ილია მეორე

„რთულ დროში ვცხოვრობთ“ - კათალიკოს-პატრიარქმა მრევლს მიმართა

92
(განახლებულია 20:42 17.11.2019)
პატრიარქმა გაიხსენა ნაპოლეონის სიტყვები: „დიდებიდან სასაცილომდე ერთი ნაბიჯია“, და სთხოვა მრევლს,  დაიხსომონ, რომ „ერთი ნაბიჯია დიდსა და მცირეს შორის, კარგსა და ცუდს შორის“.

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა ყველაფერი იცვლება, ყველაფერი არამყარია, აღნიშნა სრულიად საქართველოს კათალიკოს−პატრიარქმა ილია მეორემ წმიდა სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას და ადამიანებს ერთმანეთის დახმარებისკენ მოუწოდა. 

„ჩვენ  ვცხოვრობთ რთულ დროს, ისეთ დროს, როცა ყველაფერი იცვლება, ყველაფერი არამყარია. ერთ დღეს შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი... ერთმანეთს დავეხმაროთ, ერთმანეთს ვუშველოთ. ნუ დავუმძიმებთ ცხოვრებას, ისედაც მძიმეა ჩვენი ყოფა“, — მიმართა პატრიარქმა საზოგადოებას. 

პატრიარქმა გაიხსენა ნაპოლეონის სიტყვები: „დიდებიდან სასაცილომდე ერთი ნაბიჯია“, და სთხოვა მრევლს,  დაიხსომონ, რომ „ერთი ნაბიჯია დიდსა და მცირეს შორის, კარგსა და ცუდს შორის“.

ქადაგებისას მისმა უწმინდესობამ ასევე შეახსენა მრევლს, რომ მომავალ შაბათს, 23 ნოემბერს გიორგობის დღესასწაულია და რომ ბავშვების ნათლობა შედგება „ამ წმინდა ტაძარში“ შედგება.

 

92
ქართული ღვინო

პოპულარული ღვინოები რუსეთში ლიდერთა შორისაა ქართული ღვინო

9
(განახლებულია 11:24 10.08.2020)
საქართველო ლიდერია იმ ქვეყნებს შორის, რომელიც რუსეთს სუფრის ღვინოებს აწვდის. ამ სახეობის ქართულ ღვინოებზე ბაზრის 24% მოდის

თბილისი, 10 აგვისტო - Sputnik. საქართველო იმ ლიდერ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც რუსეთის მოქალაქეებში ღვინის მიწოდების მხრივ ყველაზე პოპულარულია, აღნიშნულია „როსკაჩესტვოს“ (Роскачество, რუსეთის ხარისხის მონიტორინგის სისტემა) კვლევის შედეგებში.

კერძოდ, საქართველო იტალიისა და ესპანეთის შემდეგ მესამე ადგილზეა რუსეთის მოქალაქეებისთვის ყველაზე პოპულარულ ღვინის მიმწოდებელ ქვეყნებს შორის. მან გაუსწრო საფრანგეთს, ჩილესა და გერმანიას.

საქართველო ლიდერია სუფრის ღვინოების მიმწოდებელ ქვეყნებს შორის – მასზე ამ სახეობის ღვინოების ბაზრის 24% მოდის.

რუსეთში შეტანილი ღვინის ღირებულების კუთხით ლიდერობს საფრანგეთი (4 დოლარზე მეტი 1 ლიტრ ღვინოში), მეორე ადგილზეა საქართველო (3,19). ყველაზე იაფად ღვინო რუსეთში მოლდოვას შეაქვს (1,7).

რაც შეეხება გეოგრაფიული ინდიკატორებით დაცულ ღვინოებს, ხუთეულში პირველ ადგილზეა ესპანეთი, მეორე და მესამე ადგილებზე – საქართველო („ქინძმარაულის“ მარკის ღვინოები), მეოთხეზე – იტალია და მეხუთეზე – კვლავ ესპანეთი.

