„WOW ეფექტი გარანტირებულია“: თბილისი ევროპის საუკეთესო ტურისტული მიმართულებების სამეულშია

გამოწერა
თბილისის ღირსშესანიშნაობებს შორის EBD რეკომენდაციას უწევს ქართვლის დედის მონუმენტს, მშვიდობის ხიდს, მეტეხის ტაძარს, მთაწმინდის პარკს, გოგირდის აბანოებს და დედაქალაქის თეატრებს.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. Europian Best Destination-ის (EBD) ვერსიით, საქართველოს დედაქალაქი, როგორც იდეალური ადგილი კულტურის, გასტრონომიის, მრავალფეროვნებისა და არქიტექტურის მოყვარულთათვის, 2020 წლის ევროპულ ტურისტულ მიმართულებებს შორის ყველაზე პოპულარულ სამეულში შევიდა.

„ევროპის საუკეთესო  მიმართულებები“ (Europian Best Destination) ტურისტული ორგანიზაციაა, რომლის მთავარი ოფისი ბრიუსელში მდებარეობს. იგი ევროპაში ტურიზმისა და კულტურის ხელშეწყობისთვის შეიქმნა.

EBD მსგავს რეიტინგებს ონლაინ-კენჭისყრის შედეგების საფუძველზე 11 წელია ადგენს. წელს მასში მონაწილეობა 600 ათასზე მეტმა ინტერნეტ-მომხმარებელმა მიიღო. ასევე გათვალისწინებული იყო ტურიზმის სფეროს სპეციალისტების აზრი.

სიაში თბილისი მესამე ადგილზე მოხვდა. 

ჭაობები კოლხეთის ეროვნულ პარკში - Sputnik საქართველო
რატომ ეძებენ ტურისტები საქართველოს პირველყოფილ სილამაზეს მის ჭაობებზე

„შეუდარებელი ოსმანური სტილის ნაგებობები ერწყმის შუა საუკუნეების შენობებს, ასევე შეხვდებით ნეოკლასიკურ, საბჭოთა და თანამედროვე შენობებს. თბილისი პატივისცემით ეპყრობა თავის წარსულს, მაგრამ ამასთან იყურება მომავლისკენ, ხვალინდელი დღისკენ“, – წერს EBD.

თბილისის ღირსშესანიშნაობებს შორის, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ, EBD რეკომენდაციას უწევს ქართვლის დედის მონუმენტს, მშვიდობის ხიდს, მეტეხის ტაძარს, მთაწმინდის პარკს, გოგირდის აბანოებს და დედაქალაქის თეატრებს.

სტატიის ავტორების სიტყვებით, საქართველოს დედაქალაქი განსაკუთრებულად ლამაზია გაზაფხულსა და ზაფხულში, როდესაც ბუნება იღვიძებს და ასევე ზამთარში – საშობაო მორთულობებით, ბაზრობებითა და სხვადასხვა ილუმინაციებით.

„თბილისში მოგზაურობისას WOW ეფექტი გარანტირებულია“, – მიაჩნიათ EBD-ში.

საინტერესოა, რომ რეიტინგში პირველ ადგილზე ფრანგული ქალაქი კოლმარია, მეორე ადგილზე – ათენი. ათეულში ასევე მოხვდნენ ვენა (ავსტრია), კაშკაიში (პორტუგალია), სიბიუ (რუმინეთი), ნამიური (ბელგია), რიეკა (ხორვატია), პარიზი (საფრანგეთი) და ბიდგოში (პოლონეთი).

ყველა ახალი ამბავი
0