავრების შემდეგ მალევე მომღერალმა ალა პუგაჩოვასგან აღიარება მოიპოვა, რაც დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული და მხოლოდ განსაკუთრებული ვოკალის შემთხვევაში არის შესაძლებელი.

11
თემები:
სელებრითების ცხოვრება
გიორგი გახარია

გახარია: ისრაელი იქნება პირველი ქვეყანა, საიდანაც ტურისტებს შემოვიყვანთ

12
ისრაელიდან ჩამოსული ტურისტებისთვის საინტერესო პირველ რიგში ქუთაისი და ბათუმი იქნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
გახარია: ისრაელი იქნება პირველი ქვეყანა, საიდანაც ტურისტებს შემოვიყვანთ
„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს პანდემია გლობალური გამოწვევაა და ჩვენ მარტო, ცალკე აღებული ქვეყანა ამას ვერ გავუმკლავდებით. ამიტომ ჩვენ ახლა ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ორმხრივ ფორმატში კონკრეტულ სახელმწიფოებთან და პირველი, როგორც ჩანს, იქნება ისრაელი, საიდანაც შემოვიყვანთ ტურისტებს და, რა თქმა უნდა, ისრაელისთვის ორი ძირითადი მიმართულებაა საინტერესო, პირველ რიგში, ქუთაისი და შემდგომ ბათუმი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ქუთაისში ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

12