მომავალი წლიდან ქუთაისში გზების შეკეთება დაიწყება

გამოწერა
აღდგენითი სამუშაოების ფარგლებში განახლდება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა ბორდიურები, ტროტუარები და საგზაო ნიშნები.

თბილისი, 31 დეკემბერი – Sputnik. საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებით, ქუთაისის ადგილობრივი მნიშვნელობის ქუჩების რეაბილიტაციას 2020-2021 წლებშიც განახორციელებს, ნათქვამია დეპარტამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ქუთაისში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება ავტოქარხნის მარჯვენა დასახლების საავტომობილო გზებს, რომელთა ჯამური სიგრძე 14520 მეტრია; ასევე გარემონტდება ჩხობაძის ქუჩის III შესახვევში გამავალი საავტომობილო გზის 1400-მეტრიანი მონაკვეთი და დავით და კონსტანტინეს ქუჩის და ლესელიძის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 5500-მეტრიანი მონაკვეთი.

გზის მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე - Sputnik საქართველო
საქართველოში გზების მშენებლობასა და რემონტზე 2020 წელს 1,3 მილიარდი ლარი დაიხარჯება

სარეაბილიტაციო სამუშაოების სავარაუდო ღირებულებაა 10 მილიონ ლარამდე იქნება. 

უწყების ცნობით, 2019 წელს დასრულდა ქუთაისის რამდენიმე ქუჩის (გუგუნავას, შარტავას, ნინოშვილის, ბუხაიძის, ჯავახიშვილის) რეაბილიტაცია. მიმდინარეობს ნიკეასა და სულხან-საბას დამაკავშირებელი გამზირის რეაბილიტაცია. 2020 წელს გაგრძელდება ასევე აღამაშენებლის, წერეთლის, თავისუფლებისა და საიათნოვას ქუჩების საგზაო ინფრაქტრუქტურის მოწესრიგება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი 2020 წელს დაასრულებს ასევე ზუგდიდის 9 ქუჩის რეაბილიტაციას. სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრატსრუქტურა და სანიაღვრე სისტემები, რაც ზუგდიდის მოსახლეობას საშუალებას მისცემს, განახლებული და კომფორტული გზებით გადაადგილდნენ ქალაქის მასშტაბით.

საქართველოში იანვრიდან სამჯერ მეტი გზები გარემონტდა, ვიდრე 2018 წელს>>

ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, გარემონტდება წყალგამტარი მილები, მოეწყობა ბორდიურები, ტროტუარები და საგზაო ნიშნები.

ზუგდიდისა და ქუთაისის ქუჩების გარდა, 2020 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეკვავას ქუჩასა და ქალაქ მარტვილის შემოვლითი საავტომობილო გზის ორკილომეტრიან მონაკვეთს.

ყველა ახალი ამბავი
0