საპროტესტო აქცია კინოთეატრ „ამირანთან“ Акция протеста у кинотеатра Амирани в Тбилиси

კინოთეატრ „ამირანთან“ სპეცრაზმი გამოჩნდა, ნაცემია ყოფილი დეპუტატი: ვიდეო

238
(განახლებულია 11:38 09.11.2019)
პოლიციამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად.

თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. თბილისში, კინოთეატრ „ამირანთან“, სადაც „ქართული მარშის“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები ლევან აკინის შვედურ-ქართული დრამის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას აპროტესტებენ, სპეცრაზმი გამოჩნდა. 

პოლიციამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად. 

ამ დროისათვის საპროტესტო აქციის მონაწილეები კინოთეატრში შესვლას ცდილობენ. რამდენიმე მათგანმა პიროტექნიკა ისროლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა კინოთეატრში შესასვლელი კარი ჩაკეტეს. 

აღსანიშნავია, რომ გეი-წყვილის სიყვარულზე გადაღებული ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში 8-10 ნოემბერსაა დაგეგმილი. ფილმის ჩვენების მოწინააღმდეგეებმა ვერის პარკსა და ფილარმონიასთან შეკრება დაახლოებით 16:00 საათისთვის დაიწყეს. საღამოს ადგილზე უკვე რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მოიყარა თავი, რის შემდეგაც მათ კინოთეატრ „ამირანთან“ გადაინაცვლეს. 

აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს საავტომობილო გზა და ცდილობენ გაარღვიონ პოლიციის კორდონი. ზოგ მათგანს ხელში ფაიერები უჭირავს, ისმის შეძახილები „საქართველო“ და „საქართველოს გაუმარჯოს“. 

მას შემდეგ, რაც მომიტინგეებმა პოლიციის კორდონს შეუტიეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უსაფრთხოების ზომების გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღო. უშუალოდ კინოთეატრის წინ ჩაფხუტებითა და ფარებით აღჭურვილი პოლიციელები დგანან. 

ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრ დავით ბერძენიშვილს „ამირანთან“ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ იმის გამო, რომ ის ფილმის სანახავად იყო მისული. გავრცელებული ინფორმაციით, ბერძენიშვილი საპატრულო პოლიციის მანქანით გაჰყავთ ტერიტორიიდან.

კინოთეატრ „ამირანთან“ დგანან ადამიანები, რომლებსაც აქვთ დღევანდელ პრემიერაზე დასასწრები ბილეთები, თუმცა შენობაში შესვლას ვერ ახერხებენ. როგორც ისინი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებენ, მათ კინოთეატრში შესვლის უფლებას პოლიცია არ აძლევს, რომელსაც კორდონი აქვს გაკეთებული „ამირანთან“. მათი პასუხი ისაა, რომ ისინი სტუმრების უსაფრთხოებაზე ზრუნავენ.

238
თემები:
თბილისი დღეს (1741)
ირაკლი მაქაცარია

„ამით მოხვედი?“ - ირაკლი მაქაცარია თათბირზე უჩვეულო ტრანსპორტით მივიდა - ვიდეო

18
(განახლებულია 11:49 18.09.2020)
ირაკლი მაქაცარიას გადაწყვეტილებამ კოლეგები დააბნია. ნახეთ რითია მისული „პრაიმშოუს“ თათბირზე ერთ-ერთი წამყვანი

„პრაიმშოუს“ თათბირზე, ტელეკომპანია „იმედში“ ერთ-ერთი წამყვანი ირაკლი მაქაცარია მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა ველოსიპედით დააფიქსირა. „ამით მოხვედი?“ - ეკითხება ბადურაშვილი კოლეგას. როგორც ჩანს, მაქაცარიამ გადაწყვიტა ძვირადღირებული ავტომანქანა სახლში დაეტოვებინა და არჩევანი ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე შეაჩერა.

უკრაინაში მოღვაწე ცეცხლოვანი ბიზნესმენი ქართველმა ტელემაყურებლებმა თოქ-შოუ „პრაიმშოუს“ წამყვანის ამპლუით გაიცნო. მისი ქარიზმა, სექსუალური აღნაგობა და შარმი ქალების სუსტი წერტილია. 33 წლის ბათუმელი ბიჭი ნამდვილად სასურველი და „დიპლომიანი“ სასიძოა. ქართველი გოგონების გარდა, მთელი უკრაინა მოხიბლა საკუთარი შარმით, ქარიზმატულობით და ცეკვის ნიჭით.

საინტერესო ფაქტები: საშუალო სკოლა აშშ-ში დაამთავრა; უმაღლესი განათლება თბილისის კავკასიის ბიზნეს-სკოლაში მიიღო; სპეციალობით მარკეტოლოგია; 2013 წელს დააფუძნა კომპანია Maq Entertainment, რომელიც „ბოლივუდთან“ თანამშრომლობს. ამას გარდა პოპულარულმა ტელესახემ საიუველირო ქსელი შექმნა, რომელშიც მისი დიზაინით შექმნილი აქსესუარები იყიდება.

18
თემები:
სელებრითების ცხოვრება
საქართველოსა და რუსეთის საქმიანი წრეების წარმომადგენელთა შეხვედრა

სერგეი ლავროვი დარწმუნებულია, რომ საქართველოსთან ურთიერთობები აღდგება

18
(განახლებულია 15:21 18.09.2020)
ჩვენ აღვადგენთ ნორმალურ ურთიერთობებს სახელმწიფოებს შორისაც და ადამიანებს შორისაც, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თინა კანდელაკთან ინტერვიუში

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართულ–რუსული ურთიერთობების აღდგენის იმედი გამოთქვა.

მინისტრმა გუშინ ინტერვიუ მისცა თინა კანდელაკს ტელეარხ RTVI–ზე პროექტისთვის „სპეციალური სტუმარი“. მან ისაუბრა, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ კრემლში პროტესტების მიმართ ბელარუსში, რას უნდა ელოდონ აშშ–ის პრეზიდენტის არჩევნებისგან და არის თუ არა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შანსი.

„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსთან ურთიერთობები აღდგება, მოგვარდება. ვხედავთ ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამას ემხრობიან. ისინი ჯერ მცირე პარტიები არიან მმართველ ელიტაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ ჩვენი ტრადიციული, ისტორიული სიახლოვე, ჩვენი ხალხების ურთიერთმიზიდულობა გაიმარჯვებს, და პროვოკატორები, რომლებიც ცდილობენ, რომ საქართველო არ დაუბრუნდეს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალურ რელსებს, გაწბილებული დარჩებიან“, – განაცხადა ლავროვმა.

მინისტრმა ქვეყნებს შორის ამჟამად არსებულ ურთიერთობებს ანომალიური უწოდა.

„მგონია, რომ ქართველი ბრძენი ხალხი, რომელსაც უყვარს სიცოცხლე, შეიძლება თითქმის ისევე და იმავე გამოვლინებებში, როგორც რუსეთის ფედერაციის ხალხებს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი მისწრაფებების ბევრი დამთხვევის შესახებ ვიცი, მაინც გადალახავს ამჟამინდელ ანომალიურ სიტუაციას და ჩვენ ნორმალურ ურთიერთობებს ავაგებთ სახელმწიფოებსა და ხალხებს შორის“, – აღნიშნა ლავროვმა.

საქართველოსა და რუსეთს დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის შემდეგ აღარ აქვთ. საქართველომ ეს ურთიერთობები მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

18
თემები:
ქართულ–რუსული ურთიერთობები