პროტესტი და ლოცვა: ვითარება თბილისში სკანდალური კინოსეანსების მეორე დღეს

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაპროტესტო აქცია ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ წინააღმდეგ
საპროტესტო აქცია ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ წინააღმდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათის ყველა კინოთეატრის გარშემო პოლიციაა მობილიზებული. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით სამართალდამცველები კინო „ამირანთან“ არიან კონცენტრირებული.

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. მეორე დღეა, რაც თბილისში ლევან აკინის შვედურ-ქართული დრამის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები იმართება, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი მოვლენების ცენტრიდან.

სკანდალური ფილმი: თბილისში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა გააპროტესტეს - ფოტო

გუშინ ფილმის საპრემიერო ჩვენებას თბილისსა და ბათუმში არეულობა მოჰყვა, რა დროსაც პოლიციამ 25 ადამიანი დააკავა დედაქალაქში, სამი კი ბათუმში. გარდა ამისა, სამართალდამცველები მუშაობენ იმ პირთა დადგენაზე, რომლებიც კინოთეატრებში ნაღმების თაობაზე ცრუ სატელეფონო ზარებს ახორციელებდნენ.

© Sputnik / Vladimir Umikashviliპოლიცია კინოთეატრ „ამირანთან“
პროტესტი და ლოცვა: ვითარება თბილისში სკანდალური კინოსეანსების მეორე დღეს  - Sputnik საქართველო
პოლიცია კინოთეატრ „ამირანთან“

ამ დროისათის ყველა კინოთეატრის გარშემო პოლიციაა მობილიზებული. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით სამართალდამცველები კინო „ამირანთან“ არიან კონცენტრირებული.

„დღეს, ისევე როგორც გუშინ, ყველა ლოკაციაზე დაცული იქნება თითოეული მოქალაქის უფლება და მართლწესრიგი. კინოლოგებმა უკვე შეამოწმეს კინოთეატრები, და მაყურებლებს დღესაც შეამოწმებენ მეტალოდეტექტორებით“, — განუცხადა ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ.

ვერის ბაღთან ფილმის ჩვენების მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილები ბიზნესმენ ლევან ვასაძის მეთაურობით. იქ არიან „ქართული მარშის“ წარმომადგენლებიცა და მღვდემსახურებიც. მამაოები ლოცვებს კითხულობენ, ხოლო ახალგაზრდობას პლაკატები აქვს გაშლილი. 

© Sputnik / Vladimir Umikashviliფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების წინააღმდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეები პლაკატებით
პროტესტი და ლოცვა: ვითარება თბილისში სკანდალური კინოსეანსების მეორე დღეს  - Sputnik საქართველო
ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების წინააღმდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეები პლაკატებით

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ – ქართულ-შვედური ფილმია, რომელიც შვედეთმა „ოსკარის“ პრეტენდენტად დაასახელა. ფილმი არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მოცეკვავე მერაბის შესახებ, რომელიც რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც თავისი ამბიციური მეტოქე ირაკლი შეუყვარდება.

ფილმის პრემიერა წელს კანის ფესტივალზე გაიმართა. ფილმი კინოფესტივალის Director"s Fortnight-ში, ანუ 25 ფილმში მოხვდა და კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა. ამერიკულმა ჟურნალმა W-მ 2019 წლის კანის კინოფესტივალის 15 ვარსკვლავი დაასახელა, რომელთა შორის ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანიც მოხვდა.

მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი კანის ფესტივალის „გამაოგნებლად ნიჭიერთა" ნუსხაში შეიყვანეს ისეთი მსახიობების გვერდით, როგორებიც არიან ანტონიო ბანდერასი, უილიამ დეფო, რობერტ პატინსონი.

ყველა ახალი ამბავი
0