აუდიტი: თერჯოლის მუნიციპალიტეტმა სახურავის შესაკეთებლად ბლოკი და ცემენტი გასცა

© Facebook / MRDIდაზიანებული სახურავი
დაზიანებული სახურავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რამდენიმე შემთხვევაში, ბენეფიციარზე გაცემული სამშენებლო მასალები მიზერულია და მისი მიზნობრივი გამოყენების შემთხვევაშიც ვერ გაუმჯობესდება მისი საცხოვრებელი პირობები.

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. თერჯოლაში მცხოვრებმა მოქალაქემ მოითხოვა დახმარება სახურავის შეკეთების მიზნით, ხოლო მუნიციპალიტეტმა გასცა ბლოკი და ცემენტი, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი სახელმწიფო აუდიტზე დაყრდნობით.

ასფალტის დაგება - Sputnik საქართველო
აუდიტის სამსახური: თერჯოლაში 2017 წელს დაგებული გზები უკვე დაზიანებულია

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ ხშირ შემთხვევაში, მოქალაქეს განცხადებით მოთხოვნილი ჰქონდა ერთი სახეობის სამშენებლო მასალა, ხოლო კომისიის დასკვნით, მასზე სხვა სახეობის მასალა გაიცა.

აუდიტის სამსახურის მონაცემებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტმა 2017-2018 წლებში ბიუჯეტიდან უსახლკაროდ დარჩენილთა დახმარების მიზნით 149.9 ათასი ლარი დახარჯა. 2017 წელს პროგრამა ითვალისწინებდა მოქალაქეების უზრუნველყოფას საჭირო სამშენებლო მასალებით, არა უმეტეს 500 ლარის ღირებულებით.

ამასთან, მოსახლეობისთვის გადაცემული მასალების მნიშვნელოვანი ნაწილი (23.5 ათას ლარზე მეტი ღირებულების) აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში დასაწყობებული იყო და არ გამოიყენებოდა დანიშნულებისამებრ.

რამდენიმე შემთხვევაში, ბენეფიციარზე გაცემული სამშენებლო მასალები მიზერულია და მისი მიზნობრივი გამოყენების შემთხვევაშიც ვერ გაუმჯობესდება მისი საცხოვრებელი პირობები, აცხადებენ უწყებაში.

2018 წელს, საკრებულოს განკარგულების საფუძველზე, შეიცვალა პროგრამის ფარგლებში გასაცემი დახმარების ფორმა და ის გაიცემა ფულადი სახით, არა უმეტეს 1 ათასი ლარის ოდენობით. თუმცა, აუდიტის სამსახურის ცნობით, მუნიციპალიტეტი არ ახორციელებს თანხის მიზნობრივი გამოყენების მონიტორინგს.

ყველა ახალი ამბავი
0