„ქართული ღვინის მაღალი რეპუტაციისთვის": ღვინის ხარისხს ახალი პარამეტრებით შეამოწმებენ>>

საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საქართვეკლოდან 2019 წელს მსოფლიოს 53 ქვეყანაში 94 მილიონამდე ბოთლი (0,75 ლიტრი) ღვინო გაიტანეს, რაც 20918 წელთან შედარებით 9%–ით მეტია. ყველაზე მეტი ღვინო – 58,4 მლნ ბოთლი გაიტანეს რუსეთში.

9
თემები:
ღვინის კულტურა და მეღვინეობა
გია ყანჩელი

10 აგვისტო გია ყანჩელის დაბადების დღეა

25
(განახლებულია 10:52 10.08.2020)
გენიალური კომპოზიტორს, არაერთი შესანიშნავი მუსიკალური ნაწარმოების ავტორს გია ყანჩელს  დღეს 85 წელის დღეს შეუსრულდებოდა

გია ყანჩელი 1935 წლის 10 აგვისტოს თბილისში დაიბადა. 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეოლოგის სპეციალობით. დიპლომის აღებისთანავე სწავლა გააგრძელა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში საკომპოზიციო ფაკულტეტზე, რომელიც 1963 წელს დაამთავრა. 1972-1990 წლებში იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მუსიკალური ნაწილის ხელმძღვანელი. 1979 წელს იგი საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი გახდა.

1995-1996 წლებში გია ყანჩელი ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენის სიმფონიურ ორკესტრში მიიწვიეს, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა. თუმცა კავშირი საქართველოსთან და რუსთაველის თეატრთან არ გაუწყვეტია. მას ეკუთვნის რობერტ სტურუას საუკეთესო სპექტაკლებისთვის შექმნილი მუსიკა („კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“, „ჰამლეტი“, „ქალი-გველი“, „მეთორმეტე ღამე“).

მუსიკის სპეციალისტები განსაკუთრებით აღნიშნავენ მის სიმფონიურ თხზულებებს. 1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ „ინ მემორია მიქელანგელო“ მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

Композитор Гия Канчели
გია ყანჩელი

გია ყანჩელის შემოქმედებით მემკვიდრეობას განეკუთვნება ოპერა „და არს მუსიკა“ (1983 წ.), ექვსი სიმფონია, კონცერტი სიმფონიური ორკესტრისათვის (1962 წ.); ლარგო და ალეგრო სიმებიანი ორკესტრის, ფორტეპიანოსა და ლიტავრებისათვის (1963 წ.); „სევდა ნათელი“ — ბიჭუნათა გუნდის, ორი სოლისტისა და დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის (1985 წ.); მუსიკა სპექტაკლებისთვის „ხანუმა", „კავკასიური ცარცის წრე", „რიჩარდ III"; (შოთა რუსთაველის თეატრის დადგმები). მუსიკა კინოფილმებისთვის „არ დაიდარდო", „ქვევრი", „არაჩვეულებრივი გამოფენა", „მიმინო", „შერეკილები", „როცა აყვავდა ნუში" და სხვა. 

1967 წელს ელდარ შენგელაია „არაჩვეულებრივი გამოფენის" გადასაღებად ემზადებოდა. მუსიკას იგი თავის პირველივე ფილმებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა და გამოცდილ კომპოზიტორებთან ერთად მუშაობდა, თუმცა მაინც არ იყო კმაყოფილი. მან მოგვიანებით განაცხადა, რომ სჭირდებოდა კომპოზიტორი „დრამატურგიული, მონტაჟური აზროვნებით“. ფილმზე მუშაობა თითქმის დაწყებული იყო, როცა ელდარ შენგელაიამ თავისი თაობის ხელოვანის გია ყანჩელის პირველი სიმფონია მოისმინა და მაშინვე გადაწყვიტა, რომ მისი მუსიკა „კინემატოგრაფიულია“. მართლაც, ყანჩელს აქვს უნარი, გამოხატოს ეპიზოდის განწყობა. „არაჩვეულებრივ გამოფენაში“ მუსიკა ძალიან დიდ როლს ასრულებს ფილმის აღქმასა და მაყურებლის განწყობის შექმნაში. 

