კომპანია Wizz Air -ის თვითმფრინავი

Wizz Air-მა ქუთაისის აეროპორტიდან ბოლონიის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო

65
(განახლებულია 16:26 24.11.2019)
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბოლონიიდან პირდაპირ რეგულარულ ავიარეისებს ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „რაინეარიც“ (Ryanair) ასრულებს

თბილისი, 24 ნოემბერი - Sputnik. უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია „ვიზეარმა“ (Wizz Air) ქუთაისის აეროპორტიდან იტალიის ქალაქ ბოლონიის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო, ნათქვამია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რეისის პირველ მგზავრებს აეროპორტში ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბოლონიიდან პირდაპირ რეგულარულ ავიარეისებს ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „რაინეარიც“ (Ryanair) ასრულებს. 

ბოლონიის მიმართულებით რეისებს Wizz air-ი კვირაში ორჯერ შეასრულებს.

ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, 2020 წლიდან კიდევ ორ ახალ მიმართულებას, ნიცას და კიოლნს ამატებს.

 

65
თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (155)
თბილისის მეტრო

ახალი ფასადი და ვესტიბიული: თბილისში მეტროს სადგურები განახლდება

35
„ვარკეთილისა“ და „ავლაბრის“ მეტროსადგურების პროექტირება ამა წლის ნოემბერში დასრულდება, ქალაქის ხელისუფლება ეტაპობრივად დანარჩენი სადგურების განახლებასაც გეგმავს

თბილისი, 12 აგვისტო - Sputnik. თბილისის მეტროსადგურების სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ეტაპობრივად ჩატარდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს „გოცირიძის“, „ვარკეთილის“ და „ავლაბრის“ მეტროსადგურებზე, იგეგმება ასევე სხვა სადგურების მასშტაბური განახლება.

„ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი აქტიური ნაწილია მეტროსადგურების რეაბილიტაცია. ვმუშაობთ რამდენიმე მიმართულებით. დაწყებული გვაქვს მეტროს ვაგონების განახლება-რეაბილიტაცია... გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ მეტროსადგურების რეაბილიტაციის მიმართულებით“, - განაცხადა კალაძემ.

ქალაქის თავის სიტყვებით, მეტროსადგურ „ვარკეთილისა“ და „ავლაბრის“ სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დეტალური პროექტირება მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება. მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ უკვე მიმდინარეობს სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის შედეგადაც, სრულად განახლდება და გადაიხურება მოსაცდელი ბაქანი, ასევე, გარემონტდება მეტროს ფასადი, ვესტიბიული და სამეურნეო სათავსოები.

„რაც შეეხება მეტროსადგურ „ვარკეთილსა“ და „ავლაბარს“, გაფორმებულია ხელშეკრულებები სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირებაზე. კონტრაქტორმა კომპანიებმა სადგურების განახლებული იერსახის წინასწარი ესკიზები უკვე წარმოადგინეს“, - განაცხადა კალაძემ.

მერმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება თბილისის კიდევ ათი მეტროსადგურის რეაბილიტაცია.

დღეისათვის თბილისის მეტროპოლიტენში 23 სადგურია, რომლებიც ორ ხაზზეა განლაგებული - ახმეტელი-ვარკეთილისა და საბურთალოს ხაზებზე. მეტროს ხაზების საერთო სიგრძე 57 კმ-ია, ძირითადი ხაზის სიგრძე - 40 კილომეტრია, მეორე ხაზისა - 17 კმ.

35
თემები:
თბილისი დღეს
გიორგი გახარია

გახარია: არჩევნების ან სწავლის დაწყების თარიღების გადატანის საფუძველი არ არსებობს

85
გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ქვეყანაში, ბოლო დროს მისი უმნიშვნელო გაუარესების მიუხედავად, იმდენად საგანგაშო არ არის, რომ სწავლის დაწყების ან არჩევნების თარიღები გადაიწიოს

თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საპარლამენტო არჩევნების და სკოლებში სასწავლო პროცესის გადატანის ვერანაირ საფუძველს ვერ ხედავს.

საზოგადოება მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პანდემიას ზეგავლენის მოხდენა გარკვეულ პროცესებზე შეუძლია, მათ შორის 31 ოქტომბრისთვის დანიშნულ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე და 15 სექტემბერს სასწავლო პროცესის დაწყებაზე.

„დღეის მდგომარეობით, არანირი პირობა, რომ სწავლა გადაიდოს და 15 სექტემბრიდან ბავშვებმა საკლასო ოთახებში არ დაიწყონ განათლების მიღება, არ არსებობს. დღეს ასეთი მოცემულობა არ არსებობს. ასევე, არ არსებობს არანირი საფუძველი არჩევნების ჩატარების თარიღის ცვლილებაზე სასაუბროდ“, – განუცხადა პრემიერმა ჟურნალისტებს.

ამ შეშფოთებას თავისი მიზეზი აქვს - ჯერ სვანეთში, შემდეგ ყაზბეგში კორონავირუსის აფეთქება. COVID-19-ის შესაძლო მეორე ტალღის შესახებ ქართველი ეპიდემიოლოგებიც საუბრობენ.

ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა შეადგენს 1 278-ს, აქედან გამოჯანმრთელდა 1 258, ხოლო 17 გარდაიცვალა.

85
თემები:
COVID-19 საქართველოში