ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის თვითმფრინავი

როგორ იმუშავებენ აეროპორტები ზამთარში: ცნობილი გახდა ფრენების განრიგი

53
(განახლებულია 20:59 20.11.2019)
სააგენტოს მიერ დამტკიცდა ავიაკომპანიების რეგულარული ფრენების განრიგი 2019-2020 წლების ზამთრის სანავიგაციო სეზონის მანძილზე.

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. ზამთრის სეზონზე საქართველოს აეროპორტებში კვირაში საშუალოდ 340 რეგულარული რეისი შესრულდება, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტოს მიერ დამტკიცდა ავიაკომპანიების რეგულარული ფრენების განრიგი 2019-2020 წლების ზამთრის სანავიგაციო სეზონის მანძილზე. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კვირის განმავლობაში რეგულარულად შესრულებული რეისების რაოდენობა 375-ს შეადგენდა.

ეს განრიგი მომავალი წლის მარტის ბოლო შაბათამდე იმოქმედებს. ავიარეისები 2 ქართული და 32 უცხოური ავიაკომპანიის მიერ შესრულდება (3 სატვირთო ავიაკომპანიის ჩათვლით).

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული სამგზავრო რეისები განხორციელდება 37 მიმართულებით, თბილისის აეროპორტის განრიგის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ აქ.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული რეისები განხორციელდება 30 მიმართულებით, მათ დეტალურად გაეცნობით ბმულზე.

ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმნამდე მგზავრობის დრო ორჯერ შემცირდება >>

რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, მოსალოდნელია, რომ ის რეგულარულ სამგზავრო რეისებს 6 მიმართულებით შეასრულებს.

მგზავრთნაკადი საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში

აეროპორტი  მგზავრების რაოდენობა ზრდა/შემცირება, %
თბილისი 3 225965 -0.9
ქუთაისი 719 324 40,4
ბათუმი 571 629 2,9

 

 

53
თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (87)