1974 წელს ელდარ შენგელაიამ გადაიღო ფილმი „შერეკილები“, რომლის მუსიკაც ძალიან სწრაფად გახდა პოპულარული. მომღერალი ნანი ბრეგვაძე ფილმის მუსიკის შესახებ იხსენებს: „გია ყანჩელის მუსიკას კიდევ ერთი თავისებურება ახასიათებს. კომპოზიტორი თითქმის არასდროს იყენებს ფოლკლორს. ამ თვალსაზრისით ელდარ შენგელაიას გარკვეული პრობლემა შეექმნა „შერეკილებზე“ მუშაობისას. მთელი ეს ფილმი ხომ ფოლკლორული მოტივებისგან უნდა აწყობილიყო. ბოლოს გადაწყდა, ფილმის მუსიკა გია ყანჩელთან ერთად ჯანსუღ კახიძეს დაეწერა. ექსპერიმენტმა გაამართლა. მუსიკალური სიჭრელე ძალიან მოუხდა ამ ფილმ-ზღაპარს, მაყურებლის ხსოვნაში კი დარჩა გია ყანჩელის ვალსი, რომელიც მართლაც რომ ფრენის განწყობილებას უქმნიდა მაყურებელს. ვალსი მთელი ამ მხიარული და, ამავე დროს, ძალიან სევდიანი ზღაპრის კამერტონია. გია ყანჩელის მუსიკალური მოტივი არ არის „ფოლკლორული თემა“, მაგრამ თითქოს მიისწრაფვის ფოლკლორისკენ, ე.ი. ბუნებისკენ, რომელიც ფინალში ერთაოზის სიმღერაშია ჩაქსოვილი („ჩიტი-გვრიტი მოფრინავდა“). მუსიკალური დრამატურგიის ასეთი განვითარება, ერთი მხრივ, „შერეკილების“ იდეას გამოხატავს – ადამიანს შეუძლია გადალახოს ყოფის შეზღუდულობა, მონობის მარწუხები — მეორე მხრივ კი, გია ყანჩელის შემოქმედების თავისებურებას – კათარზისს, რომელიც მუდმივ ფონს ქმნის კომპოზიტორის საუკეთესო ნაწარმოებებში, მათ შორის — კინომუსიკაში“.

გია ყანჩელი მრავალი საერთშორისო პრემიის ლაურეატია

  • 1995 — ღირსების ორდენი
  • 1988 — საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი
  • 1987 — პრიზი „ნიკა“ კინომუსიკისათვის
  • 1981 — საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1981 — საკავშირო კინოფესტივალის სპეციალური პრიზი
  • 1981 — შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1977 — საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია
  • 2008 — ვოლფის პრემია ხელოვნებაში
  • საქართველოს სახალხო არტისტი

2015 წელის გია ყანჩელის 80 წლის აღსანიშნავი საიუბილეო კონცერტები ევროპის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა. პირველი კონცერტი 22 აგვისტოს ბერლინის ისტორიულ დარბაზში "კონცერტჰაუზში" შედგა. 28 სექტემბერს კი ბელგიაში, ქალაქ ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების სასახლეში ქართველი კომპოზიტორის იუბილე აღინიშნა.

გია ყანჩელი 2019 წლის 2 ოქტომბერს გარდაიცვალა, ის დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.

„თამაშის დასასრული“ – რობერტ სტურუა სპექტაკლს გია ყანჩელის ხსოვნას მიუძღვნის>>

დიდებული კომპოზიტორის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია არა მხოლოდ ქართული ხელოვნებისთვის, არამედ მთელი მსოფლიო საზოგადოებრიობისთვის. მას გარდაცვალების შემდეგ მიეძღვნა არაერთი საღამო და კონცერტი როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

25
თემები:
საქართველო და კულტურა