მაგისტრალური შემოვლითი გზა ხაშურს 2020 წელს ექნება

© photo: Sputnikგორი-ხაშურის გზის მონაკვეთი
გორი-ხაშურის გზის მონაკვეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტის ფარგლებში, საერთო ჯამში აშენდება: ოთხზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 21 ხიდი, ხუთი გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები

თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. 2020 წლისთვის ხაშურს 13 კმ-იანი ოთხზოლიანი ცემენტ-ბეტონის მაგისტრალური შემოვლითი გზა ექნება, ნათქვამია  საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

ფეხბურთის ბურთები - Sputnik საქართველო
ხაშურში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტადიონი შენდება

უწყების ცნობით, აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი, ზემო ოსიაური-ჩუმათეთელის პროექტის ფარგლებში, ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

ამ ეტაპისთვის იგება ცემენტ-ბეტონის საფარი და მიმდინარეობს სახიდე გადასასვლელების მშენებლობის დასკვნითი სამუშაოები.

„ეს არის აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის განუყოფელი ნაწილი და პრაქტიკულად, ამ მონაკვეთების შემდეგ ვუახლოვდებით რიკოთის უღელტეხილს, სადაც მშენებლობა ასევე აქტიურად მიმდინარეობს“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა    მაია ცქიტიშვილმა.

მისი ინფორმაციით, ხაშურის შემოვლითი გზის სამუშაოებზე დაახლოებით 400 ადგილობრივია დასაქმებული.

ახალი გზა აგარა-ზემო ოსიაურის ბოლო მონაკვეთზე დაიწყება და სურამში მოწყობილ ახალ კვანძთან დაუერთდება არსებულ გზას.

ამ გზით შესაძლებელი გახდება ჩრდილოეთიდან ხაშურისთვის, სურამისთვის და ჩუმათელეთისთვის გვერდის ავლა და რიკოთის გვირაბთან გამოსვლა.

პროექტის ფარგლებში, საერთო ჯამში აშენდება: ოთხზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 21 ხიდი, ხუთი გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები.

დეპარტამენტის ცნობით, ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლით გაიზრდება ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობა, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონე და შემცირდება მგზავრობის დრო. ასევე, პროექტი შეამცირებს გადაზიდვების ხარჯებს და ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას.

 

ყველა ახალი ამბავი
0